მიზერი

სტივენ კინგის ტალანტში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. “მწვანე მილის”-ს შემდეგ, რამდენი წიგნი არ წავიკითხე, თუმცა თავზე კვლავ კინგის რომანთან ერთად დამათენდა.

04:30

ბოლო ფურცელიც სულმოუთქმელად ჩავიკითხე, გვიან შევამჩნიე მთელი სხეული ზამბარასავით დამჭიმვია, მეც განვიცდი პოლ შელდონის უბედურებას. მეორეს მხრივ ერთი შეშლილი,
ავადმყოფი,
ცივსისხლიანი მკვლელი,
ხან ღრმა დეპრესიაში ჩავარდნილი ცხოვრებისგან გაბოროტებული ქალი ვარ.

image

ენი უელკსის პერსონაჟი ნებისმიერ გულმაგარ მკითხველს თმებს ყალყზე დაუყენებს.

რეალობას მოწყვეტილ, სხვა სამყაროში გადაბარგებული  შეშლილის და უმწეო,ერთ დროს ჯან – ღონით სავსე ახლა კი შეურაცხადი ქალის მიერ დაბეჩავებული მწერლის თავგადასავალს რამდენიმე საათი შეუსვენებლივ ვკითხულობდი.

image

მათთან ერთად მსურდა, მეშინოდა,მტკიოდა,მეცოდებოდა…
ხანაც გაცოფებას არაფერი მიკლდა,ენი-გაქნილი მკვლელი,
ნაფიცი მსაჯულები-იდიოტები.
თვეობით უგზოუკვლოდ გადაკარგული მწერალი, და საშინელ პირობებში,
იძულებით დაწერილი
ხელახლა დაწერილი პოლის საუკეთესო რომანი.ბესთსელერი.

პ.ს. თუ ამ წიგნის წაკითხვას გადაწყვეტ იცოდე, ღამე საუკეთესო დრო არაა. აი, ფანჯრიდან სუსტი სინათლის სხივი შემოიჭრა, განთიადია. მე ლოგინში გაუნძრევლად ვწევარ,ქარის ყოველ დაქროლვაზე ციებიანივით ვცახცახებ და ხელის გაწვდენის მეშინია შუქის ჩასაქრობად.

13 thoughts on “მიზერი

  1. ვერა და ვერ მივადექი, არადა მაგრამ მაინტერესებს, ფილმი მაქვს ადრე ნანახი და კარგად არ მახსოვს და ჯერ არ ვუყურებ მინდა წავიკითხო და ფილმსაც გავიხსენებ შემდგომ.

    • მეც ბუნდოვნად მახსოვდა ფილმი. წიგნმა კი მოლოდინს გადააჭარბა, წიგნი-თრილერია.

  2. ჯერ უძილობის წაკითხვას ვაპირებ და მაგ წიგნსაც მივადგები )) სტივენ კინგი გენიალური მწერალია, მიყვარს მაგისი მოთხრობები და წიგნი ხო მიყვარს და მიყვარს განსაკუთრებით უიმედოთა ქალაქი და მერე ვნახოთ უძილობაც ))

  3. ფილმი არაჩვეულებრივია. ერთ-ერთი ყველაზე კარგი ეკრანიზაციაა ქინგის, მაგრამ წიგნი გაცილებით უფრო ჰორორია, რისი წრმოდგენაც ძნელია, როცა ფილმს უყურებ, მაგრამ ქინგმა ეს მოახერხა.

    ზოგადად, საუკეთესოა, რაც ქინგს დაუწერია, იმჰო.

    • ფილმი,ძალიან ადრე მაქვს ნანახი, წიგნი ნამდვილად ძალიან საშინელია,თვალზე რული ხომ არ მომეკარა. გავათიე ღამე.თან სულ ნაჯახიანი ენი მელანდებოდა.ეშმაკმა წაიღოს ეგ ურჩხული.

  4. აუუ ასეთ წიგნებს რატომ კითხულოოობ :(( მერე გეშინიააა (((
    მე არ მიყვარს ასეთი არც წიგნები და არც ფილმები !

  5. “მიზერი” ჩემთვის საშინელებათა ჟანრის ფილმების ხუთეულშია… წიგნი თუ კიდევ ასეთ ემოციას გამოიწვევდა, აღარ მეგონა, მაგრამ სტივენმა თავისი საქმე იცის🙂

  6. ორი წლის წინ დამიკომენტარებია და ახლაც წავაწყდი ამ ბლოგს❤ მაშინ ვერ გამოვიწერე არ მქონდა მე შექმნილი ახლა კი გამოვიწერ, რადგან კინგი მართლა მაგრად მიყვარს და მას მერე, რაც აქ დავაკომენტარე და მხოლოდ უიმედოთა ქალაქი მქონდა წაკითხული, ახლა მისი აწ ქართულად ნათარგმნი თითქმის ყველა მაქვს წაკითხული, გარდა "ექიმი ძილისა" და გუმბათის ქვეშის ორი ნაწილის და აი კინგი უფრო და უფრო შემიყვარდა❤ უდავოდ მაგარი მწერალია და მეც მომანდომა წერა, მართლა შოკია❤ მის წიგნებზე ემოციურად ვწერ ხოლმე ძალიან და თავად მასზე. მისი წიგნების შემდეგ, რაც მის ბიოგრაფიასაც გავეცანი <3333

    • მადლობა მეგობარო.
      ერთიდაიგივე რამ გვჭირს. კინგომანიას ვეძახი მე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s