ის, რაც გვაკლია საქართველოში

17 მაისს განვითარებული მოვლენების შემდეგ,  ხშირად მიფიქრია როდემდე გაგრძელდება საქართველოში განსხვავებული ნიშნით ადამიანების დევნა და მათი დისკრიმინაცია?!

10 ივნისს გამართულ შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საკუთარი ბლოგის პრეზენტაციის გარდა, სოც. მედიის წარმომადგენლებს ერთი კანონპროექტის მონახაზიც წარმოგვიდგინა.

 

1075180_592569784108131_1295527660_n

58203_593613187337124_1596435739_n

1000767_593614167337026_1829152400_n

1044783_593613317337111_891509920_n

1069085_592570077441435_109628999_n

1069297_593612757337167_1026545451_n

7 thoughts on “ის, რაც გვაკლია საქართველოში

  1. “როგორ ფიქრობთ რამდენი პროცენტით შემცირდება ადამიანთა ჩაგვრა, ამა თუ იმ განმასხვავებელი ნიშნით, თუ მჩაგვრელებს ეცოდინებათ, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი მოეთხოვებათ და სამაგალითოდაც დაისჯებიან?”

    ბოდიში, რა თქმა უნდა, მაგრამ 17 მაისს კანონი არ გვქონდა და იმიტომ ვერ დავსაჯეთო, მინისტრმა გითხრათ?

    და სისხლის სამართლის კოდექსი რა არისო, კომიქსების კრებულიო?

    • მასე ვერ ვერკვევი, მოლი კოდექსებში და ა. შ. თუმცა ამ კანონპროექტმა ვფიქრობ უნდა იარსებოს. აქ ყველა სახის დისკრიმინაციაზეა საუბარი. იმაზეც, რომელიც არცერთ კოდექსში არ დევს(ვიმორებ პრეზენტაციაზე მოსმენილ სიტყვებს).

      • კანონპროექტმა ალბათ, უნდა იარსებოს კიდეც, თუმცა, მტკიცება, რომ დღეს ამკრძალავი ნორმა არ გვაქვს, არაკორექტული და დემაგოგიურია.

        + ხუთასი კანონიც რომ მიიღო, დანაშაულს მაინც სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს და მაინც სისხლის სამართლის კოდექსს უნდა მიადგე. შესაბამისად, ის ახალი კანონი რეფერენსს გააკეთებს უკვე არსებულ კანონზე, რომლის გამოყენებაც მშვენივრად შეიძლებოდა 17 მაისის შემდეგ.

        “ყველა სახის დისკრიმინაცია, რომელიც არცერთ კოდექსში არ დევს” —-

        დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენ ტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის – სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 პრიმა ნაწილი. 2012 წლის მარტიდან არის კოდექსში, მეტი რა საჭიროა?

        ზატო მინისტრის ბლოგი ნახეთ და რამე 🙂

      • უი, მოლი დავეჭვდი ეხლა.მართლა რა საჭიროა, თუ ყველა პუნქტი ჩადებულია კოდექსში. მალე გამოქვეყნდება წერილობითი კანონპროექტი და ისე შევადარებ განსხვავებებს. ალბათ რაღაც სხვაობა იქნება, იმედი მაქვს.

  2. კოდექსებში ცუდად ვერკვევი და საერთოდაც მგონია, რომ მხოლოდ კანონი, თუ მენტალობა არ შეიცვალა, არაფრის მომცემია (თუნდაც მთავრობის შეცვლის შემდეგ კრიმინალის ზრდა ავიღოთ – ანუ კრიმინალები მხოლოდ შიშის გამო იკავებდნენ თავს და სულაც არ გამქრალან)… თუმცა რამდენადაც ვერკვევი, დღევანდელი კანონმდებლობაც სრულიად საკმარისი იყო 17 მაისის “გმირების” დასასჯელად…

    ბლოგს რაც შეეხება, არ წავიკითხავ. ჩვენმა პოლიტიკოსებმა (განურჩევლად პარტიისა) ისედაც ძალიან მომაბეზრეს თავი და ბლოგოსფეროში მაინც აღარ მინდა მათი დანახვა 🙂

    • შენი კომენტარი რომ წავიკითხე იმდენად გეთანხმებოდი მოლისთან დისკუსიის შემდეგ , რომ ნახევარი პოსტი წავშალე. ზუსტად! გეთანხმები მეც.
      პოსტს რომ ვწერდი იმას ვფიქრობდი რაც დავწერე და ახლა შენ გეთანხმები 100%. ხო , და აზრი აღარ შემეცვლება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s