to do list – 2014

არა, თავის ქება სულაც არ მიყვარს, მაგრამ ჩემი ბლოგის კითხვა მართლა ძალიან. ხოდა შემთხვევით ამ პოსტსაც გადავაწყდი. არაა, ვიტყუები ვეძებდი კიდეც, რომ შემემოწმებინა 2013 წელს დასახული გეგმის რამდენი პუნქტი შევასრულე.

მაშ ასე, გეგმა ასე გამოიყურებოდა.

1. დავიკლო 5 კილო- მე მოვიმატე კიდევ 5.

2. მჭირდება სამსახური- ✔ მაქვს სამსახური.

3. აღარ შევხედო ყველაფერს ძალიან სერიოზულად-ვცდილობ…

4.მოგზაურობა-არ გამოვიდა.

5. მანქანა-არც ეს გამოვიდა, თუმცა აქტიურად მიჭერს მხარს მშობელი მამა და მაგროვებინებს ფულს, ამ მოთხოვნის შესასრულებლად. ჩემი ქაჯი შვილებით სიარული საზოგადოებრივ ტრანსპორტში არის შეუძლებელი, ტაქსებში კი ხომ გესმით…

6.ბევრი ვიკითხო ✔

7. ბევრი ვწერო ✔

8. ბევრი ვივარჯიშო ✔

9. ბედნიერი უნდა ვიყო ✔

ბედნიერებაზე გამახსენდა, ოდესმე გქონიათ ის საშინელი უმწეობის და სასოწარკვეთილების გრძნობა, როდესაც დედა ტირის და შენ პატარა შვილი ძალიან უბედური ხარ ამ დროს?

ამ დღეებში რაღაც სერიოზული პრობლემის გამო გულამოსკვნილი ვქვითინებდი. შემომეხვიენ ჩემი გიჟი შვილები და ძალიან დაბნეულები მეფერებოდნენ, ცრემლებს მწმენდნენ და მეხვეწებოდნენ არ მეტირა. პატარა მე გამახსენდა და ის საშინელი შეგრძნება, როდესაც დედა ტიროდა. იმ წამსვე ავიყვანე თავი ხელში. ჯობია დედა ყვიროდეს, ბრაზობდეს, მაგრამ არასოდეს ტიროდეს.

ეს ლირიული გადახვევა.

შემდეგ წელს კი ვგეგმავ:

1. გასულ წელს გამოტოვებული ყველა პუნქტი ავტომატურად გადმოდის ამ წელს.

2. კითხვა, წერა, ვარჯიში და ბედნიერებაც აუცილებლად მჭირდება.

3. და ყველაზე მნიშვნელოვანი: ანაზღაურება გავიორმაგო.

მომავალ წელს ვნახავ რა გამოვა… ყველაზე ძალიან მაინც ზედმეტ წონას განვიცდი.

დანარჩენები მოგვარდება და ამ პრობლემაზე სერიუზულად იმუშავე თაამ.

8 thoughts on “to do list – 2014

    • მეც ველოდები და ძალიან მინდა ამჯერად მაინც ყველა პუნქტი შევასრულო.

  1. მე 1-ლი პუნქტი გადაჭარბებით შევასრულე 2014-ში – დაგეგმილი 5-ის ნაცვლად 10 მოვიმატე😀 6-ის შესრულება დიდი მიღწევაა. ველოდებით 2015-ს🙂

  2. მე არც ჩამოვწერ, რომ გული არ გამისკდეს🙂 . ამ ჩამოწერა-შეჯამებამ და იმედგაცრუებამ უკვე იქალდე მიმიყვანა, რომ აღარც არაფერს ვგეგმავ… წარმატებებს გისურვებ, თამ, და გილოცავ :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s