Archive | ივნისი 2013

ედრიან მოულის საიდუმლო დღიური

სხვისი დღიურების კითხვა ვერაფერიშვილი ზრდილობიანი საქმე რომ არის ყველას კარგად მოგვეხსენება, თუმცა ამ უკანასკნელ ცუდ საქციელს ყველა შესაძლებლობისთანავე ჩავდივარ. ეს იქნება წიგნები დღიურების სტილში, ბლოგებზე პირადი ჩანაწერები, სხვისი პირადი წერილების კითხვაზეც ვგიჟდები და კარგად თუ ჩავუღრმავდები ჩემი საშინელი ქცევების ნუსხას ბარემ იმასაც დავძენ რომ ბავშვობაში, ჩემი საყვარელი დების დღიურები ლამის ზეპირად მქონდა დასწავლილი. (ბებე აქ რომ ბრძანდებოდი შენს დღიურებსაც სინდისის ქეჯნის გარეშე ვეცნობოდი). Continue reading

Advertisements

nostalgie

ამ ბოლო ხანებში უცნაური გასართობი (?!)გამიჩნდა.

ზუსტად ერთი წლის წინ რას ვაკეთებდი?

ამ თვეს
ამ დღეს
ამ დროს?

ზაფხული ჩემი ცხოვრების ყველაზე საყვარელი და ბედნიერი დროა, მაგრამ… ამ ახალმა გასართობმა სიცოცხლე გამიმწარა.

564129_434236583274786_170652174_n Continue reading