მოსამსახურე

ზუსტად გასულ კვირას ვწუწუნებდი ჩემს უდროობას, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა თუმცა ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან ცოტა მეძინა და რამდენიმე წიგნი წავიკითხე.

დავამთავრე ორი თვის წინ დაწყებული წიგნები:  “როგორ გავხდი იდიოტი” და  “კრძალვით და ცახცახით”. ამ  წიგნებმა მეტნაკლებად, არანაირი შთაბეჭდილება არ მოახდინა ჩემზე.

მოგეხსენებათ ამ პერიოდში უამრავი ახალი წიგნი გამოვიდა. დავიბენი, ვერ მივხვდი რომელი წამეკითხა და ხელი პირდაპირ “ეშმაკს აცვია პრადა”-ს დავავლე. გატაცებით შევუდექი კითხვას და არცერთი თავისუფალი წამი წიგნის გარეშე არ გამიტარებია. თან ვკითხულობ, თან ჩემს თავზე ბრაზი მომდის. ბულვარულ რომანებზე ღამეებს ვათევ და მავიწყდება ბევრი,უფრო ღირებული ნაწარმოები,რომელიც ვერა და ვერ წავიკითხე. 

და პარასკევ დღეს სახლში მომაქვს ქეთრინ სთოქეთის “მოსამსახურე”.  საათები წუთებად მექცა წიგნის კითხვაში. რასიზმი-საჭირბოროტო საკითხი, რომელიც ჩვენდა სავალალოდ დღემდე აქტუალურია. გამახსენდა “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” , მისი განწირული ბრძოლა საყვარელი ჯიმის თავისუფლებისთვის,გამახსენდა  “ბიძია თომას ქოხი ” და ყელში გაჩხერილი ბურთი ვერაფრით ვერ გადავყლაპე. ღმერთმა ადამიანი იმისთვის შექმნა რომ რასობრივ,სოციალურ, რელიგიურ ჯგუფებად დაეყო?

შემდეგ ამ ჯგუფებს ერთმანეთი დაეხოცათ ან დაემონებინათ ან დაემცირებინათ?

სოციალურ და რასობრივ უთანასწორობაზე შექმნილი ეს წიგნი ჩემთვის ძალიან ემოციური აღმოჩნდა და ისტორიის დასასრულს ძალიან დიდხანს და ბევრი ვიტირე, გულიანად გამოვიტირე ის ბოროტება რაც აქ, ამ დედამიწაზე სუფევს.

შეიძლება ემოციები სათანადოდ ვერ გამოვხატე,რადგან ძალიან აღელვებული ვარ,თუმცა ამ წიგნის წაკითხვას ვურჩევ ყველას,განსაკუთრებით რასისტებს,რათა მიხვდნენ, რომ კანის ფერი არ წყვეტს ადამიანის ღირებულებას.

წიგნში მოყვანილი მაგალითებით მიხვდებით, რომ ბევრი თეთრი ქალბატონი, შავკანიანი მოსამსახურის ფეხის ფრჩხილადაც არ ღირს.

image

image

image

image

image

image

Advertisements

14 thoughts on “მოსამსახურე

    • მეც მომეწონა, ამ წიგნით მაინც მიხვდეს ზოგიერთი ბრმა ადამიანი რამეს. ისე კი ეჭვი მეპარება ბრმა ვერასოდეს მიხვდება ნამდვილ ადამიანურ ღირებულებებს.

  1. მაგათი დანახვაც არ მინდა >.<
    ააა, სხვა რამ უნდა მეთქვა ხო,? 🙂

  2. რასისტი ამ წიგნს არც კი გადაშლის… ფილმი შეიძლება ნახოს (“ოსკარი” ხათრით), მაგრამ არ მოეწონება (ოღონდ ამას ხმამაღლა არ იტყვის – ისევ და ისევ “ოსკარის” გამო)…

  3. ამ წიგნის წაკითხვა იყო ერთ-ერთი ყველაზე კარგი რამ რაც დამმართნია ამ შემოდგომას ❤

  4. ცუდი ისაა , რომ ზოგს წიგნის წაკითხვა დაეზარება და ვერასდროს გაიგებს რასიზმის არარაობას.. ალბათ უნდა დაიბადო ისეთი, რომ წიგნების გარეშე ხვდებოდე სამყაროს სიმძაღეს…

    • ხო მართალია,ვინც ვერ ხვდება ვერც წიგნით მიხვდება.არ უნდა და იმიტომ

  5. “როგორ გავხდი იდიოტი” კარგი წიგნია დროის გასაყვანად, თუმცა როგორც აღნიშნე, დიდი არაფერი შთაბეჭდილების დამტოვებელი.
    “ეშმაკს აცვია პრადა” ჩემს არდადეგებიზე წასაკითხი წიგნების სიაში – პირველია, აი მოსამსახურეს რაც შეეხება კი, ამ ზაფხულს წავიკითხე და რომ მახსენდება, ახლაც ის ემოცია მიპყრობს კითხვისას, რომ განვიცდიდი ^_^

    • გოგო როგორ ხარ?რახან შენ გამოჩნდიიი♥♥♥
      პრადა არის ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი,იმდენად საინტერესო ეპიზოდებია,რომ გამოსატოვენლად ერთი გვერდიც გენანება.თარგმანიც მშვენიერია.წაკითხვად ნამდვილად ღირს.

      • OK!

        ჯერ “ქარიშხლიანი უღელტეხილი” მაქვს დასამთვრებელი (ხვალ დავამთავრებ სავარაუდოდ).

        ოხ რა ვიცი გოგო, მეზარებოდა კომენტარების წერაც და ვაბშე ყველაფერიც :*

  6. მერამდენე რევიუს ვეცნობი უკვე ამ წიგნზე, იმედია მეც მალე მექნება საშუალება გავეცნო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s