White night – თეთრი ღამეები

მას შემდეგ, რაც მუშაობა დავიწყე დროის დეფიციტი ჩემი ცხოვრების მთავარ მოვლენად იქცა. შოპინგი და ხელფასის დახარჯვა ჩემს გემოზე – ამ ოთხი თვის მანძილზე არ მღირსებია, სწორედ ამიტომ როგორც კი ამ მშვენიერ აქციას მოვკარი თვალი,გული სიხარულით ამევსო.

ზუსტად ის პერიოდი იყო თავს ვიმტვრევდი,ახალი წლის ღამის ძველ სამოსში გატარება მომიწევს და ჩემს გადარეულ ბიჭებსაც მხოლოდ მამიკო აურჩევს საახალწლო საჩუქრებს მეთქი…

მაგრამ

ჩემმა საყვარელმა სავაჭრო ცენტრმა რუსთაველის 42 მართლაც დიდებული საახალწლო სიურპრიზი მოგვიწყო არა მარტო მე, არამედ ჩემსავით დაკავებულ უამრავ ადამიანს. წარმოიდგინეთ ჩემს სახლთან ყველაზე ახლოს მდებარე სავაჭრო ცენტრი 26,27,28 დეკემბერს ღამის 12 საათამდე იქნება ღია. აი, ასე მარტივად გადაიჭრა ჩემი საახალწლო პრობლემები.

1484205_620351814680897_1360862089_n

თუ თქვენც ძალიან დაკავებული ხართ სამუშაო საათებში, მაშინ ეს აქცია ზუსტად თქვენთვის ყოფილა. გაითვალისწინეთ, სავაჭრო ცენტრში სტუმრობისას, შეგიძლიათ ისარგებლოთ ქართველი დიზაინერების რჩევებით და მხოლოდ შემდეგ მოირგოთ საახალწლო ჩაცმულობა მათივე კოლექციებიდან, თანაც დიდი ფასდაკლებით.

ასევე გაიკეთოთ მაკიაჟი სრულიად უფასოდ და მიიღოთ პროფესიონალი ვიზაჟისტების რჩევები “მაკსა” და ლუტეციაში”.

შეძენილი საჩუქრების შეფუთვაც შესაძლებელია სავაჭრო ცენტრის სპეციალურად მოწყობილ კუთხეში.

ასევე ძალიან ლამაზი კუთხე აქვს გამოყოფილი თოვლის ბაბუას, რომელიც თქვენი პატარა შვილების საახალწლო და მხიარულ განწყობილებაზე იზრუნებს. ისევე როგორც მხირული მუსიკა, პროფესიონალი ფოტოგრაფები, სანდომიანი და ღიმილიანი კონსულტანტები. 27 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე გიგი ვანდერია თავისი მშვენიერი მუსიკით, ჩვენს ხალისიან განწყობილებაზე პასუხისმგებელი.

მე გულწრფელად ვფიქრობ, რომ “მერანი მოლი” ყველაზე კარგი მოლია თბილისში, სხვა ღირსებებთან ერთად ამ აქციის გამო, რადგან მეც მეღირსება, ყველა ქალისთვის საოცნებო და საყვარელი საქმიანობისთვის რამდენიმე საათის გამოყოფა. დიახ, ხვალ საშოპინგოდ მივდივარ, შემომიერთდით.

2 thoughts on “White night – თეთრი ღამეები

  1. უკან ხედს ვერ მოვწვყიტე თვალი.
    და იმ ძალიან ლამაზ ცუცქნა და ოქრო მაღაზიაში ისევ დავბრუნდები მე :3 მეოტხე სართულზე, კუთხეში იყო ^_^

    • საერთოდ მიყვარს მერანი მოლი.ჯერ ერთი ტერიტორიულად ახლოა და უდროობის ჟამს ცოტა ხნით მაინც ვახერხებდი შერბენას და ერთი-ორი ნივთის მონადირებას.ყველაზე ძალიან,კი კოტონი მიყვარს,დიდი არჩევანი,ნორმალური ხარისხი და მისაღები ფასებია.სეილზე ხომ საერთოდ მთელი,მაღაზიის გამოზიდვა მინდება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s