ჩემი ახალი წელი

ახალი წელი…
ახალი იმედები,ფიქრები და ოცნებებია.

მე კი ისე ძალიან გამიფუჭდა ხასიათი 31 დეკემბერს, არც მეტი და არც ნაკლები ახალ წელს ჩაძინებული შევხვდი. იშვიათად მემართება ხოლმე მსგავსი. თვალები ერთმანეთზე მიმეწება თითქოს. ვერაფრით ვერ გამოვფხიზლდი 12 საათზეც, როდესაც ირგვლივ ყველაფერი პიროტექნიკის ხმაურმა გააყრუა. ვიჯექი გაშლილი სუფრის წინ და უთავმოყვარეოდ მეძინა, ჩემი ოჯახის წევრები კი  მხიარულობდნენ.

31 დეკემბრის დილა იყო საშინელი. თან საუზმეს ვამზადებ, თან საახალწლო სადილს, თან სარკეში ჩახედვისას გული მიკვდება. გაჩეჩილი თმები,სახეზეც საშინელი გამონაყარი. თან სამსახურში მაგვიანდება. როგორც იქნა სამსახურშიც გავაღწიე, მთელი დღე რია-რია, საჩუქრების შეფუთვა, წიგნების,სათამაშოების,სუვენირების არჩევა -მოკლედ საგიჟე.

სალონში ვერ წავედი, უდროობის გამო, არადა ორი კვირით ადრე დავიჭირე თადარიგი.

ახალი კაბა არ, მქონდა. არაა,ფული ნამდვილად გადავდე ამ ყველაფრისთვის,მაგრამ დრო ვერ გამოვნახე სამწუხაროდ.

კინოშიც ვერ წავედით. 31 დეკემბრის ყველა ჩემს მიერ დანერგილი ტრადიცია ჩამეშალა.

დრო,დრო…არ მქონდა თავისუფალი, ცოტაოდენი თავისუფალი დრო.

ხოდა რა გასაკვირია,წინა ღამე ნათევს, ძალიან ძალიან დაღლილს და ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზთა გამო ნერვებმოშლილს მთელი საღამო და  ღამე გაშლილ სუფრასთან ტკბილად,რომ მეძინა.

ამ დილით დანის მხიარულმა ხმაურმა გამაღვიძა. რაც მთავარია თოვლის პაპამ საჩუქრები მოუტანა, თანაც დამსახურებულზე ბევრად მეტი.

image

image

image

-მეკობრეები, მე რომ ძალიან მინდოდა.უცებ მეკითხება: – შენ მიყიდე ხო?
-არა, დე ფული არ მქონდა.
( ძლიერი არგუმენტია.)
-ე.ი. სანტა მართლა არსებობს.
image

პ.ს. სანამ ამ პოსტს წაიკითხავთ მე გაჩეჩილ-გაწეწილი ბაკურიანისკენ გავქუსლავ, ერთი დღით და ერთი ღამით.განწყობის გასაუმჯობესებლად.

თქვენ კი ყველა ჩემს მკითხველს, მეგობარს,  ნაცნობს ან უბრალოდ ჩემს ბლოგზე შემოხეტებულს გილოცავთ ახალ წელს,მხიარულები და ბედნიერები მყოლოდით მუდამ.

Advertisements

6 thoughts on “ჩემი ახალი წელი

  1. რა კარგი პროცესია საჩუქრების გახსნა ❤
    გილოცავ თამო, მრავალს დაესწარით ❤

  2. სანტამ იცის თავისი საქმე 🙂 ბევრი საჩუქარი მოეტანოს კიდევ (განსაკუთრებით ბოლო ფოტოზე რომ არის, ისეთი 😉 )

    • მადლობა სუუულ ყველას, მეც გილოცავთ ძვირფასებო. ჯანმრთელები და ბედნიერები მყოლოდით მუდამ.. და წერის სურვილი არ მოგვიშალოს ღმერთმა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s