ჩემი კოშმარებიდან

დილიდანვე აგყოლიათ უჟმური?

მე კვირაში ხუთი დღე მარცხენა ფეხზე ვდგები. ჭიქების და თეფშების დამსხვრევა, ყავის,ჩაის,წვენის,წყლის კომპიუტერის კლავიატურაზე გადავლება,გაყვანილობებისთვის ფეხის წამოდება.

რომელი ერთი ჩამოვთვალო, უჟმურის ბრალი იყოს ან მარცხენა ფეხზე  ადგომის,რამეს ხომ უნდა დავაბრალო საკუთარი უხეირობა. ოღონდ საკუთარ თავს არა.

ხანდახან უაზრო და დებილური დღეებიც გამოერევა.

ასეთ დღეებში  მე სხვისი უბედურებების მოწმე და უბრალო  მაყურებელი ვხდები. მაგალითად გასულ ზამთარს დიღმის ტრასაზე ავბედითი ავარიის მოწმე გავხდი. მოყინულ გზაზე მოცურებული მანქანა, დამტვრეული მანქანები, დასახიჩრებული უსულო სხეულები და წვრილ-წვრილად დაფშვნილი მინის ნამსხვრევები. ღამის ნათურების შუქზე გაბრწყინებული წვრილად დაფშვნილი ნამსხვრევებივით.

ოჰ,რატომ ვარ ცნობისმოყვარე?

ხომ შეიძლებოდა დაორთქლილი ფანჯარა არც კი გამეწმინდა?

ან სულ არ ჩამომეწია ფანჯარა,არ გამეხედა გარეთ.

ხალხი ნელ-ნელა გროვდებოდა.პოლიციის მანქანები,სასწრაფო მანქანის სირენის გ უ ლ ი ს გ ა მ ა წ ვ რ ი ლ ე ბ ე ლ ი ხმები.დაკვირვებიხართ რა გულისგამაწვრილებელი,აბეზარი,საზიზღარი ხმა აქვს ამ სირენებს?მძულს.

ან საერთოდ არ გამოვსულიყავი სახლიდან, არ წამოვსულიყავი დიღმისკენ და არ მენახა ეს ავარია,რომელშიც მონაწილეობას სულ რამდენიმე მეტრით და წამით ავცდით.

დაბინდულ გონებაში საზიზღარი, საძაგელი აზრები მიტრიალებს.
ხომ შეიძლება.. .
ჩვენი მანქანა …
ჩვენ,ავარიაში…
და ტელევიზიით გამოაცხადებენ “მთელი ოჯახი”…
მე,ჩემი ქმარი და შვილები.

უკვე მერამდენედ.
მეღვიძება ოფლში გახვითქულს.
როდის დამანებებს თავს ეს კოშმარები?
საკმარისია სასწრაფოს სირენების ხმა ჩამესმას , ის დღე მოწამლული მაქვს.
და ღამეც.

სიზმარია,სიზმარია… ვიმეორებ, რომ ძილშივე არ მოვკვდე, სიზმარში მკვდარი ჩემი შვილების ცხედრების დანახვისას.

თვალებს ვახელ.
ისინი მოკვდნენ.
ჩვენ ცოცხლები ვართ.
მიხარია.
და ვფიქრობ.
სადღაც, ამავე ქალაქში ეღვიძება პატარა გოგოს ან ბიჭს.
მას არ უხარია.
მისი კოშმარები,ცხადია და რეალობა.
მარტოა.

მე შემიძლია წამოვდგე,
ბავშვების ოთახში შევიდე,
მოვუსმინო მათ მშვიდ სუნთქვას.
მერე საწოლში დავბრუნდე,
შიშველი ტანით მივეკრა ჩემს სიყვარულს,შიშველსავე ტანზე და კვლავ ბავშვივით მშვიდად დავიძინო.

მას სამუდამოდ მ ა რ ტ ო მოუწევს დარჩენა.

Advertisements

7 thoughts on “ჩემი კოშმარებიდან

  1. უჰჰჰჰ… რაღაცა ძაან ძლიერ ემოციებში გადამისროლა ამ პოსტმა 😦
    ისე ცხოვრებაც ეგაა, გაიძულებს სხვისი ტკივილი გაგიხარდეს მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არ გტკივა. ჯუნგლის კანონებით ვცხოვრობთ, ნებით ან უნებლიედ.

    • ნებით, იმიტომ რომ შენ რახან არ გტკივა ის გიხარია ადამიანს და არა ის,რომ სხვას სტკივა კანონზომიერია. და დასაძრახსაც ვერ ვხედავ ამაში.

      • ზოგადად ეგრეა,კარგად თუ დავფიქრდები,ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. ყველაზე დიდი,ორფეხა ცხოველები ტყუილად კი,არ ვართ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s