მარტო

რამდენიმე დღეა ზაფხული ერთი წლით დაგვემშვიდობა და ადგილი ჯერჯერობით უჟმურ შემოდგომას დაუთმო.

ზუსტად ზაფხულის მიწურული იყო,რომ ჩემი სამი სანუკვარი ოცნებიდან ერთ-ერთი ავისრულე და წიგნის მაღაზიაში დავიწყე მუშაობა. იმდენად აღმაფრთოვანებს და იმხელა ბედნიერებას მანიჭებს ეს სამსახური,ნამდვილად არ მაწუხებს დროის უკმარისობა,რომელიც ვაკუუმივით შემოეჭდო ჩემს ცხოვრებას.

ერთადერთი, რამაც გული დამწყვიტა და მომიკლა:  გავაცნობიერე, რომ მხოლოდ ლამაზი სიტყვები და ფუჭი კეთილგანწყობა არაფერს ნიშნავს. იმ ადამიანმა რომელიც მიყვარდა და პატივს ვცემდი წლების განმავლობაში, მაგრძნობინა-დამანახა, რომ არაფერს ნიშნავს მისთვის ჩემი სამსახური და დახმარებაზე (უკვე მერამდენედ) მითხრა უარი. 

მეც გავიზარდე ალბათ, ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ. მარტო, მარტო მარტო.…..

-შენ მარტო არ ხარ,მე გყავარ.
-შენ ჩემი დახმარება არ შეგიძლია.

მარტომ უნდა გავიტანო თავი ბოლომდე, არ ვიცი როგორ მაგრამ:

♥ არ მივატოვო სამსახური.მიყვარს.

♥ ვატარო დანი ცურვაზე და ცეკვაზე.

♥ დათუნას არ მოვაკლო ყურადღება.

♥ სახლში მუდამ იდეალური წესრიგი და რამდენიმე თავი კერძი დავახვედრო მეუღლეს.

♥ ვივარჯიშო. ვიყო ლამაზი,მოწესრიგებული, კარგ ფორმაში.

♥ყველაზე ძნელია! და მთავარი:არ ვიწუწუნო. ნამდვილად არ მეგონა ერთადერთი ადამიანი რომელსაც ეს შეეძლო,  ბავშვების დატოვებაზე უარს მეტყოდა, მაგრამ ეს ჩემი არჩევანია. მარტომ უნდა შევძლო, მოვახერხო და გავაკეთო.
 
პ.ს. ფოტოები ჩემი მაღაზიიდან, უკეთესი განწყობის შესაქმნელად.

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

30 thoughts on “მარტო

    • მადლობა მოლი.მეც იმედი მაქვს,მე ხომ ყოჩაღი გოგო ვარ:-)
      მადლობა გამხნევებისთვის.

  1. ასეთ სამოთხეში როგორ არ იქნება ყველაფრი კარგად :))) ერთადერთი სამსახური, რომლის გამო ტურისტებსაც კი დავივიწყებდი 😀

    • ნათ,ვაკანსია თუ იყო გაგაგებინებ.:-) ზამთარში ტურისტები,მაინც არ არიან.ჰოსტელის პრობლემაც თვითონ გადაიჭრა.ნამდვილად ვერ შევძლებდი.

    • კი,სხვათაშორის ჩემი ოცნებაც იყო,ბავშვობიდან მოყოლებული,აი იცი როგორი?ნაყინის გამყიდველობაზე ან კოსმონავტობაზე რომ ოცნებობენ.

  2. რა მაგარია (მაღაზია)! წარმატებებს გისურვებ!
    პ.ს. შეძლებ! 😉

  3. ძალიან მაგარია იმის კეთება რაც ბედნიერებას განიჭებს 🙂 წარმატებები! 🙂

  4. მთელი დღე იკითხავ და ფაქტობრივად კითხვაში აიღებ ხელფასს) ჩემი ოცნება არქივია და იქნებ ერთხელაც სივი მეც გავაგზავნო.
    ერთხელაც სინდისი შეაწუხებს 🙂

    • კი ხშირად ვკითხულობ ხოლმე, თუმცა არის დღეები წიგნს საერთოდ, რომ ვერ ვშლი, მაგრამ ანა მთავარი მაინც არის გარემო სადაც სულ წიგნებია და კიდევ ადამიანები, რომელთაც წიგნები უყვართ

  5. არაერთხელ მითქვამს, რომ ძალიან ყოჩაღი გოგო ხარ ! 😉 ასე რომ .. 🙂 ჩვენ შენს გვერდით ვართ :*

    • ხო ❤ ამდენი ადამიანი, რომ მეტყვის შეძლებო-შევძლებ აბა რას ვიზავ. ვერც დაღლილობას ვამჩნევ, ვერც უდროობას. რაღაც ფანტასტიური ეტაპია ჩემს ცხოვრებაში.

  6. თამი გულწრფელად მინდა დიდი წარმატებები გისურვო! ვგრძნობ რომ ყველაფერს ხუთიანზე გაართმევ თავს და ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან მონდომებული ხარ და შეუძლებელია სხვანაირად განვითარდეს მოვლენები!

    • კი აი,უკვე თამამად ვაცხადებ სამი კვირა გავიდა და მე ყველაფეერს ძალიან კარგად ვართმევ თავს, მადლობა ან<3

    • მადლობა თამ ❤ ცუდი გოგო ვარ ამდენი გულშემატკივარი მყავს თქვენი სახით და მარტო ვარ მეთქი-გავიძახი ჯიუტად.

  7. ზოგს მხოლოდ გაჩენა ავალია, მერე ყრიან და სხვები უზრდიან, ან თუ თვითონ ზრდიან, მაინც გაუზრდელები გამოსდით… გეგმა დაგიწყვია, ეს უკვე მომწონს ♥ შენ ეს უნდა შეძლო , მიყვარხარ დაიკო :-*

  8. აუ მაგარი სამსახურია! დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება და იმედია ასეცაა :*

  9. საოცარი მოთხოვნები და მოლოდინები აქვთ ქართველ გოგოებს, დედების, დედამთილების, დედმამიშვილების თუ სხვათა მიმართ. 🙂 როცა რამეს იწყებთ (სამსახურს, გათხოვებას, ბავშვების გაჩენას და ა.შ.), ათანხმებთ ამ ადამიანებს წინასწარ, იღებთ მათგან ნებართვას? არა ხომ, რა სისულელეა, არა? 😉 ჰოდა, ეს მოლოდინი საიდანღა ჩნდება, რომ ვიღაც სხვას აქვს ვალდებულება თქვენი ოცნებების განხორციელებაში მონაწილოება მიიღოს.

  10. “იმ ადამიანმა რომელიც მიყვარდა და პატივს ვცემდი წლების განმავლობაში, მაგრძნობინა-დამანახა, რომ არაფერს ნიშნავს მისთვის ჩემი სამსახური და დახმარებაზე (უკვე მერამდენედ) მითხრა უარი.”

    ჯერ ერთი, რატომ უნდა ნიშნავდეს თქვენი სასმახური სხვისთვის რამეს? და მეორეც, სულაც რომ ნიშნავდეს, ეგ არ ნიშნავს, რომ თქვენ სხვისი დროის და ენერგიის ხარჯზე უნდა აიწყოთ ცხოვრება. თქვენ შეგიძლიათ თხოვოთ, მაგრამ უარის მიღება საწყენი არ უნდა იყოს. ისევ თქვენთვისაა ცუდი. 🙂

    • პოსტში,არ არის განმარტებული რაღაც-რაღაცეები,ამიტომ არ შეგეკამათები.ლოგიკურია და სრული სიმართლე .

  11. “სახლში მუდამ იდეალური წესრიგი და რამდენიმე თავი კერძი დავახვედრო მეუღლეს”.
    მეუღლემაც რომ მოამზადოს კერძები, არაფერი მოუვა. 😉

Leave a reply to tami Cancel reply