ძალადობა რელიგიის სახელით

ჰომოფობია

ჰომოფობია (ბერძნ. ὁμοφοβία — ὁμοιος ჰომოიოს – „იგივე“, „ტოლი“ და φόβος ფობოს – „შიში“) — ტერმინი ნიშნავს უსაფუძვლო შიშს, განდგომას, ან დისკრიმინაციას ჰომოსექსუალობისა და ჰომოსექსუალთა მიმართ. გამომდინარეობს სიტყვებისგან ჰომოსექსუალი და ფობია.

საქართველოში ხომ ყველას და ყველაფრის ფობია გვაქვს, ხოდა რა დააშავეს ვითომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებმა? რატომ არ უნდა გვქონდეს ეს ფობიაც? ერთით მეტი თუ ნაკლები რა მნიშვნელობა აქვსო, იფიქრეს სასულიერო პირებმა და ღმერთმანი ისეთი ველური და პირველყოფილი სანახაობა მოაწყეს, თვით მრავლისმნახველი და გადამტანი, ჩემი ლამაზი თბილისის ქუჩებიც თრთოდნენ სირცხვილისგან.

ადამიანებო! დამეთანხმეთ ყველა რომ, რაც 17 მაისს თბილისის ქუჩებში მოხდა არის საშინელი სირცხვილის, სიბნელის, გაუნათლებლობის და უინტელექტობის აპოგეა.

აქვე დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას. როგორც ლოიალური ადამიანი ორივე მხარეს ვეთანხმები, რომ ჰქონდათ აქციის მოწყობის უფლება, თუმცა არ ვეთანხმები პოლიციას, რომელმაც განზრახ გაარღვია დაცვის კორდონი და ასევე, ვერაფრით ვიქნები იმ ეკლესიის და მრევლის მხარდამჭერი, რომელიც ეკლესიაში ლოცვის მაგივრად, იარაღმომარჯვებულნი, ბილწსიტყვაობდნენ და მოსაკლავად დასდევდნენ ადამიანებს. განსხვავებულ, მაგრამ მაინც ზუსტად ჩვენნაირ, ღვთისგან გაჩენილ ადამიანებს.

გეი აღლუმი
და კიდევ იმ პირველყოფილ ადამიანებს, რომლებიც მცირე რიცხოვან და მდუმარე აქციას გეი-აღლუმად ნათლავდნენ, ვუტოვებ ვიდეოს და იქნებ გაარჩიონ აღლუმის და აქციის მნიშვნელობა და განსხვავება.

აი, თვალსაჩინოებისთვის ნამდვილი გეი პარადი როგორია. რომელიც, რომ არც გაუბედავთ და არც გაუფიქრებიათ ჩვენს დაჩაგრულ თანამოძმეებს, მაგრამ რათ გინდა??? ასიოდე კაცის თავშეყრის ადგილი და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, მაინცდამაინც ვაქციეთ ველურ და პირველყოფილ სანახაობად, ჰომოფობიის ნამდვილ დღესასწაულად.

შედეგები

1. დავამცირეთ ქვეყნის იმიჯი(კიდევ ერთხელ)

2.მივხვდით, რომ…
ეკლესიის და სასულიერო პირების ძალაუფლება ყოველგვარ საზღვრებს სცდება

3.დაიჩაგრნენ ევროვიზიაზე წარგზავნილები, ყველა მეგობარმა სახელმწიფომ იავარგვყო.

4.კიდევ ერთხელ გაიგო მსოფლიომ, რომ ევრაზიის მიჯნაზე მყოფი ჩვენი პატარა ქვეყანა, ერთი ჩვეულებრივი პირველყოფილი ერია და არაფერი არ ესაქმება ევროპულ მაღალ კონვენციებში.

პ.ს. თუ რამე გამომრჩა შემისწორეთ.
ჰომოფობიური კომენტარები წაიშლება(მომიტევეთ წინასწარ)!

Advertisements

20 thoughts on “ძალადობა რელიგიის სახელით

  1. ისეთი მდგომარეობა უნდა იყოს ქვეყანაში, რომ აქციების ჩატარება არ გახდეს საჭირო… მაგრამ, როგორც ჩანს, ჰომოფობია კიდევ ძალიან დიდხანს არ გაქრება…

    • არ გაქრება და ნუ გაქრება, თავი მაინც შეიკავონ და მუშტებზე არ დაიწყონ ყურება.

  2. სირცხვილიც აღარ ჰქვია ამას.

    თუმცა, სირცხვილი იქეთ იყოს. ჯანდაბას, გვერდზე გადავდოთ, სხვები რას იფიქრებენ ჩვენზე. ერთი წუთით გადავდოთ. მნიშვნელოვანია ძალიან, მაგრამ მე სხვა რამ უფრო მტკივა – აი, ამ სიბნელეს ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა ტაშით და “მეამაყებით, ბიჭებო”-ს ძახილით შეხვდა და ასეთ საზოგადოებას მომავალი არ აქვს და საკუთარ სიბნელეში დალპობა გვიწერია.

    ასეთი გამწარებული ტონი, ვინმეს, იქნებ, ზედმეტადაც მოეჩვენოს, მაგრამ მესამე დღეა, კომენტარებს ვკითხულობ და ამ ეგზალტირებული ბავშვების, კლიმაქსიანი ქალების და იაფფასიანი სასმელით გამსკდარი ვაი პატრიოტ მუჟიკების აგრესია მკლავს.

    ჰომოფობია მარტო ლგბტ ადამიანების პრობლემა არ არის. ასჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ – ხვალ სხვანაირ “განსხვავებულებს” მიადგებიან. ერთხელ რომ გაიგო ბრბომ, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტა, ყველაზე მარტივად მუშტით, ხელკეტით და ტაბურეტკით შეიძლება, აწი იმ ბრბოს არაფერი გააჩერებს.

    • ნამდვილად არ მეჩვენება ზედმეტი. ძალიან დამღალა ამ საშინელმა სიტუაციამ, ფაქტიურად აურზაური არაფრის გამო.

      • გეთანხმები …
        უბრალოდ ვერ გავიგე ეა კრიტერიუმებით შეაფასეს რააა.. რა იყო გამარჯვებულ სიმღერაში ასეთი განსაკუთრებული :(((
        ჩვენებს არც ხმა აკლდათ და სიმღერაც მშვენიერი მელოდიური იყო :(( N არა ვიცი რავიიციი…
        პ.ს. მე რუსსეთი მომეწონა ძალიან

      • მსოფლიო პოლიტიკის მატარებელი კონკურსია, მართლა კარგად იმღერეს სოფომ და ნოდომ, რომ არა ეს სიველურის აპოგეა 17 მაისს, გაცილებით წინა ადგილს აიღებდნენ.

      • 😦 უსამართლობააა, პოლიტიკა და ხელოვნება უნდა ემიჯნებოდეს ერთმანეთს :(((

      • ზოგადად ეგრეა, მაგრამ ევროვიზია ერთერთი გამნაკლისია, მე მგონი.

  3. ღმერთო ჩემო თურმე რა ხდება თბილისში :O
    წარმოდგენაც არ მქონდა მე :(((

  4. ვერ წარმოიდგენ როგორ დამღალეს. ამ აქციის მერე ვინც კი ჩემ გარშემოა ყველას ვუმტკიცებ რომ არ იყო ეს გეი-პარადი და იყო მხოლოდ მხარდამჭერი აქცია. რომ ეს დაავადება არაა და არ უნდა ირღვეოდეს არავის უფლება. ყველა ჰომოფობი რო აღმოჩნდა აი ეგ მაგიჟებს და ცდილობენ თავი გაიმართლონ:”ძალადობის წინააღმდეგი მეც ვარ, მაგრამ…” და იქ სადაც ეს “მაგრამ” ჩნდება დანარჩენი ხომ ყველაფერი ზედმეტია უკვე. ძალიან ბნელა რა, ძალიან 😦

    • ძალადობის წინააღმდეგია ყველა მოძალადე.

  5. მეზარება …
    უკვე გულწრფელად მეზარება კამათი და საერთოდ სიტყვის თქმა, გარშემო ისეთ ადამიანებში შევამჩნიე ამ ყველაფრით გამოწვეული კმაყოფილება,რომ ყველაფრის დამტკიცების და ასხსნის ხალისი.
    მეზარება, უკვე შიშით დასმულ კიხტვაზე “შენც მაგანირი ხომ არ ხარ” პასუხის გაცემა, არა, ამაგრამ რომც ვიყო მერე რა.
    მოკლედ გამაგრდით, ქართველებო, მოსასპობი, საცემი და გასანადგურებელი კიდევ ბევრი ვინმე/რამეა, აბა თქვენ იცით 😦

    • მართალი ხარ, ძალიან ბევრმა საყვარელმა ადამიანმა გამიცრუა იმედი, თუმცა პოლემიკაში დიდი ხანია აღარ შეევდივარ მათთან. “შეაყარე კედელს ცერცვი”-ს პრინციპით

  6. ეს პროცესი ნელ–ნელა მიმდინარეობდა, მგონია რომ რაღაც პერიოდით, თითქოს გამოვდიოდით ამ სიბნელიდან, შემდეგ კი ისევ რეგრესი დაიწყო, უკან დავიწყეთ სვლა და ისევ სიბნელეში აღმოვჩნდით. უმეტესად მგონია რომ მდგომარეობა გამოუსწორებელია.

    “NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საქმიანობას ცუდად ან ძალიან ცუდად – 0% მიიჩნევს. ჩვენ არ ვარსებობთ და შესაბამისად, ვერანაირი საზოგადოების, ვერანაირი ნაწილი ვერ ვიქნებით. ახლახან ჩემმა მეგობარმა სალომე უგულავამ მითხრა, წარმოიდგინე პარტია, რომელიც სეკულარულ ღირებულებებზე დგას, პოლიტიკოსი გამოდის და ამბობს, როცა საპატრიარქოს დაფინანსებას უზრდიან, ან მუსლიმებს ჩაგრავენ, ან ექსტრემისტებს პოლიტპატიმრებს უწოდებენ – ”რას ეუბნებით ამ ხალხს?!” და ხელს გიგანტური ნულისკენ იშვერს.” – ტაბულა

    აი ეს აბზაცი ჩემი აზრით ძალიან ბევრ რამეს ხსნის. როდესაც გიგანტური ნულის წარმომადგენელი ხარ იმედის ქონაც კი ფუფუნებაა.

    • ხოდა მე იმედიც აღარ მაქვს, ფინიკი.არც არასოდეს მგონებია რომ სიბნელიდან გამოვედით, თუნდაც ერთი წლის წინანდელი მოვლენები, ან რომელი ერთი ჩამოვთვალო. ფანატიზმი ვფიქრობ ელემენტარულად გაუნათლებლობას მოაქვს, რაც არ უნდა თავი გამოვიდოთ, ვერ ავცდით ამ გიგანტურ ნულის ნიშნულს. სამწუხაროდ ჩვენდა.

    • მახარებს ის ფაქტი რომ ბლოგოსფეროს ჩემი ყველა საყვარელი წარმომადგენელი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s