I love jewelry

მამიკოსგან თუ წიგნების და მულტფილმების სიყვარული გამომყვა, დედაჩემისგან (მხატვარ-დიზაინერი) სამკაულების სიყვარული და ჩაცმის თავისებური სტილი მერგო მემკვიდრეობით. დედიკოს მუდამ გრძელი, ფერადი, ფრიალა კაბები ეცვა და ძალიან ბევრი, ულამაზესი სამკაული ეკეთა. თვალებს რომ დავხუჭავ თვალწინ წარმომიდგება უზარმაზარი სკივრები და სამკაულის შესანახი ზარდახშები, ათასფერი მძივებით, ბეჭდებით თუ სამაჯურებით სავსე. სტუდენტ დედიკოს სახლიდან გავიგულებდი თუ არა, მყისვე მივუჯდებოდი ამ ჯადოსნური განძით სავსე ზარდახშებს: ყველა ნივთს სათითაოდ მოვირგებდი, საათობით ვთამაშობდი სამკაულებით. ამ ყველაფრის მერე ალბათ არავის უნდა უკვირდეს ჩემი სიყვარული სამკაულების მიმართ, რომელიც ღრმა ბავშვობიდან იღებს სათავეს.

დღეს ჩემს სამკაულებს ვალაგებდი. საწოლზე მიმობნეული მძივების შემხედვარემ თვალები დავხუჭე. რამდენიმე წამი ისევ ის პატარა გოგო ვიყავი დედიკოს სამკაულებს რომ იპარავდა და ერთობოდა. მძაფრი შეგრძნება იყო, ისეთი ცხადი, რომ გულში ტკივილი ვიგძენი.

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

Advertisements

10 thoughts on “I love jewelry

  1. რა სილამაზეებია და რა ფერადები… მეც სულ მიყვარდა დედიკოს რამეების მორგება, განსაკუთრებით მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები მომწონდა…
    ნოსტალგია შემომაწვა…

  2. მე არ მიყვარს სამკაულები. ძალიან მინიმალისტური ვარ მაკიაჟშიც და სამკაულშიც. ჰა და ჰა ცუცქნა საყურე და პატარა ბეჭედი. :))

  3. აქედან როგორ არჩევ…
    კიარადა ერთი საათი მაქვს, 3 ბეჭედი და 1 საყურე.
    ნუ ხმარებაში რაც მაქ.
    ესაა სულ ჩემი ავლადიდება და არასოდეს უნახავს ვინმეს ამათ გარდა სხვა რამე მკეთებოდეს.
    ჩემი jewelry პატარა კოლოფშიც ისე თავისუფლედაა, ვითარცა 14 წლის გოგოს მკერდი დედის აზღუდში :3

  4. აუ მეც მიყვარს სამკაულები, ვგიჟდები ისე, ოქროს სამკაულები ჩემი სუსტი წერტილია, მძივები და ბიჟუტერიაც მიყვარს, უფრო ბუნებრივი ქვები.. რამდენი ავლდიდება გქონია 🙂 მაგარია

  5. რა კარგია, სკივრიც 🙂 ჰაჰ, სად იშოვეეე.
    აუ კარგია ბიჟუტერიის გაკეთება რომ შეგიძლია, ჩემი ყურები ვერ იტანს ვერაფერს, ვერცხლისა და ოქროს გარდა :(((( 1 საათშჲ ეგრევე მტკივდება 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s