შემოდგომის სევდა

შემოდგომის მიწურული ყველაზე, ყველაზე მოსაწყენი პერიოდია ბუნებაშიც და ჩემშიც.
მზე სულს, რომ ღაფავს….
გამხმარი, ფერადი ფოთლები კი თავს ვეღარ იმაგრებენ ხეებზე და ქარის ყოველ დაქროლვაზე უთავმოყვარეოდ მეგებიან ფეხქვეშ.

არასოდეს მყვარებია შემოდგომა, თავისი დიდებული ფერების და ხშირად ენით აღუწერელი სილამაზის მიუხედავად.

ამ დროს მელანქოლია მიპყრობს,მგონია,რომ ხასიათიც ამინდივით ნაცრისფერია, მეც მცვივა გამხმარი ფოთლები და უფსკრულის პირას ასკინკილით დავდივარ.
  ირგვლივ სევდა ისადგურებს.
  და ძალიან მინდა ეს გვიანი შემოდგომისფერი სევდა,რაიმე ძალიან-ძალიან დიდმა ბედნიერებამ და აღფრთოვანებამ დამირღვიოს.
ხომ შეიძლება ჩემი ცხოვრების ერთი შემოდგომა-ზამთრის მიჯნა მაინც იყოს ბედნიერებით სავსე?

მანამდე კი მაინც კარგია უდროობა,რომელიც არ მაძლევს ფიქრის საშუალებას, მიუხედავად იმისა რომ ამ უდროობამაც დამღალა.

ვერ ვკითხულობ
ვერ ვვარჯიშობ
ვერ ვქსოვ
ვერ ვისვენებ
ვერ ვერთობი
ვერ ვნახულობ მეგობრებს

ძირითადი საწუხარი,მაინც წიგნებია, სულ-სულ ახლები, ძალიან ლამაზები და საინტერესოები.
წაუკითხავად დარჩენილები.

12 thoughts on “შემოდგომის სევდა

    • ხო,ოღონდ ვერ გამიგია მომწონს ეს თუ არა.დადებითიც აქვს და უარყოფითიც.

  1. შემოდგომაზე ისე წერ, თითქოს ჩემს გულსა და გონებაში ცხოვრობ. ისე ძალიან ვარ ამინდზე და სეზონზე დამოკიდებული, ისე, ისე….
    ჩემდა გასაკვირად წლევანდელ შემოდგომას უფრო გმირულად დავხვდი და რაშია საქმე არ ვიცი, ჯერჯერობით ვჯობნი უხასიათობას და ინერტულობას.
    პოსტი პატარა და ძალიან ძალიან კარგი❤

    • ხო, უხასიათობას უდროობით ვჯაბნი,ინერტულობისთვის კი,საშუალება არ მაქვს:-) მადლობა თაკო.

  2. არადა, თითქოს შემოდგომა წიგნებისთის შეუქმნია ღმერთს…))❤

    • უდროობა კი სამწუხაროა ამ მხრივ,ახალ-ახალი წიგნები თვალწინ და მე…

    • მახსოვს კატერინა, ამაზე ერთხელაც ვისაუბრეთ,გასულ შემოდგომას თუ სწორედ მახსოვს.

  3. დრო არ მაქვს-თქო ვერ ვიტყვი🙂 რაც სეზონი დამთავრდა, კითხვის, დასვენების და მეგობრების ნახვის გარდა არაფერს ვაკეთებ, მაგრამ რომ არაფერს ვაკეთებ, ზუსტად ეს მიფუჭებს ხასიათს… აბა ბრაზილიელებს რა მოაწყენთ – მთელს წელს ზღვის ნაპირზე ატარებენ :))

    • ხო ასე ვდარდობ ამ უდროობას მაგრამ ბევრ დროს,მართლაც ჯობიაა სამსახური.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s