აკვიატება

სწორედ  გუშინ გვერდიგვერდ ვიჯექით და ვსადილობდით მე და ჩემი მეუღლე. მე ტელეფონი მეპყრა ხელთ და  ინტერნეტში დავბოდიალობდი, მას ტელევიზორის პულტი. (რა მოსაწყენი ცოლ -ქმარიაო, გაიფიქრე?

ცდები ჩვენთან არასოდეს მოიწყენ). უცებ სტატიას მოვკარი, თვალი სახელად “Top-3 ყველაზე აუტანელი ხასიათის ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით”ღმერთი გამიწყრა და ხმამაღლაწავიკითხე, რამაც პოლემიკაგამოიწვია. ბოლოს დავნიძლავდით,  ჩემი ზოდიაქი იქნებოდა თუ არა სიაში. სამწუხაროდ სანაძლეო წავაგე. ვერძი სტატიის სამეულის პირველ ადგილს იკავებდა. 8 წლის განმავლობაში პირველად ჩავფიქრდი რამდენად ეგოისტი და ჭირვეული ხასიათი მაქვს, დათმობით მართალია ბევრს ვთმობ,თუმცა თუ რამე გულით მინდა ჩემი წუწუნის-ჯუჯღუნის-ყვირილის,თუ ამ ხერხებმა არ გაჭრა ცრემლების შემხედვარე რთულია რამეზე უარი  მეთქვას.

ამ მეთოდებით ბორჯომის შემდეგ თავი ქობულეთში ამოვყე. მოგეხსენებათ სეზონის დასასრულია. ჰოსტელის მიტოვება არცთუ ჭკვიანური საქციელი იყო მაგრამ, საქართველოს შავიზღვისპირეთში იმდენი წელია არ ვყოფილვარ იქ გატარებულ ორ დღეს ნამდვილად არ ვნანობ.

image

image

image

image

დათუნამ ძალიან საყვარელი მეგობარი გაიჩინა პლაჟზე,რაც მთავარია ბორჯომისგან განსხვავებით საერთოდ არ გავუმწარებივარ. იჯდა სანაპიროზე და კენჭებით თამაშობდა. მე ვირუჯებოდი.

image

უბედური ხასიათი რომ მაქვს თან მოვთქვამდი და ვგოდებდი უმზეობას, საშინელ ქვებს ფეხები რომ დამილეწეს, აჭარულ ხაჭაპურს რომელიც უზომოდ მინდოდა,გემრიელიც იყო, მაგრამ იმდენად მსუყე რომ მაწყინა.

რამდენს უძლებ ქმარო.

ციცინათელას პარკით მოხიბლული დავრჩი. დაღამებულზე ვესტუმრეთ და შესასვლელშივე ათასფრად აბრდღვიალებულმა ატრაქციონებმა ჩემი გული მოიგო. თუმცაღა წუწუნმაც არ დააყოვნა, ვინაიდან თითოეულ ატრაქციონზე დასაჯდომად მინიმუმ ათი წუთი რიგში გვიწევდა დგომა, დრო უფრო იწელებოდა, რადგან დათუნა ამ დროის განმავლობაში  გაუჩერებლად ტიროდა.

დედას გავსო.ამბობს მამა.

image

ბათუმსაც დაღამებულზე ვეწვიეთ. დიდხანს ვიბოდიალეთ საყვარელი ქალაქის პატარა ქუჩებში.თვალწინ ჩემი ბავშვობა და აქ გატარებული საოცარი ზაფხულები მედგა.  პიაცათი აღფრთოვანებული დავრჩი. ბათუმში არ მიწუწუნია, თუმცა ცივი ყავა უგემური აღმოჩნდა.

image

image

image

image

image

image

image

P.s. სწორედ ამ საღამოს უკაცრიელ პლაჟზე დავეხეტებოდით. ზღვის ტალღების ხმაური დათუნას კმაყოფილებას იწვევდა, ცაში ავახედე და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დავანახე. ღამეზე საოცარი, მხოლოდ დაისია ზღვაზე.

tumblr_msfjpaz44c1rx8ou4o1_500

Advertisements

9 thoughts on “აკვიატება

  1. ხანდახან ძალიან კარგია როცა რაღაცით უკმაყოფილო ხარ. ამ ძალას შეუძლია გიბიძგოს შენ ან/და სხვებს უკეთესი გარემოს შექმნისკენ, პრობლემის გადაჭრისკენ, მოგვარებისკენ, გაუმჯობესებისკენ:) ეს ზოგადად, მაგრამ კონკრეტულ მაგალითხე კი ამ ძალამ 2 დღიანი ლამაზი დღე გაჩუქათ შენ და შენს ოჯახს:) რამდენი ხანია არ ვყოფილვარ შავი ზღვის სანაპიროზე. რა კარგი სურათებიიიია! ქვებზე მეც ვწუწუნებდი ადრე სანამ წელს პირველად ქვიშიან სანაპიროზე არ ამოვყავი თავი და საშინელი დისკომფორტი განვიცადე რუჯის მიღების დროს როცა სველი ან მზის დამცავის კრემიანი/ზეთიანი წევხარ პირსახოცზე:))))) გაწეპილი და ქვიშიანი:) სულ ბათუმის ქვებს ვნატრობდი:)))

    რა საყვარელი შვილუკა გყავს.
    ბოლოში რა წყვილია?

    • ხო სილა უფრო უარესია, ამიტომ გადავწყვიტე აუზზე ვიარო. მაგრამ,ზღვაც მიყვარს.
      ბოლო აბზაცი ვეღარ ჩავამატე პოსტზე,აქ მოვყვები,ღამე, როდესაც ვსეირნობდით მე და დათუნა სანაპიროზე, ეს ძალიან საყვარელი წყვილი ,კოცონის შუქზეც ერთმანეთს ეალერსებოდნენ, ვახშმობდნენ და ძალიან ბედნიერები იყვნენ. მაგ შემხედვარე გული გამითბა.
      ეს ფოტოები მეორე დილით არის გადაღებული. გოგონა, მართლაც ნიმფასავით იჯდა ზღვის ქაფებში და ბანაობდა, ბიჭი საუზმეს ამზადებდა. გული კვლავ გამითბა, ძალიან საყვარელი ტურისტები იყვნენ.
      ფოტოები ჩუმად გადავიღე და ძალიან გავმწარდი იქვე ქოფაკი სახეებით ჩამომსხდარ დამსვენებლებზე: ამას გონია ძალიან სუფთა ამოვა წყლიდან?

  2. თამი 🙂 საერთოდ არ გიცნობთ არც ერთს, მაგრამ ვგრძნობ, რომ ერთ–ერთი ყველაზე უფრო შემდგარი წყვილი ხართ ვინც კი გამიგია :))) შენნაირმა ქალებმა კაცების მიჯაჭვა იციან, ასე რომ ძალიან უყვარხარ შენს ქმარს და ათას გულთბილ, დამყოლ და პირმცინარ ქალში არ გაგცვლის, დამიჯერე 🙂
    დათუნა მართლა ძაან საყვარელია..
    რა კარგი 2 დღე გქონიათ… 2 კვირას რომ უდრის ისეთი

    • არც ვიცი რა გიპასუხო.ჩვენ უფსკრულის პირას მოსიარულე წყვილი,ცეცხლს ვეთამაშებით და იმედი მაქვს არასდროს დავიშლებით

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s