ლოლიტა

12 წლის პატარა გოგო.
საყვარელი,უმწეო ბავშვი.

ვკითხულობდი მისი უბედური ცხოვრების, ბავშვობა დაკარგული წლების, გარყვნილების და ტირანიის შესახებ რომელიც საგულისხმოა,მხოლოდ მისი მტანჯველის აღწერილობას და მთლიანად ავადმყოფი ჰუმბერტის მონათხრობს ეყრდნობოდა.

ზოგადად ისტორია იმდენად შთამბეჭდავია,რამდენადაც ამაზრზენი. წარმოგიდგენიათ პატარა, არასრულწლოვანი გოგონას და ზრდასრული კაცის სქესობრივი,ხშირად გაუკუღმართებული კავშირი? ჰუმბერტის ღვთაებრივი(თავადაც აღიარებს, რომ ავადმყოფი იყო)ნეტარება და ბავშვის ჯოჯოხეთური, აუტანელი ყოფა.

მისი ტირილი რომელიც, ყოველ, ყოველ საღამოს აუცილებლად წასკდებოდა, ალბათ თავის უბედურ, უსაგნო ცხოვრებას დასტიროდა საბრალო.

არავინ ყავდა კეთილისმყოფელი
არც მოკეთე, ვისთანაც მიესვლებოდა.

სწორედ ამიტომ
და კიდევ ბევრი წელი.

დანგრეული ცხოვრების სანაცვლოდ მიღებული უბადრუკი საჩუქრები. გროშების ფასად გაყიდული ტანჯვა და მიღებული ნეტარება.

მე შევიძულე ჰუმბერტი და ორი ღამის განმავლობაში ვოცნებობდი როგორ მოკლავდა ლოლიტა მას.

მაგრამ წიგნი დამთავრდა.
სხვაგვარად.

image

14 thoughts on “ლოლიტა

    • იცი, უინტერესო ნამდვილად არ არის,მხატვრულ ნაწარმოებთა შორის ბევრსაც სჯობია, მაგრამ სიუჟეტმა პირველად წლების განმავლობაში ცხარე ცრემლებით მატირა.

      ბოლოს გავიფიქრე,ნეტავ არ წამეკითხა მეთქი.

      მაგრამ საბოლოოდ მივხვდი,რომ მშვენიერი რომანია საძაგელი სიუჟეტით.

    • ლოლიტა შემეცოდა, გულწრფელად. იცი?ძალიან პატარა და მიუსაფარი იყო. ანგელოზი არ იყო.ნამდვილად,მაგრამ ეშმაკს გადაეყარა

  1. ვგიჯდები ამ წიგნზეე!! ფილმიც მომწონს,მაგრამ ნუ წიგნს ვერ შეედრება…
    ლოლიტა ხან მეცოდებოდა და ხანაც ძალიან მაღიზიანებდა…
    ჩემი ერთ-ერთი საყვარელია წიგნია…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s