უფროსი და

ჩემი ლამაზი და თბილი ოჯახი, ხანდახან ისე მაკლია და მენატრება, ამ პოსტში აღწერილი სიტუაციები. რიგები აბაზანასთან და წეწვა-გლეჯვა საუზმობისას.

რა თბილი და ტკბილია ბავშვობის მოგონებები , და რა ცუდია, რომ ეს დრო არასოდეს, არასოდეს აღარ დაბრუნდება…

ShaviMargalti

ალბათ ბევრს აქვს ბედნიერება ჰყავდეს უფროსი ძმა, სულ მინდოდა მყოლოდა უფროსი ძმა, მაგრამ ბედმა ცალყბად გამიღიმა და მიბოძა სიამოვნება, მყოლოდა უფროსი დების ორ კაციანი არმია, რომლებიც განუწყვეტლივ ცდილობდნენ მოერგოთ ეს ზოგად საპასუხისმგებლო როლი.

პირველი ჩვენს სიმფსონების ოჯახში მისი აღმატებულება თამო გაჩნდა, პატარა რა სყვარელი იყო ❤ მაგრამ ჟამთა ცვალებადობამ მის ამ გამოხატულებას პირი უყო.
ნუ მის პირველობაზე გამწარებული ერთ წელიწადში მეორე გოგო შემოემატა ოჯახს, ლოყებ ჩაპუტკუნებული ეთო ❤

Copy of сканирование0009

თამო სულ უჭმელი დადიოდა, პატარა წვრილფეხეება, ძლივს დალასლასებდა, უჭმელი განა იმიტომ, რომ არ შიოდა, უბრალოდ მის წილსაც ეთო სანსლავდა. ჭკვიანი იყო თავიდანვე, ერთხელ დედიკოს ას მანეთიანი ნაკუწებად აქცია და მომღიმარი სახით შეურბენინა დავახურდავეო ;|
R5TUYUI
არც ეთოს აკლდა ჭკუა, სახლში რაც რამე ძვირფასი იყო გასატეხი, ყველაფერს ბოლო მოუღო,თანაც დიდი წარმატებით,რომელიმე არაოფიციალური რეკორდი ექნება მოხსნილი, ლეწვა-მტვრევაში.

ასე შეხმატკბილებულად გაატარეს 5 წელი, მანამ სანამ მე გავჩნდებოდი. მამაჩემს ნელ-ნელა თმის რაოდენობა უმცირდებოდა, თუმცა ჯერ სად იყო…

მერე გავჩნდი მეც, თურმე ნუ იტყვით და დედიკოს ჩემგან გამოწვეული…

View original post 332 more words

3 thoughts on “უფროსი და

  1. რა მაგარია :)) შენი ძმის პოსტი წავიკითხე :)… ყოველთვის მეცოდებოდნენ დედისერთები, ყველაზე დიდ ბედნიერებას რომ არიან მოკლებულნი, ვერავინ შეგიცვლის და-ძმის სიყვარულს და სიმყუდროვეს.
    მე 2 და მყავს და არც კი ვიცი მაგათ გარეშე რა აზრი ექნებოდა ჩემს ცხოვრებას…

    • ძმა არ მყავს თაკო,ჩემი დაა ამ პოსტის ავტორი. გეთანხმები ნამდვილად დედმამიშვილზე კარგი არაფერია ქვეყნად. განსაკუთრებით თუ ძალიან ბევრი გყავს. ჩვენ 5 დანი ვართ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s