კიდევ ერთხელ

უკვე სათვალავი ამერია რამდენ გასართობზე გიამბეთ,რომლითაც თავს ვიქცევ ხოლმე მოცალეობის ჟამს. უმეტესობა საკმაოდ სულელურია,მაგალითად საფეხურების დათვლაც კმარა, აღარ განვავრცობ.

მოკლედ საქმე რაშია. უკვე დიდი ხანია სერიოზული პრობლემა მაქვს, ზედმეტი წონაც დამავიწყა აკნემ. მოვიარე თბილისის ვაი-ყველაზე-ცნობილი ექიმები,გვარიანი თანხებიც ვხარჯე სრულიად უშედეგოდ. არაფერი მეშველა. ერთ დროს უმაკიაჟოდაც მშვენიერი ვიყავი. ეხლა ნახევარ სახეს თმებით ვფარავ, მეორე ნახევარს ტონალურის სქელი ფენით.

ხოდა კეთილისმსურველებს რა დალევს, წარამარა მიწევს ახსნა რა უბედურ დღეში ვარ და ხანდახან ისეთ იდიოტურ კითხვაზეც ვპასუხობ:
-ექიმთან რატომ არ მიდიხარ?

ხოდა ამ ჩემი ჭირ – ვარამიდან გამომდინარე ერთი ახალი სულელური გასართობი ჩამომიყალიბდა. გუშინაც ავეჭყლიტე სამარშრუტო ტაქსში. (ამჯერად ექიმ კოსმეტოლოგთან ვიზიტზე მეჩქარება)

image

დაჯდომაზე ოცნებაც არ ღირს,ამიტომ საქმეს შევუდექი. თვალებით ყველა გოგონა თუ ქალი ჩამოვირბინე. ახალგაზრდებს მშვენიერი კანი აქვთ. არცერთი ლაქა ან ზედმეტი წერტილი.

რა ლამაზები არიან-ვფიქრობ ჩემთვის.

აი, შუა ხნის ქალი, ნაოჭიც რომ არ აქვს ჩემი გულის გასახეთქად. ქერა თმები, წითელი პომადა. მე უფრო ვგავარ ქალს ბალზაკის ასაკში ვიდრე ეს. სასოწარკვეთამ შემიპყრო. აი,მართლაც.ხომ საკმარისია შენი უბედურება და დასვრილი ფეხსაცმელები.გაჩეჩილი თმები, სულელური სამოსი და საშინელი კანი. ამ ოხერ სამარშრუტო ტაქსში კი ყველა ისეთი გამოპრანჭული და ლამაზია უცებ თავი არარაობა მგონია. გულში ვიწყევლები და შლეგივით ვიმეორებ: რა დავაშავე,რატომ, რა დავაშავე,რატომ,რა დავაშავე,რატომ.

გაჩერებაზე ადამიანების ახალი ტალღა მოაწყდა ტრანსპორტს. ჩემი იდუმალი მოთქმა-გოდება შევწყვიტე და ტაქსის უკანა მხარეს დავიწყე მსვლელობა.მოგეხსენებათ საკმაოდ რთული პროცესია გაჭედილ ტრანსპორტში გადაადგილება. მაქსიმალურ ზღვარს მივაღწიე და გავჩერდი. არა, კი არ გავჩერდი ერთ ადგილზე გავიყინე. ბოლო სავარძელში ოციოდე წლის გოგონა ჩაკარგულიყო. პირველი რაც დავინახე მისი სახე. საშინელი ნაიარევებით სავსე და დამახინჯებული.

ალბათ ესეთი იარები დარჩა ცოცხლად დამწვარსაც. თვალები თაფლისფერი და ლამაზი, მაგრამ სახე? ასეთი არასოდეს არაფერი მინახავს. ცხვირი თითქოს ჩამომდნარი, აღწერაც არ ძალმიძს. ახლიდან დამრია ხელი სიგიჟემ. რატომ,რა დააშავა,რატომ,რა დააშავა,რატომ,რა დააშავა. გული რამის გამისკდეს.

ორი გაჩერებით ადრე ჩავედი, ექიმთან დამაგვიანდა.

შემრცხვა საკუთარი თავის.
სულმდაბლობის.
სულელური აკვიატებული გასართობის.
სასოწარკვეთის.
ძალიან შემრცხვა საკუთარი თავის.

Advertisements

8 thoughts on “კიდევ ერთხელ

  1. ყველაფერი კარგად იქნება 🙂 მე ისეთი რამე შემეყარა ამ ზაფხულს, აკნეს ვნატრობდი, მაგრამ კი ვარ მშვენივრად 🙂

  2. თამი, მეც ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, თუ რა უმადური ვარ, როგორ არასწორად ვიქცევი მაშინ როდესაც ამ რატომებსა და რა დავაშავეებს ვკითხულობ, მაშინ როდესაც ჩემზე გაცილებით უარესი პრობლემები აქვთ სხვებს და მე ჩემსაზე ვდარდობ, თუმცა დამიჯერე, ეს ბუნებრივია, არ შეიძლება ერთზე იმსჯელო მეორეს მაგალითით, საკუთარ თუნდაც ერთი შეხედვით მცირე პრობლემებზე დარდი, სხვების მსხვილი პრობლემების ფონზე, სულაც არ არის დანაშაული, ყველას თავისი “პატარა ტრაგედია” აქვს, რაღაც დონეზე საკუთარი პრობლემის “შემსუბუქება” იმის ხარჯზე რომ სხვებს უარესი აქვთ, კიდევ უფრო არასწორ საქციელად მიმაჩნია. ამიტომ ეს სულაც არ ნიშნავს რომ შენ არ გაქვს უფლება იმაზე იდარდო რაც გაწუხებს, დაე, სხვებს უარესი პრობლემები ქონდეთ.

    რაც შეეხება უშუალოდ პრობლემას, დამიჯერე ეს მოგვარებადია, ცოტა დრო და მკურნალობა და ყველაფერი კარგად იქნება 🙂 ზოგჯერ ვერ ვიტან ამას რომ მეუბნებიან, მაგრამ მართლა ასეა, ყველაფერი მოგვარდება და კარგად იქნება! 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s