ემილის თავგადასავალი

თეატრი ბავშვობის ტკბილი მოგონებაა, სპექტაკლებს მუდამ სულგანაბული ვუყურებდი და ვოცნებობდი, არა მსახიობობაზე არასოდეს.
მარჯანიშვილის თეატრში მამიკოს მეგობრები: ავთო მიქაძე,გივი ბერიკაშვილი,ოთარ მეღვინეთუხუცესი,დავით დვალიშვილი მეგულებოდნენ,სწორედ ამიტომ ყველა სპექტაკლის პრემიერა ჩვენს გარეშე წარმოუდგენელი იყო. მიყვარს თეატრის სურნელი, მხიბლავს სამყარო რომელიც სცენის ფარდებს მიღმა იშლება. სწორედ ჩემი სიყვარული დაედო საფუძვლად, ჩემი ბიჭის  თეატრით გატაცებას. ადრეული ბავშვობიდან ეზიარა თეატრს, ერთხელ რომ შეიყვარებ მისი დავიწყების შანსიც აღარაა და მიხარია.

უკვე წარმოვიდგენ: ათი წლის შემდეგ პატარა კავალერი მშვენიერ ყმაწვილად იქცევა და კვლავ  ერთად დავესწრებით  პრემიერებს.

მანამდე კი მოზარდ მაყურებელთა თეატრში ხშირად ვესწრებით ახალ სპექტაკლებს. გასულ ხუთშაბათს კვლავ შევაღეთ თეატრის კარები, რათა “ემილის თავგადასავალი” -ს პრემიერა გვენახა. როგორი ბედნიერი ვიყავი იცით? აი,ბედნიერებისგან გული ყელში, რომ მოგებჯინება ადამიანს, თვალებზე კი სიხარულის ცრემლები გიბრჭყვიალებს.  გული მხოლოდ ერთ რამეზე, სპექტაკლის ქრონომეტრაჟის სიმცირის გამო დამწყდა. მუსიკალური გაფორმება და  დეკორაციები მართლაც, რომ არაჩვეულებრივი იყო. თვით ჩემი პატარა ჭინკა დათუნაც სუნთქვაშეკრული უყურებდა სპექტაკლს, მოგეხსენებათ ამ უკანასკნელის ერთ ადგილას გაჩერება, კი მხოლოდ განსაკუთრებულ მოვლენებს შეუძლია.

სპექტაკლის ბოლოს აპლოდისმენტების ხმაზე გული სიხარულით ხელახლა ივსება, სასწაული გრძნობაა, ვერც ავხსნი. მხოლოდ თეატრის ტრფიალი მიხვდება.

image

4 thoughts on “ემილის თავგადასავალი

  1. მე დავდიოდი ღრმა ბავშვობაში თოჯინების თეატრში, ჰოდა, ვიცი, რა ბედნიერება და ზეიმი და სასწაულია, შუქი რომ ქრება და ფარდა იხსნება❤

    ყოჩაღ, შენ, თამი, ბავშვებს ამას რომ არ აკლებ❤

    • ხო ნამდვილად არვაკლებ,მთელი ჩემი ხელფასი ,კინოს და თეატრის ბილეთებზე მიდის :დ ხო და წიგნებში, კიდე.

  2. რა კარგია ბავშვებს რომ თავიდანვე შეაყვარე. მერე პირველად რომ წავიყვანე საბა დიდი ამბით და ზარზეიმით, ისეთებო მოაწყო კინაღამ ჩაშალა, სულ ბღოჭიალით წამოვიყვანე მერე. ახლა უკვე დიდია და სკოლიდან დაყავთ ხოლმე და მოწონს ძალიან. ისე, ემილი ჩემი ბავშვობის გულითადი მეგობარია🙂 წარმომიდგენია რა დიდი სიამოვნებით დაესწრებოდი…

    • კი, მშვენიერი იყო ნამდვილად. ემილი მართლა ძალიან საყვარელი პერსონაჟია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s