ტურბო

ჩემმა საყვარელმა მამიკომ(როგორ მენატრება), მემკვიდრეობით წიგნების კითხვასთან ერთად მულტფილმების სიყვარულიც გადმომცა. დედაჩემი სულ დასცინოდა ხოლმე: ამხელა კაცი უნივერსიტეტიდან გამორბოდა, რომ “აბა, დამაცადეს!” ახალი სერიები ენახა-ო.

მიუხედავად იმისა, რომ კინოთეატრში იშვიათად დავდივარ. ხმაურს ვერ ვიტან, ხომ იცით და არც თანამედროვე კინო მომწონს, თითქმის არცერთ მულტფილმს არ ვტოვებ უნახავს, რა თქმა უნდა მთავარი მიზეზი ჩემი პატარა ბიჭია და მულტფილმებისადმი სიყვარულიც.

turbo-movie-poster

შეიძლება ბევრმა რეცენზენტმა დაწეროს , რომ ეს მულტფილმი არ არის DreamWorks საუკეთესო ნამუშევარი, მაგრამ მე ვერაფრით დავეთანხმები. ეს არის ყველაზე ლაღი და ბავშური ისტორია, რომელიც უფროსებსაც აღაფრთოვანებს.

მოქმედება იწყება ერთ ჩვეულებრივ ამერიკულ ეზოში, რომლის ბაღშიც ლოკოკინები ცხოვრობენ. ერთ-ერთ მათგანს არაჩვეულებრივი ოცნება აქვს, რის გამოც მუდამ თანამოძმეების ქილიკის მსხვერპლი ხდება. ერთ საღამოს ყველაფერი იცვლება, ეზოს პატარა ლოკოკინა თეო უცნაური ძალის მფლობელი ხდება, თავისნაირ გიჟ და გადარეულ ადამიანს ხვდება და მასთან ერთად პენსილვანიაში ოცნების ასასრულებლად მიდის. მართალია ბევრი ხიფათის გამოვლა უწევს პატარა თეოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ის პირველი ლოკოკინა ხდება, რომელმაც მთელი ამერიკის გაოცება შეძლო.

ესეც ტრილერი და ბონუსად ჩემი რჩევა: თუ გყავთ შვილიკოები და ჯერ არ გინახავთ ეს მულტფილმი, ერთად ჩაუჯექით, დამერწმუნეთ არ ინანებთ.

10 thoughts on “ტურბო

    • ხო აუცილებლად,გეფიცები მოლისაც უყვარს მულტფილმები და უყურებს მეთქი. შვილის გარეშეც სასიამოვნო საყურებელია.

  1. ჩემს გოგოსაც და მის მამიკოსაც სიგიჯემდე უყვართ მულტიკები, სულ ერთად ვუყურებთ და ვიცინით, ჩვენთვის ყოველთვის სულერთია ის ძველი საბჭოთა მემკვიდრეობაა თუ სუპერ ახალი ამერიკული პროდუქტი, მთავარია სილაღე და სიკეთე ჩანდეს… კარლსონსაც და რაპუნცელსაც ერთნაირი შემართებით ვუყურებთ… ამ მულტიკსაც ჩავუჯდებით აუცილებლად თამი, კარგი რჩევაა ახალი მომდევნო დასვენების დღისთვის…

  2. ზაფხულში მულტფილმზე უკეთესს რას ვნახავ :)) მერე რა, რომ ოჯახში ერთადერთი “ბავშვი” მე ვარ😀

  3. mmec miyvars multfilmebi🙂 dilaobit ( tu ra tqma unda ar magviandeba) chai, namcxvari da multfilmi mafxizlebs samsaxurshi wasvlamde🙂

    • დილას რომ ასე დაიწყებ გაგრძელებაც შესაბამისი ექნება, აბა საინფორმაციო რომ ჩართო დილით მთელი დღის გუნება-განწყობა მოშხამული გექნება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s