ედრიან მოულის საიდუმლო დღიური

სხვისი დღიურების კითხვა ვერაფერიშვილი ზრდილობიანი საქმე რომ არის ყველას კარგად მოგვეხსენება, თუმცა ამ უკანასკნელ ცუდ საქციელს ყველა შესაძლებლობისთანავე ჩავდივარ. ეს იქნება წიგნები დღიურების სტილში, ბლოგებზე პირადი ჩანაწერები, სხვისი პირადი წერილების კითხვაზეც ვგიჟდები და კარგად თუ ჩავუღრმავდები ჩემი საშინელი ქცევების ნუსხას ბარემ იმასაც დავძენ რომ ბავშვობაში, ჩემი საყვარელი დების დღიურები ლამის ზეპირად მქონდა დასწავლილი. (ბებე აქ რომ ბრძანდებოდი შენს დღიურებსაც სინდისის ქეჯნის გარეშე ვეცნობოდი).

Photo0245

საშინელი ცნობისმოყვარე არსება ვარ და ამ ფაქტს ვერც დავმალავ და ვერც ვერსად გავექცევი.

თუმცა ედრიან მოულის საიდუმლო დღიურის კითხვისას სიამოვნებას განვიცდიდი მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი. შეიძლება არაადექვატური ვარ, წიგნში აღწერილ ამბები ასე ახლოს, რომ მიმაქვს გულთან.

ამ წიგნში ერთი პატარა და ძალიან საყვარელი ბიჭუნას ცხოვრების ამბავია მოთხრობილი. რას განიცდის ბავშვი და როგორი სათუთი და ფაქიზი გრძნობები აქვს. ერთი შეხედვით ძალიან სასაცილოდ აღწერს თავის უიღბლო ცხოვრებას, თუმცა მე, როგორც პატარა ბიჭების დედა, ამ წიგნის პერსონაჟ მშობლებს-მშობლებს ვერც დავარქმევ.

ავხორცი დედა და ხელმოცარული მამა, რომ გყავს ფრიად ძნელი და მძიმეა ცხოვრება. (ამიტომაც საბრალო მოზარდი სუეციდზეც ფიქრობს ხანდახან).

Photo0246

ეს წიგნი ყველა მშობელმა უნდა წაიკითხოს. უბრალოდ იმიტომ, რომ მიხვდნენ, როგორები არ უნდა იყვნენ.

არ მოვყვები იმის მტკიცებას, რომ იდეალური დედა ვარ (არ ვარ) თუმცა ჩემი შვილის გრძნობები და ემოციები მუდამ პირველ ადგილზე დარჩება, რაც არ უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში.

მე არ ვამბობ, რომ თუ ქალს მეუღლესთან ყოფნა არ შეუძლია, შვილის გამო პირადი ბედნიერება გაწიროს, მაგრამ ბავშის მამასთან მიტოვება და მისი ბედის ანაბარა მიგდება საზიზღარი დანაშაულია.

ჩემი შვილები ჩემი ცხოვრების ფავორიტი მამაკაცები იქნებიან მუდამ, თუმცა ედრიანის დედა სხვაგვარად ფიქრობდა. ისე დატოვა შვილი და ისე გაქუსლა, იმ “ქლესა ლუკასთან” ერთხელაც არ ჩაფიქრებულა რამხელა ტრამვას აყენებდა მოზარი შვილის ფსიქოლოგიას.

Photo0249

მოკლედ ყველა ქალი არ არის დედობის ღირსი, ედრიანის დედა კი უღირსი დედის საუკეთესო მაგალითია.

Advertisements

7 thoughts on “ედრიან მოულის საიდუმლო დღიური

    • გადაიკითხე მერე… ხანდახან ისეთი სევდანარევი იუმორი შემოეპარება გულიანად იცინებ, ყველაფრის მიუხედავად.

  1. ბევრი დამიგროვდა წასაკითხად. :/ იმედია მალე მოვიცლი. 😉
    პ.ს. მეც მაქვს და რა საყვარელობა გარეკანი აქვს! (ჯერჯერობით ამის თქმა შემიძლია).

    • მოიცლი აბა რა, სტუდენტობას უფრო მეტი დრო მოაქვს. იმედია წარმატებით ჩააბარე გამოცდები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s