Archive | ნოემბერი 2013

შემოდგომის სევდა

შემოდგომის მიწურული ყველაზე, ყველაზე მოსაწყენი პერიოდია ბუნებაშიც და ჩემშიც.
მზე სულს, რომ ღაფავს….
გამხმარი, ფერადი ფოთლები კი თავს ვეღარ იმაგრებენ ხეებზე და ქარის ყოველ დაქროლვაზე უთავმოყვარეოდ მეგებიან ფეხქვეშ.

არასოდეს მყვარებია შემოდგომა, თავისი დიდებული ფერების და ხშირად ენით აღუწერელი სილამაზის მიუხედავად.

ამ დროს მელანქოლია მიპყრობს,მგონია,რომ ხასიათიც ამინდივით ნაცრისფერია, მეც მცვივა გამხმარი ფოთლები და უფსკრულის პირას ასკინკილით დავდივარ.
  ირგვლივ სევდა ისადგურებს.
  და ძალიან მინდა ეს გვიანი შემოდგომისფერი სევდა,რაიმე ძალიან-ძალიან დიდმა ბედნიერებამ და აღფრთოვანებამ დამირღვიოს.
ხომ შეიძლება ჩემი ცხოვრების ერთი შემოდგომა-ზამთრის მიჯნა მაინც იყოს ბედნიერებით სავსე?

მანამდე კი მაინც კარგია უდროობა,რომელიც არ მაძლევს ფიქრის საშუალებას, მიუხედავად იმისა რომ ამ უდროობამაც დამღალა.

ვერ ვკითხულობ
ვერ ვვარჯიშობ
ვერ ვქსოვ
ვერ ვისვენებ
ვერ ვერთობი
ვერ ვნახულობ მეგობრებს

ძირითადი საწუხარი,მაინც წიგნებია, სულ-სულ ახლები, ძალიან ლამაზები და საინტერესოები.
წაუკითხავად დარჩენილები.

Advertisements

ემილის თავგადასავალი

თეატრი ბავშვობის ტკბილი მოგონებაა, სპექტაკლებს მუდამ სულგანაბული ვუყურებდი და ვოცნებობდი, არა მსახიობობაზე არასოდეს.
Continue reading

ჩვენი სიყვარული

ხანდახან დავფიქრდები,მაგრამ ვერასოდეს ვერ ვხვდები საით გაიფრინა საუკეთესო წლებმა. ჩვენი სიყვარული ცოტა გაიცრიცა, ცოტა სახე იცვალა.დაღვინდა.
Continue reading