წიგნები, წიგნები, წიგნები ყველგან…

შეგახსენებთ, რომ თბილისის წიგნის XV ფესტივალი ჩატარდება 23-26 მაისს, “ექსპო ჯორჯიას” მე-11 პავილიონში, ფესტივალი ღია იქნება 11:00 დან 20:00 საათამდე.

მთელი დილა რას ვაკეთებდი არაა საინტერესო, აი პირველი საათისთვის კი გამოვიხურე სახლის კარები და წიგნების ფესტივალზე გავეშურე. ზუსტად ამ ფესტივალს მე, და კიდევ ძალიან ბევრი “წიგნის ჭია” მთელი წლის განმავლობაში იმიტომ უცდის, რომ ისარგებლოს შთამბეჭდავი ფასდაკლებებით და შეუზღუდავი არჩევანით.

როგორც წესი ერთი გაჩერებით ადრე ჩამოვედი, და პირველი პავილიონიდან მეთერთმეტესკენ გავწიე, გზად ძალიან ლამაზი დუმფარებიანი აუზი და ერთი სასაცილო ადამიანი დავაფიქსირე.

ძალიან მომეწონა

ძალიან მომეწონა

მშვენივრად გრძნობდა თავს, ოღონდ ირუჯებოდა თუ ეძინა ვერ მივხვდი.

მშვენივრად გრძნობდა თავს, ოღონდ ირუჯებოდა თუ ეძინა ვერ მივხვდი.

11 პავილიონის წინ კი ორი ლამაზი, პატარა მკითხველი მომხვდა თვალში.

-რატომ გვიღებ? -ლამაზები ხართ და იმიტომ.

-რატომ გვიღებ?
-ლამაზები ხართ და იმიტომ.

გაჩერება 1

საბას ელექტრონული სახლის სტენდი, სადაც ნებისმიერ მსურველი დარეგისტრირების შემდეგ 20 ელექტრონულ წიგნს საჩუქრად მიიღებდა. სიამოვნებით გავიარე რეგისტრაცია, და ჩემი ელექტრონული ბიბლიოთეკა, რამდენიმე, ძალიან საყვარელი და აუცილებლად გადასაკითხი წიგნით გამდიდრდა.

ელექტრონული  წიგნები საჩუქრად

ელექტრონული წიგნები საჩუქრად

გაჩერება 2

დიოგენეს გამომცემლობის სტენდთან ბარიკადები დიდხანს გავამაგრე. ჯერ ერთი მთელს ფესტივალზე, ყველაზე შთამბეჭდავი ფასდაკლებები ჰქონდათ, (დიოგენეს კატალოგი), მეორეც: მშვენიერი მაისურები ჩემი საყვარელი წიგნების ყდების ტრაფარეტებით გაფორმებული, ასევე აქ იყო ერთ ლარიანი წიგნები კალათაც, სადაც ეკა ქევანიშვილის მშვენიერი ლექსების კრებული ამოვარჩიე, ძალიან ბევრი ლექსი ჩავიკითხე და უაღრესად მოხიბლული დავრჩი მისი გულში ჩამწვდომი ვერლიბრით.

Photo0940

Photo0942

Photo0943

Photo0939

დიოგენეს სტენდიდან საგრძნობლად დახუნძლული გამოვეტიე

დიოგენეს სტენდიდან საგრძნობლად დახუნძლული გამოვეტიე

და საგრძნობლად კმაყოფილი. შევიძინე რა: დიოგენეს ბიბლიოთეკის სამი ტომი, როდესაც “სტამბოლი” ჯერაც წაუკითხავი მიდევს თაროზე, კინგის “მწვანე გზა”, ხოლო დანარჩენი დანის ბიბლიოთეკის გამდიდრებაზე დავხარჯე. ზაფხული მოდის მაინც, მეტი დრო ექნება და…

ცნობისათვის პეპი-ს შეძენის მსურველთ, ტირაჟის დამთავრების გამო აძლევენ ბარათს, რომლის მეშვეობითაც ახალი ტირაჟის გამოცემის შემდეგ წიგნს საფესტივალო ფასად(8 ლ) შეიძენენ მაღაზიაში.
მთავარია მანამდე არ დავკარგო.

შენაძენთან ერთად მისახსოვრეს ძალიან ლამაზი მაისური და კოხტა ჩანთა, ამ საჩუქრებმა ჩემი ბედნიერება გააათმაგა. წიგნები და სამოსი ჩემი ბედნიერების პიკია.

Photo0970

ძალიან ბევრ სტენდთან შეგნებულად არ გავჩერდი, მაგალითად “პალიტრა ელის” 50+49 თუ როგორცაა, ყველა წიგნი მინდა, მაგრამ უმრავლესობა წაკითხული მაქვს და უპირატესობა ჯერ კიდევ წაუკითხავებს ენიჭებათ…

Photo0948

Photo0951

Photo0953

Photo0947

გაჩერება 3
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა-მ განსაკუთრებული ფასდაკლებებით ვერ დაგვაჯილდოვა, თუმცა ლინდგრენის 6 წიგნის კრებული ნახევარზე ნაკლებ ფასში ვიგდე ხელთ.

სულაკაურის სტენდთან 2 წიგნის შეძენის შემთხვევაში მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას,სამი ან მეტი წიგნის შეძენისას კი 25% ფასდაკლებას.

გაჩერება 4

ჯერ დამავიწყდა, მაგრამ ისევ მივბრუნდი და “დედა, მამა, 8 შვილი და საბარგო მანქანაც” ხელთ ვიგდე, ამის შემდეგ საკმაოდ დავიტვირთე და დავიღალე კიდეც. (ამ ბოლო დროს საშინელი სისუსტე და გადაღლილობა მაწუხებს). ამიტომ პავილიონის კუთხეში მოთავსებულ პატარა კაფეს მივაშურე დასასვენებლად.

Photo0957

Photo0958

Photo0955

ფეხებიც უკან მრჩებოდა და გულიც, თუმცა ორ საათიანი ვოიაჟი დასასრულს მიუახლოვდა და მეც გასასვლელისკენ დავიძარი. გასასვლელთან ბატონი გურამ პეტრიაშვილი ვიხილე, საკუთარ წიგნებს ავტოგრაფებს უკეთებდა. დანი ძალიან პატარა იყო ძველ გამოცემებს, რომ ვუკითხავდი. შემდეგ, ეს ახალი და ლამაზი გამოცემაც ვუყიდე.

Photo0961

Photo0934

თუ ჯერ ვერ გადაწყვიტეთ რა შეიძინოთ ფესტივალზე მოლის რეკომენდაციებს გადაავლეთ თვალი, ამ პოსტის შემდეგ მივხვდი, რომ კიდევ ერთხელ უნდა ვესტუმრო გამოფენას.

Photo0974

32 thoughts on “წიგნები, წიგნები, წიგნები ყველგან…

    • 😦 გაჩუქებ რამე ახალ წიგნს… ოღონდ მარტო სუნთქვით არ შემოიფარგლო:დ

  1. ისე მომხიბლა პოსტმა,მაისურმა და წიგნების ფასებმა გადავწყვიტე საღამოს თამროს შევუარო და ჩვენც შევისეირნოთ. “ექსპო ჯორჯიას” მე-11ჰავილიონშიიი 🙂

  2. tami zaan magaria…. da ra mainteresebs ici sulakauris wignebi rom ikide 6-is magivrad 4 ratomaa? 4-shi mieci 30 lari? me miyides bolo pepi, samwuxarod batumidan ver shemoviserneb mand, tore didiiiiiiiiiiii siamovnebit… :*

  3. მე ხვალ იქნებ მოვახერხო წასვლა. არ მეგონა რვამდე თუ იყო და იქნებ დღესაც მოვასწრო.

    • იქნებ მოასწრო ცოტნე, კი ვიცი ეხლა სხვა საზრუნავი რომ გაქვს:)

  4. ვაიმე, სულაკაურის გამომცემლობა რა ძუნწია რომ იცოდე, იმხელა ფასები ედოთ, არც მივკარებივარ გაბრაზებული… სხვაგან იყო წიგნები რომლის ყიდვაც მინდოდა, მაგრამ ჩემს ბიუჯეტში ფული მკაცრად განსაზღვრული მქონდა და ამიტომ სასტიკად აუცილებელი რამეები ვიყიდე ^_^ ლილე ჯერ კიდევ შარშან მინდოდა მეყიდა და ახლა ავისრულე სურვილი

    • ხო ძალიან იძუნწეს , მხოლოდ ის ექვსწიგნეული იყო კარგ ფასად, დანარჩენებზე 20 პროცენტი- თითქმის მთელი წელი ეგ ფასდაკლება ისედაც აქვთ . მეც განსაზღვრული მქონდა ბიუჯეტი , მაგრამ გადავაჭარბე როგორც ყოვეელთვის, თუმცა გული არ მწყდება.

      გარდერობის განახლების გარეშეც იოლად გავალ.

  5. მშვიდობაში და კითხვაში გაგეცვითოს ^_^
    ლიტ.გე–ს რომ ქონდეს ქინდლისთვის კაი კაი წიგნები, მივადგებოდი :დდდდ

  6. ამ სამსახურს რა ვუთხარი თორე ეს გამოფენა როგორ უნდა გამემაზა… :(( კვირას კიდევ ჩემი ბედი რომ ვიცი ვერავის ვიპოვი კომპანიონოიბა რომ გამიწიოს :((

  7. დღეს ვაპირებდი შევლას, მაგრამ ისეთი დაღლილი მოვედი რამდენიმე წუთის წინ, რომ აღარ ღირს. ხვალ წავალ და “გემრიელად ვინადირებ” 🙂 …დიოგენეს და ქარჩხაძეს მშვენირი ფასდაკლებები ჰქონიათ. სულაკაურთან ისეთი წიგნები მინდა, რომ შეუძლიათ 25%-ც არ დააკლონ – მაინც სულ რამდენიმე ლარი გამოვა 🙂

    • ხო დაღლილზე არ ღირს კარგად დასვენებული უნდა იყო რომ მაქსიმალურად ისიამოვნო.

  8. ჩემო კარგო მშვენიერი ინტელექტუალური შოპინგი გამოგსვლია :))))))))
    კითხვისას ძალიან ვისიამოვნე მეც

  9. ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ მეც მივაშურე წიგნის ფესტივალს:) ვერ გეტყვი,რომ ძალიან სასიამოვნო სიტუაცია იყო, რამდენჯერმე გადამიარეს და გადამთელეს, მაგრამ ჩემთვის საინტერესო ორი წიგნი მაინც ვიგდე ხელთ ,,უცხო” და ,,სუნამო, ამბავი ერთი მკვლელისა ” მომავალ წელს უფრო მობილიზებულად :)))

    • ხალხი ნამდვილად არ იყო ცოტა , თუმცა მე არავის გადავუთელივარ, ყველა გზას მითმობდა:)

  10. ვა ტბები და რამე 🙂 საუკუნეა მანდ არ ვყოფილვარ და კი უნდა მივიდე ერთი.
    ისე -ს პრინციპულად არ იყენებ? მოუხერხებელია ასე :/

      • ა არ გამოაჩინა 🙂 more თეგი მეწერა მანდ.
        პირველივე გვერდზე რომ არ იყოს ყველა პოსტი თავიდან ბოლომდე. გვერდი იწელება 🙂 და თუ ადრიდნელი პოსტის ნახვა გინდა მაგარი მოუხერხებელია

      • აა მე კიდე სპეციალურად არ ვსვავ, რომ ზედმეტი კლიკები არ გააკეთონ ცოტა ზარმაცებმა, ოკ მიღებულია შენი შენიშვნა აწი სულ ჩავსვავ ხოლმე<3

  11. ეს არის დრო, როდესაც არ ვიხედები წინ და მთელს თანხას ვტოვებ მე-11 პავილიონში 🙂 ჩე გევარას სუართები იყო მრავლად და უნდა ავღნიშნო რომ ცოტა იმედები გამიცრუა ამ წიგნმა 😦

  12. წელს ვერ მოვახერხე წასვლა და გული დამწყდა.. ამ პოსტმა კიდევ უფრო დამწყვიტა, უმანკოების მუზეუმის მაისური შევნიშნე 😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s