არდადეგები

ბოლო ხუთი წელია ბორჯომის ხეობას შემოვეჩვიე და მხიარულ არდადეგებს ვიწყობ ხოლმე. განსაკუთრებით კარგად აქ დასვენების პირველი წელი მახსენდება. მაშინ სულ პირველი და ძალიან ბედნიერი არდადეგები მოვაწყეთ მე, ჩემმა უმცროსმა დაიკოებმა, საყვარელმა ნატალიმ და თითქმის სამი წლის დანიმ.              დანის ხსენებაზეც ცრემლი მადგება, მას შემდეგ რაც დაიბადა პირველად დავშორდით ერთმანეთს ორ   ღამეზე მეტხანს. სამი კვირით ხმელთაშუა ზღვის პირას, ისრაელის ქალაქ ბათიამში ნებივრობს ვაჟბატონი.    აეროპორტში რა მომახალა იცი? არც.დაგირეკავ და არც სკაიპში დაგენახები, შენ სულ მაბრაზებ და მეჩხუბებიო.  ძალიან მენატრება ჩემი პატარა ლამაზთვალება.

image

ასეთი პაპარაცული ფოტოების გადაღება მიზიდავს, მგონი ცუდი არაფერია ამაში. ტყე-პარკში სეირნობისას მშვენიერ ბანაკს გადავაწყდი, ფოტოებზე გასაშრობად გაფენილ სამოსსაც შენიშნავთ ალბათ -მე ძალიან მიყვარს ბანაკები და მოხეტიალე ცხოვრება, თუმცა არასოდეს მღირსებია.

image

image

ტურისტები ბორჯომს არც არასოდეს აკლდა, მაგრამ ეხლა პატარა ისრაელი მგონია. ხამუდა, ბუბა, ხამუდა (ლამაზი,თოჯინა) მესმის წარამარა. მეც ღიმილით ვამბობ: თოდა რაბა(მადლობა) და შოკში ვარდებიან.არც გრძელთმიანი,ბათინკ-პირსინგ-უზარმაზარზურგჩანთამოკიდებული ტურისტები აკლია აქაობას. მე გული მტკივა ადგილობროვების დამოკიდებულებაზე ტურისტების მიმართ, თუმცა ეს უკვე სხვა პოსტის თემაა.

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

ყველაზე მეტად მაინც წიგნებიანი ახალგაზრდების დანახვა მიხაროდა, თავად “მებრძოლთა კლუბი” მანქანაში დამრჩა, და ყველა წიგნიან ადამიანს სიამოვნებით, თან ურცხვად ვაშტერდებოდი. ბორჯომში და ზღვაზეც აშკარა სიმრავლე შევნიშნე ადამიანების, რომლებიც წიგნთან ერთად ისვენებდნენ.

image

Advertisements

10 thoughts on “არდადეგები

  1. დრო მენატრება.. ფოტოებიდან ბქყაყი მევასა, საწყალს სწყუროდა ალბათ ヅ პ.ს. დანი აშდოდს გაეშურა დასალაშქრად 😀

  2. ტურისტების და წიგნების “არსიყვარული” ერთნაირად აღმაშფოთებელი მგონია… ერთი მეტ-ნაკლებად გამოსწორებულა და მეორე… 😦

  3. რა კარგია თამი 🙂 სკოლის ყველა ზაფხულის არდადეგები ბორჯომში მაქვს გატარებული ბებიასთან 🙂 სამწუხაროდ, რაც ბებო გარდამეცვალა ბოლო 3 წელია ფეხი არ ჩამოდგამს 😦 ვერ ვბედავ წასვლას..
    კარგი დროის გატარებას გისურვებ ძვირფასო ❤

    • მადლობა ნი, უკვე თბილისში ვარ, პოსტი კი მობილურში დავწერე მაგრამ ცუდი ინტერნეტის გამო აქედან გამოვაქვეყნე.
      ულამაზესია ბორჯომის ხეობა-განსაკუთრებით ‘სერნი ვანებისკენ” მიმავალი ბილიკები.

  4. კი, კი, წიგნები მეც აშკარად მხვდება თვალში.
    სასაცილოა, ადრე, ვინც ვკითხულობდით ისინი ვიყავით ხოლმე რაღაცნაირად ჩრდილში, კაციშვილი არ ჩამოგიგდებდა წიგნზე ლაპარაკს და შენთვის უნდა შეგენახა ემოციები (რაც არც ისე ადვილია ხოლმე კარგი წიგნის წაკითხვის შემდეგ), ახლა კი თუ არ კითხულობ სადაცაა ის მოეჩვენება ხალხს უცნაურად.
    კარგი ტენდენციაა :3

      • ეგ არ მიცდია…
        მე ჯასთ ბლოკნოტში ვიწერ ხოლმე ზე მომენტებს და მერე მიყვარს ვინმე თუ ძალით წამართმევს ამ ბლოკნოტს და კითხულობს ^^
        და კითხვისას თუ ვინმეს ჩაეღიმა ან ის ნაწყვეტი თვითონ გააგრძელა, ვსიო, შეყვარებული ვარ იმ ადამიანზე xD

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s