Archive | აპრილი 2013

დიასახლისი

დასაწყისისთვის ცხოვრება მშვენიერი იყო.

გული სიყვარულით ქონდა სავსე. ისედაც სიყვარული იყო.

გეგმები და ოცნებებიც.

იმედებიც… Continue reading

Advertisements

უფროსი და

ჩემი ლამაზი და თბილი ოჯახი, ხანდახან ისე მაკლია და მენატრება, ამ პოსტში აღწერილი სიტუაციები. რიგები აბაზანასთან და წეწვა-გლეჯვა საუზმობისას.

რა თბილი და ტკბილია ბავშვობის მოგონებები , და რა ცუდია, რომ ეს დრო არასოდეს, არასოდეს აღარ დაბრუნდება…

ShaviMargalti

ალბათ ბევრს აქვს ბედნიერება ჰყავდეს უფროსი ძმა, სულ მინდოდა მყოლოდა უფროსი ძმა, მაგრამ ბედმა ცალყბად გამიღიმა და მიბოძა სიამოვნება, მყოლოდა უფროსი დების ორ კაციანი არმია, რომლებიც განუწყვეტლივ ცდილობდნენ მოერგოთ ეს ზოგად საპასუხისმგებლო როლი.

პირველი ჩვენს სიმფსონების ოჯახში მისი აღმატებულება თამო გაჩნდა, პატარა რა სყვარელი იყო ❤ მაგრამ ჟამთა ცვალებადობამ მის ამ გამოხატულებას პირი უყო.
ნუ მის პირველობაზე გამწარებული ერთ წელიწადში მეორე გოგო შემოემატა ოჯახს, ლოყებ ჩაპუტკუნებული ეთო ❤

Copy of сканирование0009

თამო სულ უჭმელი დადიოდა, პატარა წვრილფეხეება, ძლივს დალასლასებდა, უჭმელი განა იმიტომ, რომ არ შიოდა, უბრალოდ მის წილსაც ეთო სანსლავდა. ჭკვიანი იყო თავიდანვე, ერთხელ დედიკოს ას მანეთიანი ნაკუწებად აქცია და მომღიმარი სახით შეურბენინა დავახურდავეო ;|
R5TUYUI
არც ეთოს აკლდა ჭკუა, სახლში რაც რამე ძვირფასი იყო გასატეხი, ყველაფერს ბოლო მოუღო,თანაც დიდი წარმატებით,რომელიმე არაოფიციალური რეკორდი ექნება მოხსნილი, ლეწვა-მტვრევაში.

ასე შეხმატკბილებულად გაატარეს 5 წელი, მანამ სანამ მე გავჩნდებოდი. მამაჩემს ნელ-ნელა თმის რაოდენობა უმცირდებოდა, თუმცა ჯერ სად იყო…

მერე გავჩნდი მეც, თურმე ნუ იტყვით და დედიკოს ჩემგან გამოწვეული…

View original post 332 more words

5 რჩევა მეტი თავდაჯერებულობისათვის

თავდაჯერება ცოტა უცნაური რამაა, სწორედ მაშინ გიღალატებს, მიგატოვებს და უგზოუკვლოდ გაუჩინარდება როდესაც ყველაზე ძალიან გჭირება. ფაქტიურად იმის სწავლა როგორ გახდე უფრო მეტად თავდაჯერებული უბრალოდ შეუძლებელია, თავდაჯერება შენში უნდა იყოს, რაც უფრო მეტად გჯერა საკუთარი თავის, მით უფრო მეტია შენი წარმატების და ცხოვრებისეულ პრობლემებთან იოლად გამკლავების შანსი. Continue reading

26

კიდევ ერთი წელი მიითვალა დრომ…

ბავშვობიდან არ მიყვარს ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა. სულ რამდენიმე შემთხვევა მახსენდება, როდესაც საკუთარი ნებით ვეპატიჟებოდი სტუმრებს, სტატისტიკური მონაცემებით 4 წელიწადში ერთხელ(დაახლოებით). Continue reading