შემთხვევით-ობა

1987-1992

დავიბადე თბილისის ულამაზეს და უძველეს უბანში, ძველი ქალაქი ალბათ ამიტომაც მიზიდავს დღემდე- ჩვენ (მე და ძველ თბილისს) იდუმალი ძაფები გვაკავშირებს.

თემას გადავუხვიე, ლესელიძეზე იტალიურ ეზოში ვიზრდებოდი. ამჟამად “ავთანდილის” ბუტიკია, სწორედ იმ ადგილას სადაც ფეხი ავიდგი, ლაპარაკიც ვისწავლე და  ვერანდიდან კისერმოღერებული ხმის ჩაწყვეტამდე გავკიოდი “გაუმალჯოს თავისუფალ საქალთველოს”.

პირველი მეგობარიც ბუნდოვნად მახსოვს. თაფლისფერთვალება გოგონა. თიკა.  მთელ დღეს ერთად ვატარებდით და ხშირად თავს შემწვარი ვაშლის ჭამით ვიქცევდით. დღემდე ჩემი საყვარელი დესერტია.

მეტი არაფერი მახსოვს თუმც დედიკოს მოყოლილს თუ დავიჯერებ (ეჭვის შეტანის საფუძველიც არ მაქვს) ეს ჩემი საყვარელი სახლი ძველ უბანში სწორედაც თავზე ჩამომექცა. ძლივს მოასწრო,  დამავლო ხელი დედაჩემმა და მძინარე ქუჩაში გამარბენინა. ის კედელი რომელთანაც ჩემი საწოლი იყო მიდგმული მიწის პირისგან აღიგავა, ლოგიკურად რომ ვიმსჯელო: ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რეალურ სიკვდილს გადავრჩი. შემთხვევით. რადგან დედიკოს არ ეძინა გვიანი ღამის მიუხედავად.

მადლობა ღმერთო.

ამასობაში საცხოვრებლად გარეუბანში გადავედით. მე და თიკას გზები-მაშინ,როგორც მეგონა-სამუდამოდ გაიყარა.  ბევრს ვტიროდი, მენატრებოდა პირველი მეგობარი, ბაღის დამთავრების შემდეგ გულმა მიივიწყა თიკასთან გატარებული  მხიარული დღეები…

გამოჩნდა სხვაც…
გულმა დაივიწყა,თუმცა გონებამ არ ამოშალა…

შეიძლება არც დაიჯეროთ, მე წელიწადში ერთხელ მახსენდებოდა…და
ყოველ წელს ფერმკრთალდებოდა მისი სახე,თუმცა სახელი მტკიცედ მახსოვდა.

2011-2013

ამ წლებში, ძალიან ბევრჯერ გადავურჩი სიკვდილს.

სულ შემთხვევით-ობები იყო.

ხან დეპრესიიდან თავის დაღწევას ვლამობდი. ხან თავს ვებრძოდი და სუეციდზე მოძალებულ ფიქრებს უკუვაგდებდი.

ერთი რეალური შანსი ნამდვილად მივეცი სიკვდილს, ვერ გამოიყენა.

image

ბოლო ორსულობამ სიცოცხლისკენ მომაბრუნა, მართალია სამი თვე ლოგინს ვიყავი გაკრული, მაგრამ მაინც…

2011 წლის,  ივნისი იყო, შეიძლება ივლისიც. ორსულობის მეოთხე თვე. მე და ჩემი ბიჭი ექსკურსიაზე ვიყავით.
ვლაყბობდით
ვთამაშობდით
ვიცინოდით
ვმხიარულობდით.

ამ დროს ერთი მშობელი მომიახლოვდა.
-თამუნა გქვია?
-დიახ.
-ლესელიძეზე ცხოვრობდი?

თიკა,თაფლისფერი თვალები, თიკა,თიკა?
-თიკა???

აი,ასე ვიპოვე ბავშვობის მეგობარი. მას შემდეგ ხშირად ვხვდებოდით და მეგობრულად ვმასლაათობდით ცხოვრების ავ-კარგზე.

ჩემსავით ადრე გათხოვილიყო, ქმარს გაშორებული მარტო ზრდიდა პატარა სანდროს. არც ბედნიერი იყო, თუმცა უბედურადაც არ გრძნობდა თავს.

ამ ზაფხულს მეიდანზე შევხვდით ბოტანიკურ ბაღში უნდა გაგვესეირნა. ყოფილმა ქმარმა მოიყვანა მანქანით. ჩემს თვალებში კითხვის ნიშნებს, რომ წააწყდა ამ ბოლო დროს ძალიან დავმეგობრდითო.

ბოლოს გასულ კვირას წვეულებაზე შევხვდით.

სამი კვირის ორსულია, ქმარს შეურიგდა.

მარტო ყოფნის რამდენიმე, მძიმე და გრძელი  წელიწადის შემდეგ.

გულით მიხარია…ამ ბოლო დროს ჩემს ირგვლივ იმხელა ბოროტება სუფევს, მხოლოდ ცუდი მესმის. და პაწაწინა ბედნიერება სინათლის სხივივით, რომ გამობრწყინდება უკუნიდან, ჟრუანტელი მივლის.

***

ეს, ძალიან მცირე ნუსხაა ჩემი შემთხვევით-ობებიდან. გრძლად, როცა დავწერ ავტობიოგრაფიული რომანი გამოვა.

ბევრი წლის შემდეგ.

7 thoughts on “შემთხვევით-ობა

  1. რა მაგარია…. მეც მიპოვა ასე ერთმა ჩემმა ბავშვობის მეგობარმა, პატარები ვიყავით ერთმანეთი რომ გავიცანით ქობულეთში, მერე აქ სოციაკურ ქსელებში თვითონ მიპოვა, თვალებით გიცანიო, იმანაც ასე მითხრა და ერთად გადაღებული ფოტო გამომიგზავნა :))) ახლაც ისე დამთბა, როგორც მაშინ, სოფომ რომ მომწერა…. არ ვიცი რა გრძნობაა, რაღაცა ძალიან დადებითი… შენი პოსტიც ეგეთია🙂

    • მადლობა თაკო,მართალია ის რაც ადრე იყო არ განმეორდება,ძველ მეგობრებთან შეხვედრა მაინც სასიამოვნოა.

  2. მეც ვაკვირდები და ბოლო დროს უფრო მეტი ცუდი ხდება ვიდრე ადრე. ნელ-ნელა “ვამუღამებ” ნეგატიურში პოზიტიურის დანახვას:)

    • ნამდვილად ის ურთიერთობა რაც ბავშვობაში იყო არასოდეს დაბრუნდება,არც განმეორდება.
      თუნდაც იგივე ადამიანთან.

  3. მაინც სასიამოვნოა ბავშვობის მეგობრის ნახვა.
    მე გამიხარდებოდა ეგ ამბავი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s