5 რჩევა მეტი თავდაჯერებულობისათვის

თავდაჯერება ცოტა უცნაური რამაა, სწორედ მაშინ გიღალატებს, მიგატოვებს და უგზოუკვლოდ გაუჩინარდება როდესაც ყველაზე ძალიან გჭირება. ფაქტიურად იმის სწავლა როგორ გახდე უფრო მეტად თავდაჯერებული უბრალოდ შეუძლებელია, თავდაჯერება შენში უნდა იყოს, რაც უფრო მეტად გჯერა საკუთარი თავის, მით უფრო მეტია შენი წარმატების და ცხოვრებისეულ პრობლემებთან იოლად გამკლავების შანსი.

როდესაც დავდაჯერებული ხარ, შენი თვითშეფასების ნიშნული მაქსიმუმს უტოლდება მაშინ ბევრად უფრო იოლია სხვაც დაარწმუნო შენს შესაძლებლობებში.

და მაინც არ იცი როგორ აიმაღლო თვითშეფასება და გახდე უფრო თავდაჯერებული? მაშინ რამდენიმე რჩევა შენთვის.

ხშირად გაუსვი ხაზი შენს ღირსებებს

ადამიანს რომელსაც თვითშეფასების დონე საჭიროზე დაბალი აქვს არ შეუძლია დამალოს ნაკლი და ხაზი გაუსვას ღირსებას. მაგალითად: არასოდეს თქვა, რომ შენი თმა ცუდი ხრისხისაა, ფეხები სჭიროზე სქელი გაქვს, წარბების ფორმა ნამდვილად არ შეესაბამება სილამაზის პარამეტრებს, ტუჩები უსწორმასწორო და თხელია. უბრალოდ აღნიშნე, რომ მომაჯადოებელი სიცილი გაქვს, ძალიან გრძელი და მოვლილი თმა გაქვს, ძალიან გიხდება კაბა და ტანზე მომდგარი შარვლები.
დარწმუნებული ვარ შენს პარტნიორს აზრადაც არ მოუვა შენი თმის ხარისხი შეამოწმოს და წარბების ფორმას გამადიდებელი შუშით დააკვირდეს, თუმცა შენი გამუდმებული წუწუნი და აღნიშვნა შენსავე ნაკლოვანებებზე მის ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს.

არასოდეს დაეჭვდე საკუთარ შესაძლებლობებში
ab84d274694a11e2b20722000a1f97fa_7_large
ვიცი რამდენიმე ძალიან წარმატებული ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ჩემზე მეტად ღირებული საქმები აქვს გაკეთეებული, თუმცა არასრულფასოვნების კომპლექსი ვერაფრით დაუძლევია. არ ვიცი საიდან მაქვს ასეთი უსაზღვრო თავდაჯერება და უკიდეგანო ოპტიმიზმი. რაც არ უნდა მოხდეს ამქვეყნად, არასოდეს შევიცვლი აზრს, არასოდეს ვიტყვი, რომ რამეს ვერ შევძლებ. საკუთარ გარეგნობას მართალია კრიტიკულად ვაფასებ, თუმცა მსგავსი მიდგომა მეხმარება, რომ მუდამ ფორმაში და მოვლილი ვიყო. ასე, რომ ქალბატონებო, მოიშველიეთ ოპტიმიზმი, სარკეში ჩახედვისას მხოლოდ მშვენიერება დაინახეთ და ნაკლის ამოსაძირკვად იზრუნეთ. ეს თქვენს თავდაჯერების ნიშნულს ერთი-ორად გაზრდის.

დაეხმარე ადამიანებს

12882help_wanted

ეს ხომ ნამდვილი სიამოვნებაა. დაეხმარე ადამიანებს (თუნდაც ოჯახის წევრებს) რითაც შეგიძლია. არ დაიზარო საოჯახო საქმეები, მოხუცებისთვის ბარგის ზიდვა, გზაზე გადაყვანა თუ ტრანსპორტში ადგილის დათმობა. მათ მიერ გადახდილი სამადლობელო სიტყვები, გაიძულებთ რომ საკუთარი თავის დაფასება შეძლოთ, თქვენ ადამიანებისთვის საჭირო ხართ, მათ თქვენი დახმარება ჭირდებათ.

არავისთვის არასოდეს მითქვამს, რატომ ვიღებ ჩემს თავზე იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროება მოითხოვს.შედეგად მთელი ოჯახის ხმაშეტკბილებული ქება-დიდება, რომლის ფონზეც ჩემი თავდაჯერება სულ წინ და წინ მიიწეევს.

არასოდეს ჩავარდე პანიკაში
tumblr_lwwygoG04P1qi4qx4o1_500_large
ნამდვილად დაგეთანხმებით ხშირად იმდენად უსიამოვნო და ერთი შეხედვით გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდებით, რომ პანიკა გარდაუვალია. მაგრამ კარგად დაფიქრდით ამით რაიმე შეიცვლება? თქვენ სუსტი და ბეჩავი ადამიანის შთაბეჭდილებას დატოვებთ, პრობლემა კი, ისევ პრობლემად დარჩება. ამიტომ იზრუნეთ სიმშვიდის შენარჩუნებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრეთ გამოსავალზე. ყველაფერი უფრო მარტივია, როდესაც სიტუაციას ფხიზელი თვალით აჯამებ.

გაიღიმე

take-a-smile ჩემთვის სათქმელად ადვილია, ყოველთვის და ყველაფერზე ვიღიმი. ვიღიმი მაშინაც თუ ნერვები მეშლება, როდესაც მიხარია ან როცა მწყინს, ღიმილი საუკეთესო საშუალებაა ყველაფერ უარყოფითს დადებითი მხარით შეხედო. თუ თქვენზე ხუმრობენ არასოდეს დაიბოღმო და ცხვირი არ ჩამოუშვა, თავდაჯერებულ ადამიანებს ხშირად საკუთარ თავზეც შეუძლიათ გაცინება.

ეს ჩემი მოკრძალებული რჩევებია-იმედია გამოგადგებათ, თუ ოდნავ მაინც თვლით რომ თავდაჯერება გაკლიათ.

12 thoughts on “5 რჩევა მეტი თავდაჯერებულობისათვის

  1. pirveli punqtis garda yvelapershi getanxmebi,exla me rom vizaxo 45 kilo var metqi sicilis garda arapers davimsaxureb,da martlac zaan sasacilo iqneba,ai danarchenshi getanxmebi,sheqeba zogadad yvelas upro tamams da tavdajerebuls xdis

    • მეც არ ვარ იდეალური პარამეტრების, თუმცა მუდამ ვცდილობ რომ ამას ხაზი არ გავუსვა. ეს არის და ეს პირველი პუნქტის ფილოსოფია.

      ანუ თუ ზედმეტი წონა გაწუხებს აუცილებლად გექნება ლამაზი ნაკვთები, თმები ან თვალები, ან ხასიათი არაჩვეულებრივი. იმის თქმა მინდა , რომ საკუთარი ნაკლი ყველამ კარგად ვიცით, უბრალოდ დავმალოთ ცუდი და გამოვაჩინოთ კარგი, სხვათაშორის ერთგვარი ნიჭია, რომელიც ნამდვილად მაქვს.

  2. მეც პირველ პუნქტთან მაქვს “პრეტენზია”🙂 მე ვფიქრობ, საკუთარი ღირსებების საქვეყნოდ აფიშირება კომპლექსის ისეთივე გამოვლინებაა, როგორიც პირიქით მათი დაკნინება, ანდა მაშინ ნარცისიზმთან გვაქვს საქმე. ზოგადად სასაცილო მდგომარეობაშია ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს აქებს. სხვა დანარჩენში აბსოლუტურად გეთანხმები, 100 % ოთხივე პუნქტში.

    • ხო ალბათ მართალიც ხარ-ჩემი პირადი აზრები ვაფრქვიე, ასე ვფიქრობ და იქნებ ნარცისიც ვარ😦

  3. ბოლო პუნქტს ისეთი გადაჭარბებით ვასრულებ, რომ შემიძლია დანარჩენ პუნქტებზე არ ვიზრუნო😀

    • ხო ყველაზე კარგი და ადვილი ბოლო პუნქტია. თან ჯანმრთელობისთვის სასარგებლო:)

    • მადლობა თაა, კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემს ბლოგზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s