Old City Hostel

ყველაფერი ჩემი უმუშევრობით დაიწყო. სამსახურის ძებნა და გასაუბრებაზე სიარული მთელი წელი არ შემიწყვეტია, თუმცა როგორც მიხვდით უშედეგოდ. მოგეხსენებათ, მეიდანზე არაჩვეულებრივ ადგილას ვცხოვრობდი, ამიტომ ძალაუნებურად მიწევდა თბილისის ტურისტულ ცხოვრებასთან შეხება. სწორედ მათმა ხალხმრავლობამ და ჩემი სახლის ირგვლივ ჰოსტელების პოპულარულობამ განაპირობა იდეა. რასაკვირველია მარტო ჩემი იდეით და დიდხანს შემუშავებული კონცეფციით შორს ვერ წავიდოდი, რომ არა ჩემი მეუღლის თანხმობა და თანადგომა-პრინციპში ჩემი იდეა იყო-დანარჩენი კი თავად გააკეთა. პირველ რიგში სხვაგან გადავედით საცხოვრებლად , რაც ყველაზე მტკივნეული იყო ჩემთვის. სახლის ჰოსტელად გადაკეთება, მისი მოწყობა კი მეუღლეს მივანდე. მე კი იქაურობის დამლაგებელიც ვარ, მენეჯერიც, ადმინისტრატორიც, ბუღალტერიც(წარსულის გამოცდილება -მთელი წელი ვმუშაობდი ადრე და ძალიანაც გამომადგა)მოკლედ ყველა სამუშაო ფუნქცია შევითავსე.

ასევე დიდ ყურადღებას ვუთმობ სოციალურ მედიას-ჰოსტელი დავარეგისტრირე თითქმის ყველა უცხოურ და ქართულ სარეკლამო საიტზე და სოციალურ ქსელში.

შეგიძლია მოძებნო ჰოსტელი facebook-ზე

foursquare-ზე

twitter-ზე

googl+ da youtube-ზე, რასაკვირველია გავუკეთე ბლოგიც, რომელიც ჯერ კიდევ მზადების პროცესშია.

რაც შეეხება სტუმრებს-მუდამ სავსე და გატენილია ჰოსტელიო ნამდვილად ვერ ვიტყვი, თუმცა უსაზღვრო კონკურენციის პირობებში და ერთი თვის გახსნილის კვალობაზე ნამდვილად არ ვუჩივი უსაქმურობას. ჩემი საკუთარი ნაშოვნი ფულიც გამიჩნდა, რომლის უქონლობაც ყველაზე მეტად მიკლავდა გულს.

აღნიშვნის ღირსია ჩემი დამტვრეული ინგლისურიც-რომელსაც იმედი მაქვს ნელ-ნელა გავაუმჯობესებ. ზოგადად უცხოელებთან ურთიერთობაც საკმაოდ სახალისოა, ჯერჯერობით…
მოკლედ საინტერესო ზაფხული მაქვს და კიდევ უფრო საინტერესო წინ მელის.

24 thoughts on “Old City Hostel

  1. ძალიან დიდ წარმატებებს გიურვებ თამი, წინ და წინ!!! მომეწონა უზომოდ….

  2. ეს სეზონი საუკეთესო აშკარად არ არის… ასე რომ, მუდამ სავსე კი არა, მუდამ ცარიელი რომ არ არის, უკვე წარმატებაა🙂 ფასის, ადგილის და ინტერიერის გათვალისწინებით მალე მუდამ სავსეც იქნება🙂

    • მადლობა. ტურისტების ნაკლებობა ნამდვილად საგრძნობია, თნ გასულ წელთან შედარებით.

  3. ე, თამი, რა კარგი რარაც მოგიფიქრებია ^^
    წარმატებებს გისურვებ :3

    P.S. ძააალიან კარგად გამოიყურება შენი ჰოსტელი :3

    • მადლობააა მეც ძალიან მომწონს და მიხარია სხვებსაც რომ მოსწონთ. ტურისტებიც კმაყოფილები არიან.

  4. ვაიმე რა კაია. ძალიან მომეწონა რა სუფთაა ყველაფერიიიი . ძალიან მომეწონა ყოჩაღ!
    და ამდენი რამის შეთავსებაც რომ მოახერხე საღოლ შენ, + 2 ბავშვიც :))))
    კარგი გოგო ხარ❤

    • ხო მაგარი ვარ.აი ძალიან, მიყვარს ჩემი თავი-ხან ისე ვიღლებოდი არაფრს თავი არ მქონდა, მაგრამ სულ ვამბობდი-იყოს სამუშაო და მეტსაც შევძლებ მეთქი.
      აუ, ნარცისიზმმა შემომიტია:(

  5. მყუდრო ჩანს და კომფორტული🙂 გილოცავ თამი, წარმატებები🙂

  6. ვააუ, რა მაგარია თამი, ძაან გამეხარდა რომ შენი საქმე გაიჩინე :)) შემოსავალი+ნაკლები უქმე დრო+სასიამოვნო საქმის კეთება, მაგას რა ჯობია? ძაან კარგია ეს ყველაფერი, მშვენივრად მოგიწყვიათ და წარმატებებს გისურვებ❤

    • მადლობა თაკო-მართლა სასიამოვნო სამუშაოა. სხვათაშორის სახლის დალაგებაზე რომ თავპირი მიკვდება ჰოსტელში მიხარია პირიქით, მეც ვერ ამოვხსენი ჯერ ეს მოვლენა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s