წიგნები რომლებსაც ვერ ვკითხულობ

ვინც კარგად მიცნობს, მოეხსენება წიგნების ტრფიალი ვარ მას შემდეგ, რაც კითხვა ვისწავლე. ეს კი სკოლაში შესვლამდე ცოტა ადრე მოხდა.

წლები გავიდა, თავი დღემდე ნამდვილი მწიგნობარი მგონია, (თუმცა ზოგიერთებს მაინც ვერ შევედრები). ამ წლების განმავლობაში  ძალიან ბევრი ღირსშესანიშნავი (და არც ისე ღირსშესანიშნავი) წიგნი წავიკითხე.ხშირად გიზიარებთ ხოლმე შთაბეჭდილებებს და თქვენს ნააზრევსაც სიამოვნებით ვკითხულობ. წიგნებზე წერა ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ირგვლივ საერთოდ არავინ არ მყავს, ვისაც შთაბეჭდილებებს გავუზიარებ და ვისაუბრებ რა მომეწონა და რატომ, ან სულაც რატომ დავიწუნე რომელიმე საქვეყნოდ ცნობილი და აღიარებული წიგნი. სხვებთან არ ვიცი, როგორ არის საქმე.მე კი ეს ძალიან მჭირდება.

image

ბოლო დროს ვერ ვახერხებ წერას, არადა ძალიან ბევრი კარგი წიგნი შემომეკითხა.

გამომცემლობებიც ისე აქტიურობენ მაღაზიაში მათ მოტანას ძლივს ვასწრებთ. 

თუმცა ამ პოსტის დაწერა იმ წიგნებზე მინდოდა,რომლებსაც ვერაფრით, ვერაფრით ვერ(არ) ვკითხულობ.

ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ჩამოვთვალო ის 4 წიგნი, რომელთა წაკითხვაც მინდა შევძლო ამ წელს.

დოსტოევსკი “იდიოტი”

“დორიან გრეის პორტრეტი”

“ჯადოსნური მთა”

“ულისე”

 

არ გეგონოთ რომ თითოეული ამ წიგნთაგანი პირველად უნდა გადავფურცლო, ხშირად ვიწყებ კითხვას და თავს ვანებებ. ამ ეტაპზე ეტყობა რთულია ჩემთვის ფიქრი, წაკითხულის გაანალიზება, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით მსუბუქ საკითხავებს დავეწაფე…

და მწყინს.

image

12 thoughts on “წიგნები რომლებსაც ვერ ვკითხულობ

  1. ეს ისეთი ნაცნობია🙂 ყველას ემართება🙂 მეც მაქვს ხოლმე წიგნებზე, ფილმებზე და ა.შ. შემდეგ თავისით მოდის განწყობა და დრო🙂

  2. ნაცნობი სიტუააციააა.. მეც ბევრჯერ ვცადე წამეკითხა “ფარაონი” თუმცა ბევრჯერვი დავანებე თავი… ალბად იმიტომ რომ შინაარსი ჩემთვის ზალიან ძნელი გასაგები იყოო:/

    • კარგი ფილმია სხვათა შორის მაგ წიგნის მიხედვით გადაღებული.

      შინაარსი კიდევ აი, მარტივად ესაა: http://wp.me/pBTza-1Wo🙂
      წიგნი ცუდი არაა, მაგრამ მაგ ფარაონის რეალური ამბავი ბევრად უფრო საინტერესოა ნებისმიერ წიგნზე🙂

      • ხო თავისთავადძალიან საინტერესოა თან ეგვიპტის მოყვარულისთვის თუმცა მისი წაკითხვა მაინც ვერ შევძელი..:/ 3-ჯერ დავიწყე და დავანებე თავი სამწუხაროდ😦

  3. ჩვეულებრივი ამბავია. წიგნები მაშინ “მოდიან”, როცა ამის დრო დგება😉 დორიანი არა, მაგრამ დოსტოევსკი და მანი პირველი ცდიდან ვერ “დავამარცხე”… არადა დღეს ფიოდორი ჩემი უსაყვარლესი მწერალია და თომასსაც ვეცნობი (მაგრამ მაინც ნელ-ნელა)… აი “ულისესთან” რთულად მაქვს საქმე – რამდენიმე დღის წინ მეასედ ჩავუარე მაღაზიაში და მაინც არ წამოვიღე. გადაშლასაც ვერ ვბედავ ჯერ🙂

  4. ე.ი გულზე მომეშვა – თორემ ძალიან განვიცდიდი🙂 აი, დორიან გრეის როგორ ვერ ვკითხულობ მაგაზე მართლა მეშლება ნერვები.ძალიან მინდა დოსტოევსკის მეც დავუმეგობრდე, თუმც ვერც “მოთამაშე”-ს ვერ დავუდე გული, ვერც “იატაკქვეშეთის ჩანაწერებს”, “ძმები კარამაზოვები”- ს ვსინჯავ გაზაფხულისთვის.

  5. ნაცნობი სიტუაციაა😀 დორიან გრეის პორტრეტს ვერ ვკითხულობო უკვე მეორე ადამიანი ხარ ვისგანაც ეს გავიგე, პირადად ჩემთვის ფავორიტია❤ დოსტოევსკის რაც შეეხება, შარშან "ძმები კარამაზოვები" წავიკითხე (მიუხედავად გარშემომყოფთა წინააღმდეგობისა, რომლებიც მეუბნებოდნენ ჯერ ადრეა შენთვისო -_- ) და ძალიან მომეწონა🙂
    განწყობა როცა გექნება გირჩევ ცადო ორივე🙂

  6. თამაში ჭვავის ყანაშია ეგეთი წიგნი. კონკრეტული ასაკი რომ მოგივა, მაშინ თუ არ წაიკითხე, არც მანამ არც მერე აღარ მოგეწონება🙂

    • როდესაც წავიკითხე ძალიან მომეწონა, ე.ი.დროული იყო.ამ ოთხ წიგნს რა ვუშველო ის თქვი შენ.კაი ჯადოსნურ მთას შევეშვები,იმ სამს ვერასდროს.

      • დოსტოევსკიზე უკეთესი მწერლებიც არსებობს იმჰო🙂 საერთოდ ეგ ლიტერატურა სხვა სტილია. კარგი იყო, მაგრამ დღევანდელ ტემპს ჩამორჩება.🙂 ახლა არის ესემესების ეპოქა და დიდტანიანი და დიდაქტიკური ლიტერატურა მოკვდა.
        ულისეზე არაფერს ვამბობ. ჯოისი ძალიან კარგია. მაგრამ სტილისტურადაც სხვაა ჯოისი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s