უდროობა

7:00
დილა იწყება 7 საათზე. არა, 7 საათზე მაღვიძარა იწყებს რეკვას და 10-15 წუთი ვებრძვი ძილბურანს. ყველაზე რთული საწოლიდან წამოდგომაა, როგორც კი გამოვძვრები ლოგინიდან-იმავე წუთს იწყება გიჟური დღის ორომტრიალი. პირველ რიგში, ვცდილობ ლამაზად გამოვეწყო-ეს დიდი სირთულეა რადგან ამისთვის 5-10 წუთი უნდა ვიკმარო

, შემდეგ აბაზანისკენ მივემართები საიდანაც სრულიად გამოფხიზლებული და დამაკიაჟებული გამოვდივარ, ღმერთმანი ძალიან მინდა სუფთა სახის კანი, რომ მაკიაჟი აღარ დამჭირდეს,ან მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის გავიკეთო.

ამის შემდეგ ვამზადებ საუზმეს და ვაღვიძებ დანის, 8:20 წუთზე დანი სკოლაში მიდის.  გაჩერებიდან სირბილით ვბრუნდები. ახლა დათუნას ვაღვიძებ, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად საშინლად ჭირვეული ხდება, ნერვები დამაწყვიტა უმიზეზო ტირილით, თუ რამე არ შეუსრულე, მტრისას. გადაგორდება იატაკზე და ძალ-ღონის გამოცლამდე ღნავის.

8:50
დათუნასაც ვისტუმრებ ბაღში. უსამართლობა იქნება არ ავღნიშნო, ჩემდა საბედნიეროდ ორივეს სამარშრუტო ტაქსით მიაბრძანებენ სკოლაში და ბაღში. მთავარია გაჩერებამდე დროულად მივაღწიო.

9:50

სანამ სახლიდან გავალ ფინჯან ყავას დავისხამ, ხშირად ხელუხლებელი რჩება რადგან ვცდილობ მივალაგო სახლი, გავასწორო საწოლები და ჭურჭელი გავრეცხო. ამასობაში ჩემი თავისუფალი ერთი საათიც გადის და სამსახურისკენ მიმიხარია.

თუ რომო წასულია და სამარშრუტო ტაქსით უნდა წავიდე მაშინ,აუცილებლად მაგვიანდება. 120 ნომრით ვინც მგზავრობს აუცილებლად მიხვდება რატომ. რამდენჯერმე ვცადე ფეხით წასვლაც, მაგრამ 5 წუთის ნაცვლად 25 მჭირდება და ასეთ უდროობაში ზედმეტი 20 წუთი იშვიათად მაქვს ხოლმე.

ფეხით სიარულზე გამახსენდა. სამსახურს მსხვერპლად შევწირე

♥ ვარჯიში-ორი თვეა საერთოდ არ მივარჯიშია,რაც ჩემს წონაზეც აისახა.

♥ სწორი კვება-როდესაც ვახერხებ მაშინ მივირთმევ, დამშეული ორგანიზმი კი მოგეხსენებათ უფრო,რთულად ნაყრდება.

♥ წიგნები- პრაქტიკულად ახლა ყველა ახალი წიგნი ჩემს ხელთაა,დრო კი საერთოდ არ მაქვს წასაკითხად,რამდენჯერმე ძილის ხარჯზე ვცადე საკუთარი თავი გამენებივრებინა, მალევე მივხვდი არ იყო კარგი იდეა.

♥ გართობა – ჩემი საყვარელი გართობა ჩემს შვილებთან ერთად ხეტიალია,  უქმეებზე ვახერხებ ბავშვები გავასეირნო,თუმცა ეს მექანიკურ მოვალეობად იქცა და აღარ მსიამოვნებს. იმედია ოქტომბერი არ ჩაივლის ისე, რომ ბოტანიკური ბაღის შემოდგომით არ დავტკბეთ.

http://www.pink.ge ჩემი საყვარელი ონლაინ ჟურნალი, რომელიც ძალიან მივივიწყე და ძალიან მენატრება ჩემი დაწერილი pink-ური პოსტები.

♥ მეგობრები – სატელეფონო კონტაქტით შემოვიფარგლებით, თუმცა ყველას კარგად ესმის მიზეზები. მთავარია არცერთის დაბადების დღე არ გამომეპაროს.

10:00 – 16:00

სამსახურში ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, დაკისრებულ მოვალეობებსაც იოლად ვუმკლავდები.

დღის მეორე ნახევარი დანის მეცადინეობით შემოიფარგლება. სამწუხაროდ ძალიან ნელა მეცადინეობს და ძალიან უჭირს ანგარიში, ამიტომ საღამოები მეცადინეობას მიაქვს და სხვა არაფრის დრო არ გვრჩება.

ცურვაზე მამიკოს მიყავს ხშირ შემთხვევაში და კვირაში სამჯერ, საათნახევრის განმავლობაში მაქვს დრო,რომელსაც ვხარჯავ სრულიად უსაქმურობაში.

9:00

ბავშვებს დავაწვენ დასაძინებლად და ვამზადებ სადილს მეორე დღისთვის. უმეტესად კი შაბათ-კვირას ვცდილობ ნახევარფაბრიკატების დამზადებას, რაც ძალიან პრაქტიკულს და იოლს ხდის მთელი კვირის განმავლობაში,ჩემი ოჯახის ჯანმრთელ და გემრიელ კვებას.

თუ სადილი არ მაქვს მოსამზადებელი ლოგინისკენ მივემართები, ტუმბოზე ახალი წიგნების დასტაა, ერთი გვერდის წაკითხვაც საკმარისია რომ ტკბილი,ძილით ჩამეძინოს მომავალ ორომტრიალამდე.

P.s. აღნიშვნის ღირსია ჩემი გალაქსი ნოუთი, რომლის დამსახურებაცაა ახალი პოსტები და ჩემი სოციალურ ქსელებში აქტიურობა. პლანშეტისგან განსხვავებით პატარა და კომპაქტურია, ამიტომ სულ თან დამაქვს და სულ online ვარ. კომპიუტერთან დაჯდომას მხოლოდ სამსახურში ვახერხებ.

P.p.s. ჩემი პირველი ხელფასი 300 ლარის ოდენობით უმალ, თანაც დიდი სიამოვნებით გავანადგურე:

♥სილამაზის სალონში (უკვე ძალიან ვწუხვარ თმის აკორტვნის გამო,იმედია მალე გამეზრდება)

♥მაღაზიებში (კოსმეტიკის,სამოსის)

♥ბავშვთა გასართობი ცენტრის, ცირკის, კინოს და თეატრის ბილეთებში.

image

აი, ასე ვმუშაობ:-)

image

სამსახურში

image

მოკლე თმით

image

მიყვარს ცეცხლის ყურება

image

image

ლამაზია შემოდგომის ფერები

image

რომ იცოდეს მზემ, როგორ მიყვარს...

ესეც ფოტოები ინსტაგრამიდან.

16 thoughts on “უდროობა

    • ხო აბა-მანამდე უნდა გავუძლო. ძალიან ვეცადე დადებითად აღმეწერა ჩემი ორომტრიალი,წუწუნის სახე რომ არ მიეღო პოსტს.იმედია გამომივიდა.

      მძიმე დღესაც ვერ დავარქმევ, საკუთარი სურვილი იყო-უბრალოდ დამავიწყდა პოსტში,დამეწერა ვისაც სხვა გზა მართლა არ აქვს და მიზერული შემოსავლისთვის შრომობს, იმ ადამიანებზე ვფიქრობ ხშირად-მძიმე დღეში,ისინი არიან.ნამდვილად-:-(

  1. ეეჰ,თამი, ასე მგონია სარეში ჩავიხედე 🙂
    თუმცა რა გვაქვს საწუწუნო… საშინელება ის იქნება 1 ძაღლი რომ გვყავდეს და მარტო იმის გასეირნებით ვიყოთ დაკავებულები.. ასე რომ ბედნიერება სწორედ აი ამ სტაბილურ, ერთფეროვან ორომტრიალშია, დამიჯერე…
    გიხდება თმა ასე

    • ხო, ნამდვილად. როცა ბევრი დრო მქონდა სულ,ცუდად ვგრძნობდი თავს,ეხლა მგონი კარგად ვარ.
      მიხდება ალბათ მაგრამ ვერ ვეგუები 😦 დიდი მადლობა,კომპლიმენტი გულს უხარია.:-) მაინც მალე გაიზარდოს ჯობია სარკეში ვერ ვიყურები.

    • ხო მართლა კარგია სულ ტონუსში ყოფნა, მოწყენილობის დრო აღარ მაქვს.

    • ერთ ორ თვეში კი დამიგრძელდება. შენს სახეს გადაპარსულიც მოუხდება, რამდენადაც მახსოვს იდეალური ნაკვთები გაქვს.

  2. ვაიმე, ყოჩაღ შენ ენერგიას. წუწუნი არა, მაგრამ საკმაოდ მძიმე დღე გამოდის 🙂
    თმა, ძალიანაც გიხდება

    • მადლობა, ჯეინ. სულ მიკვირდა პარასკევის მოახლოება რომ უხაროდათ ხოლმე, დამიდგა მეც ეს დრო.:დ მაგრამ ამავდროულად ძალიან სასიამოვნოა ჩემი სამსახური.

  3. თამი მართლა როგორ გიხდება ასე თმააა საყვარელი ხარ ძალიან !
    აუ შემრცხვა 😦 პოსტის კითხვისას გამახსენდა ჩემი წუწუნი ლუკა ძალიან მღლის მეთქი 😀

    • ყველას გვაქვს და გვყავს საკუთარი,დაღლის მიზეზი.მათ გარეშე ალბათ მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s