26

კიდევ ერთი წელი მიითვალა დრომ…

ბავშვობიდან არ მიყვარს ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა. სულ რამდენიმე შემთხვევა მახსენდება, როდესაც საკუთარი ნებით ვეპატიჟებოდი სტუმრებს, სტატისტიკური მონაცემებით 4 წელიწადში ერთხელ(დაახლოებით).

წელს რადგანაც ჩემი და უკვე სამი თვეა სიცოცხლეს მიხალისებს

და საქმეს მიორმაგებს(მაგალითად გუშინ ცივი ყავა გამიკეთა, რის შედეგადაც ჩემი დაწკრიალებული სამზარეულო საგრძნობლად მოთუთხნა. ან ვაი თუ ჩემს კარადას მიეპარა-აი ნამდვილი კოშარი მაშინ იწყება, სხვა მხრივ ნობელის პრემია ეკუთვნის ჩემს გიჟ ბიჭებს რომ უძლებს.დილაუთენია თავზე დახტომაც (დანის საყვარელი მეთოდი ბებეს გასაღვიძებლად) მოენატრება ისრაელში რომ დაბრუნდება. დათუნაც სულ დადის და ბებეკას გაიძახის, სადააა ბეებეკა? მოკლედ მთელი ოჯახი დიდი დარტყმისთვის ვემზადებით. თვის ბოლოს გაგვიფრინდება ბებეკა და უკვე გული მწყდება.

მოკლედ სახლის თავდაყირა დაყენების დიდოსტატი მყავს...  განსაკუთრებით გარდერობის აოხრება ეხერხება:დ

მოკლედ სახლის თავდაყირა დაყენების დიდოსტატი მყავს… განსაკუთრებით გარდერობის აოხრება ეხერხება.

გადავწყვიტე პატარა წვეულება მომეწყო, ფემინისტური. დავპატიჟე ჩემი გოგოები და ივენთს სახელად “ქმრებო, დააძინეთ ბავშვები” დავარქვი. ჩემმა მეუღლემ კი ბავშვების დაძინებასთან ერთად, უზარმაზარი ვარდების ყიდვა და ჩემთვის მორთმევაც მოასწრო.

არ ვიცი ოთხი დის პატრონს საიდან ამდენი ეგოიზმი, მაგრამ მთელი დილა საკუთარ თავს დავუთმე. დილაადრიან სავარჯიშო დარბაზში, იქიდან სალონში და შემდეგ საშოპინგოდ. თუმცა ეს უკანასკნელი, ნამდვილად არ მხიბლავს ახალი სამოსისგან განსხვავებით ჩემს გარდერობში. სახლში დაბრუნებულს კი ბებეს ტვინი გავუბურღე ჩემი ახალი ვარცხნილობის თუ მანიკურის ქებით.

და კიდევ ერთი ნიუანსი, იმ წუთას ნამდვილად არ მეცინებოდა მაგრამ საღამოხანს როგორც იქნა გამოვიპრნჭეთ და გავეტიეთ სახლიდან დანიშნულების ადგილისკენ. ტორტით ხელში, შარდენის კიბეეებზე საჯაროდ გავიშხლართე. “-აუ რა პრიჟოკია” დამსწრე საზოგადოებამ დაცინვა დამიწყო და კაციშვილი არ მომხმარებია წამოდგომაში. სხვას რა უნდა მოვთხოვო ჩემი საკუთარი და იხრჩობოდა სიცილით. თუმცა ეს დღეც ბედნიერი დღეების ქრონიკებიდან არის, არც ტორტს დამართვია რამე, არც მე და ფეხსაცმელსაც კი არ მოსტეხია ქუსლი.

ძალიან ბევრი საჩუქარი მივიღე: სუნამოები, სამკაულები, ტანისამოსიც – მოკლედ ბედნიერი ვიყავი!

სიურპრიზმა ჩემი გოგოები დაშოკა. ქება -დიდებით ცამდე აიყვანეს ჩემი ქმარი.

სიურპრიზმა ჩემი გოგოები დაშოკა. ქება -დიდებით ცამდე აიყვანეს ჩემი ქმარი.

სახლამდე რა გული გამიძლებდა. მარადჟამ ცნობისმოყვარე../

სახლამდე რა გული გამიძლებდა. მარადჟამ ცნობისმოყვარე…

მგონი ყველა გაერთო. მშვენიერი საღამო გამოვიდა თუმცა მე სულ დაძაბული ვიყავი.

მგონი ყველა გაერთო. მშვენიერი საღამო გამოვიდა თუმცა მე სულ დაძაბული ვიყავი.

ქეთუსი გიჟდება ფოტოებზე და მკაცრად მოითხოვს სურათებში ჩვენც მის შესაბამისად(ანუ  უაღრესად კარგად)გამოვიყურებოდეთ. სულ ვუცრუებ იმედს:(

ქეთუსი გიჟდება ფოტოებზე და მკაცრად მოითხოვს სურათებში ჩვენც მის შესაბამისად(ანუ უაღრესად კარგად)გამოვიყურებოდეთ. სულ ვუცრუებ იმედს:(

ჩემი საყვარელი ბებეკა

ჩემი საყვარელი ბებეკა

23 thoughts on “26

    • მადლობა ჩემო კარგო მოლი, რა გაცინებდა? ჩემი “პრიჟოკი” ალბათ:დ

  1. ოი, მეც გილოცავ თამი, ყოველივე საუკეთესოს გისურვებ 🙂

    • ენაგადმოგდებული:დ მაგარია ქეთი გიჟდება ხოლმე სურათებს რომ ვუფუჭებ

  2. აქაც გილოცავ 🙂 …შარდენზე მსხდომი ტურისტები აუცილებლად იფიქრებდნენ, რომ ქუჩაზე გადარბენის გარდა, კიბეებზე გაშხლართვაც “ეროვნული სპორტის სახეობაა” 😀

    • მაშინ ეროვნული სპორტის ჩემპიონი ვარ , რადგან ეს არ იყო პირველი:(

  3. გილოცავ თამიი :** მრავალს დაესწარი, სულ ასეთი ბედნიერი იყავი ❤ ❤

  4. გილოცავ გილოცავ ❤ ბევრ ლამაზ დღეს გისურვებ ცხოვრებაში

  5. უიმე გოგო ტორტი თუ გადარჩა რაღას მენერვიულებ, მით უმეტეს ქუსლიც გადარჩენილა, უჰ :)) ძალიან ლამაზი ხარ ❤

    • მადლობა კარამელო. ხო რა ვიცი ბედი უნდა ყველაფერს. ესეთი დავარდნა სანატრელია პირდაპირ:)

    • მადლობა კატერინა… უფ ეგეთი ხალისისგან ღმერთმა დამიფაროს(გაშხლართვას ვგულისხმობ:)

  6. თამი ძაან საყვარელი ტიპი ხარ :)) მაგრად ვიცინე. გილოცავ მოგვიანებით და შენი საუკეთესო სუვილების ასრულებას გისურვებ.. ჩემი გაშხლართვები გამახსენდა, მეც მომდის ხოლმე ეგეთი რაღაცეები და გარშემო ყველას უხარია ხოლმე რატომღაც. ქმარი და ყვავილები ❤

  7. დაგვიანებული მილოცვა, თამი :)) ბედნიერი იყავი 🙂

  8. თამი, გილოცავ ^^
    დაგვიანებით, მაგრამ მეპატიება, ხო იცი ხან სად ვიკარგები, ხან სად ^^
    ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ და კიდე ამ დროს რომ ბევრ კარგ რაღაცას ამბობენ ხოლმე ისისც იგულისხმე რა ^^

    • აუცილებლად, მადლობა ჩემო კარგო. დაწერე ერთი სად იკარგები ხოლმე, არ ვიცი რამდენად რეალურია შენი პოსტებეი მაგრამ სულმოუთქმელად ველოდები შენი და ადამის ურთიერთობების ფინალს თუ გაგრძელებას თუ რაღაცას!

      • ჰო? მე კიდე მგონია, ადამზე პოსტებით გადავჭედე მეთქი ბლოგი ^^

        ამჯერად ადამი არაფერ შუაში იყო, ჩამოვაყალიბებ მერე ერთ პოსტად და დავდებ ^^ (სჯობდა ადამი ყოფილიყო) ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s