ხანდახან

ხანდახან მინდა რომ დავწერო, გადმოვღვარო ფურცელზე ამღვრეულ გონებაში აცა-ბაცა აცეკვებული ცალკეული სიტყვები. მოვაწესრიგო, მოვუარო და რუდუნებით მივუჩინო თითოეულ მათგანს საკუთარი ადგილი.

image

ეს ასოები გიჟებივით ირევიან,სიტყვებიც სადღაც მეკარგებიან, მერე მუზა ფეხებს მიბაკუნებს: აბა, ამდენი დრო სად არისო. მერე ასოები ფერხულში ებმევიან, ვჩქარობ მათ დაჭერას მაგრამ ხელიდან მისხლტებიან. სიტყვებსაც ვერ ვალაგებ ,როგორც მსურს. მიჯავრდებიან, აქ ჩემი ადგილი არ არისო, მერე ზმნები მიჯანყდებიან წინადადება ჩვენით უნდა დაამთავრო,შენ კი იწყებ და ყველაფერს აფუჭებო. მერე სასვენი ნიშნები მიბრაზდებიან, ჩვენ უგულებელყოფას არ გაპატიებთო.

image

ხოდა მუზაც მემშვიდობება, მარტო კი არ ხარ, ვისაც წერა უნდა სხვებსაც ვჭირდებიო.

მე მრჩება: დაულაგებელი წინადადებები, აზრები, სიტყვები, ფიქრები.

ხანდახან მინდა,რომ დავწერო, მაგრამ არაფერი გამოდის.

6 thoughts on “ხანდახან

    • მადოლობა საყვარელო.ძალიან სასიამოვნო იყო ამის წაკითხვა.

      დაწერილს კიდევ რა უშავს, მე იმ დიდებულ:-) თხზულებებს და არდაბადებულ პერსონაჟებს მოვთქვავ სიზმრადაც რომ არ მეშვებიან,ცხადში კი, ფურცლებზე გადმომხტარნი ნაგვის ურნაში ივანებენ-ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზთა გამო.

    • გადატვირტული ცხოვრების რეჟიმი თუ აფრთხობთ.
      ღრმა სიბერეში დაბრუნდება ლაღი,ის კი არ იცის დაბერებას რომ არ ვაპირებ.
      ფურცლებზე რომ ვერ გადმოდის ეს არის ტანჯვა,ვინმეს თუ გამოუცდია დამეთანხმება რომ დიდი სულიერი ტანჯვაა.

    • ნაირნაირ ბლოკნოტებს ვყიდულობ მაგრამ ამაოდ,ცარიელია ყველა. ეს ძალიან ლამაზია, მომწონს,ლურჯიც კარგია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s