ინდიფერენტული

ამინდი

გამოვედი სახლიდან.  წინწკლავს,

ნერვების მომშლელიც შეიძლება იყოს წვიმა და ამავე დროს არც იყოს.

აი, მთელი დღე შეუმჩნევლად რატომ წვიმს?

წიგნები

მილან კუნდერას “ყოფის აუტანელი სიმსუბუქე” ,  სტივენ კინგის “მწვანე გზა” + ფილმი.   რაღაცნაირად დაბნეული ვარ, რა თქმა უნდა ძალიან მომეწონა ორივე ნაწარმოები, თუმცა თავს ვერ ვუყრი აზრებს რომ გადმოგცე, რა უფრო მეტად მომეწონა, რამ დამაბნია, რამ გამაცინა და რამ ამატირა.

ვარჯიში

დავდივრ კვირაში სამი დღე. ერთ ხანს იმიტომ მივდიოდი, რომ სახლში არ დავრჩენილიყავი. არ ვიცი მარტო დარჩენის თუ შეგშინებია, ან დროის სუუულ ტყუილად და უქმად დაკარგვის ან არ ვიცი კიდევ  რის. ყოველ შემთხვევაში ჩემს ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური დისბალანსის კვალობაზე  სერიოზულ პრობლემებს გადავურჩი, ოღონდ არა ფსიხოზში გადასულ ნერვოზს.

ხო “იუნონაში”  მართლა კარგია. და მიმიხარია.

ისევ დამიბრუნდა ძველი ენერგია, კვლავ შემართებით ვვრჯიშობ.

დილა

ჩემი საგიჟეთი დილებიც მალე სამთვიან არდადეგებში  გავა და დილის 9 საათამდე გამოვიძინებ ხოლმე და ათ საათამდე(ათის ნახევრამდე მაინც) ვიკოტრიალებ ლოგინში.(არ არის გამართული წინადადება, უბრალოდ ესე მომწონს, ხანდახან თავს ყველაფრის უფლებას ვაძლევ) მგონი დავიმსახურე.

ბლოგი

ნაძალადევად წერა არ გამოდის, არადა აღარ ვარ წერის ხასიათზე, სინამდვილეში არც კითხვის.

და საერთოდ არაფრის კეთება არ მინდა.

მაპატიე ჩემო კარგო და საყვარელო ბლოგო,

ბლოგის მკითხველებო.

ცოტა ხანი გადავიკარგები.

ვიცი დიდ ხანს ვერ გავძლებ,

არა ლორდივით სამთვიან არდადეგებს ვერ გადავიტან,

უბრალოდ თუ დავიკარგები ხოლმე (სევდიანი პოსტების წერას ჯობია ცოტა ხანი გავქრე) არ იფიქროთ რომ…

ბებე

ვიცი რა ცუდია, როცა ძალიან გიყვარს X-ადამიანის ჩანაწერების კითხვა.  ელოდები და ის კი არ წერს.  გულით და  სულით ვეცადე და მომავალშიც ვეცდები.  იმედია მალე…

თუ მოგენატრებით ძველი პოსტები გადაიკითხეთ ხოლმე…

მალე დავბრუნდები: ჯანმრთელი, ბედნიერი და ხალისიანი.

მანამდე კი თითოელი თქვენგანის პოსტს მოუთმენლად ველოდები ჩემო მეგობარო ბლოგერებო.

8 thoughts on “ინდიფერენტული

    • ისე დამწყდა გული, მაგრამ მაინც ვთვლი რომ უბრალოდ გადაკარგვას ბოდიში მაინც მომეხადა ჯობდა, თან ისიც ვიცი რომ დიდხანს ვერ წავალ. ჩემი ბოლო აქ არის:დ

    • ხო, დიდხანს ვერ გავძლებ და მალე კარგად გავხდები<3

  1. ხდება ხოლმე.. ხანდახან მეც ვხდები ინდიფერენტული, ოღონდ ძირითადად ზამთარში მემართება ასე. მზეს რომ ხედავს ჩემი ტემპერამენტი სიცილის ხასიათზე მოდის და ასე ვიცინით რამდენიმე თვე🙂
    თამი, არ დაიკარგო, შემჯდარი ვარ შენს გულწრფელ პოსტებზე იცოდე…

    • მე სხვა პრობლემა მაქვს, დიდი არაფერი-მაგრამ მაინც, მალე მოვაგვარებ ჩემს თავთან და დავბრუნდები მეც ძალიან მომენატრა წერა. გაიხარე ასეთი თბილი სიტყვებისთვის, ხომ იცი რამხელა სტიმულია რომ კითხულობენ შენს ბლოგს და მოსწონთ, მადლობთ ძვირფასო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s