ცოცხლად დამწვარი

ამ ბოლო ხანებში ბევრი წიგნი წავიკითხე, თუმცა უაღრესად დიდი შთაბეჭდილება ორმა განსხვავებული შინაარსის ერთ პრობლემაზე მოსაუბრე წიგნმა დამიტოვა.
“ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე” და “ცოცხლად დამწვარი”. თითოეული მათგანი აღმოსავლური წეს-ჩვეულებებით არის გაჟღენთილი. წიგნებს ძალადობის, გაუნათლებლობის და მენტალური უზნეობის სურნელი გასდევს. აღწერილი ფაქტები მზარავს და იმის წარმოდგენაზეც, რომ ჩემს თანამედროვე მსოფლიოში ქალები კვლავ უუფლებონი და უუნარონი, სოციალურად დაუცველნი, ყიდვა-გაყიდვის,ძალადობის,უთანასწორო ქორწინების და “ღირსების დანაშაულის” მსხვერპლნი არიან, დაუოკებელი ბრაზი და განრისხება მიპყრობს. დიდი ფემინისტი არ ვარ, მაგრამ ამ ქვეყნებში ქალთა უფლებები შელახულია და ჩემი ტოლერანტობის მიუხედავად სუსტი სქესის ჩაგვრას რელიგიის სახელით ვერაფრით ვერ გავამართლებ.

image

იმ ქვეყანაში და პირობებში(ალბათ) მკვლელი გავხდებოდი, ავჯანყდებოდი თავისუფლებისთვის…
სიყვარულისთვის
განათლებისთვის
სიხარულისთვის და ბედნიერებისთვის.

თუმცა ძნელია აჯანყება, როდესაც დაბადებიდან გაჩვევენ და გინერგავენ მორჩილებას.
მეცოდებიან… აღმოსავლელი, ჩადრში და უბედურებაში გახვეული ქალები.

6 thoughts on “ცოცხლად დამწვარი

  1. საბჭოთა სისტემას რომ ვაკრიტიკებ, ხშირად მეუბნებიან, იმ დროში რომ გეცხოვრა, შენთვისაც ჩვეულებრივი ქვეყანა იქნებოდაო… ალბათ ესეც ის შემთხვევაა – შორიდან ყველაფერი კარგად ჩანს, მაგრამ იქ ქალებმა არც კი იციან, რომ უფლებები აქვთ…

    • ყველაზე საშინელება ეგ არის, რომ წარმოდგენაც არ აქვთ როგორ იჩაგრებიან.

  2. სადეყ ჰედაიათი დავიწყე სწორედ დღეს და მივალ ალბათ აქამდეც უახლოეს ათწლეულში ))

  3. კარგი იქნებოდა ქართულ სივრცეზე ან პირად ანალოგიებზეც გესაუბრა. მაგალითად, სამსახურში ვკითხულობდი ერთ სქელტანიან დოკუმენტურ წიგნს ქალთა წინდაცვეთაზე და ჩემი ქალი თანამშრომლებიც კი ამართლებდნენ ასე მაინც შეგვენარჩუნა მონოგამიაო.

  4. კეთილი იყოს ჩემი მაუსი შენს ბლოგზე! ^^ მინდა გითხრა, რომ ძალიან მომწონს აქაურობა! განსაკუთრებით კი ის, წიგნებზე რომ წერ და აქტუალური თემაა ეს აქ. ხშირად გესტუმრები ხოლმე! და არ შემიძლია რამე მაინც არ ვთქვა ,,ცოცხლად დამწვარზე”, რომლის წაკითხვის შემდეგ შოკში ვიყავი. თუმცა ძალიან ბევრი რამ სხვანაირად დამანახა და დაფასება მასწავლა. საოცარი წიგნია!

    • ჩემი ვირტუალური სახლის კარები მუდამ ღიაა. მიხარია , რომ ხშირად სტუმრობ და ძალიან მოგწონს ჩემი საყვარელი ბლოგი. ძალიან მიხარია.

      ამ წვიმიანი და მოღუშული ამინდის შემდეგ ესეთი კომენტარი თუ გამომიკეთებდა ხასიათს, მადლობა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s