nostalgie

ამ ბოლო ხანებში უცნაური გასართობი (?!)გამიჩნდა.

ზუსტად ერთი წლის წინ რას ვაკეთებდი?

ამ თვეს
ამ დღეს
ამ დროს?

ზაფხული ჩემი ცხოვრების ყველაზე საყვარელი და ბედნიერი დროა, მაგრამ… ამ ახალმა გასართობმა სიცოცხლე გამიმწარა.

564129_434236583274786_170652174_n

ერთი წლის წინ ჩემი საყვარელი ადამიანების გვერდით ვიყავი.

აი, ამ დროს ცხელ ქვიშაზე ფეხშიშველა დავსეირნობდი.

ვირუჯებოდი.

ექსკურსიებზე დავდიოდი და უბრალოდ ჩემი მშობლების და დების გვერდით ვიღვიძებდი და ვიძინებდი.

ხო, ვიტყუები: ღამეებს თეთრად ვათენებდი . პატარებს მივაძინებდით თუ არა, სასეირნოდ მივდიოდით, ოდნავ აგრილებულ ზღვისპირა ქალაქში, სანაპიროზე დავეხეტებოდით, ანდაც რომელიმე კაფის ტერასაზე მოვკალათდებოდით და ცივი ყავის წრუპვის პარალელურად ათას სისულელეზე ვლაქლაქებდით.

539703_164060760394738_1634521937_n

დილით ექვს საათზე ვდგებოდი.
წუთებს ვიპარავდი
წამებს ვიზოგავდი.

მამიკოს და ბებეს გავაცილებდი სამსახურში და მერე ქალაქის სანაპირო ზოლს მოვედებოდი, მთელი საათი დავრბოდი. იცი რამხელა ბედნიერებაა, რომ დარბიხარ ერთი, ჩვეულებრივი რიგითი და ზედაც არავინ გიყურებს.

თბილისშიი თუ კუს ტბას არ ავასკდი სარბენად, მთელი რიგი უსიამოვნებანი მოჰყვება ხოლმე, ჩემს ერთი შეხედვით უწყინარ ჰობს.

428428_434237383274706_1495204633_n

ეხლა თორმეტს თხუთმეტი წუთი უკლია.
ვწევარ და ვწერ
თან დაჟინებით ვფიქრობ:
რას ვაკეთებდი ერთი წლის წინ, ამ დროს?

ბედნიერი ვიყავი.

coming soon: ჩემ ბიზნესზე მოგიყვებით.

5 thoughts on “nostalgie

  1. ძნელია, როცა ასე ახლობელი, საყვარელი ადამიანები ახლოს არ გყავს. თუმცა შენ ბედნიერი ხარ ახლაც, უბრალოდ ისინი ძალიან გენატრება.❤

  2. რამდენი ხანია არ შემოვსულვარ… ძალიან მომეწონა ეს პოსტი, აი ახლა მეც გამიჩნდა თავისტკივლი, ნეტა მე რას ვაკეთებდი ერთი წლის წინ, ამ დროს🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s