ბებია, რეი და ამერიკა

გუშინ.

წვიმიანი და სევდიანი ამინდის ბრალი იყო ალბათ მაღაზიაში სიხალვათე  იგრძნობოდა. კომპიუტერთან დიდხანს ვერ გავჩერდი და მოვყევი მაღაზიაში უთავბოლო ხეტიალს.

დავბოდიალობ ხოლმე და წიგნებს ველამუნები. ხან ვასწორებ, ხანაც ადგილს ვუცვლი. ამ ხეტიალისას მარის წიგნები, ძალიან საყვარელი, პატარა წიგნები მომხვდა ხელში.

უცებ გამახსენდა გლამთაიას,მოლის და კეჟერაძის პოსტები. გავიფიქრე, ნეტავ რა წერია ამისთანა ამ მოცუცქნულ წიგნში.

image

გადავშალე და შევიჭერი კიდეც სხვის პირად ცხოვრებაში, ოცნებებში, მოგონებებში, ბავშვობასა და ახალგაზრდობაში.

ვიმოგზაურე ამერიკაში, მენატრებოდა ბავშვობის დღეები და საყვარელი ბებია, ვიხსენებდი ომის პერიოდს და პერიოდულად მელანქოლია მიპყრობდა.
ეს ყველაფერი ისე მოხდენილად არის შეზავებული წიგნში, დამავიწყდა ჩემი რეალობა, ჩემი სამსახური და მოვალეობები.
image

სრული ერთი საათი ვიჯექი მაღაზიის მიყრუებულ კუთხეში, კიბეზე.
ავტორის ცხოვრებაში შეჭრილს მეღიმებოდა და მეტირებოდა.  დიდი ხანია არ წამიკითხავს წიგნი სადაც ამდენი სიყვარული და სითბოა ჩაქსოვილი.

Advertisements

11 thoughts on “ბებია, რეი და ამერიკა

  1. იდეალური წიგნია სამსახურში წასაკითხად 🙂 თან მსუბუქი და პატარაა, თან უაზროც არ არის (როგორც ბევრი ამ ფორმატის წიგნი) 🙂 “მეორე მხარე” უნდა ვცადო, რომ მოვიცლი 🙂

  2. სამწუხაროდ მე არ მაქვს წაკითხული, მაგრამ ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა მირჩია არ წაიკითხოო:))))
    პ.ს ასეთი პატარა რომანი პირველად ვნახე
    …მაგრამ წავიკითხავ, მინდა გავიგო, შენ გეთანხმები თუ ჩემს ახლო მეგობარს :33

    • როგორც მივხვდი არ მოეწონა შენს მეგობარს, წაიკითხე და გადაწყვიტე. . კომენტარიც დამიტოვე ძალიან მიხარია,როდესაც ის წიგნები მე რომ მომწონს სხვასაც მოეწონება.

      საინტერესოა რა არ მოეწონა შენს მეგობარს, სამი დღის განმავლობაშ სამჯერ წავიკითხე ისე მოვიხიბლე.

  3. ის წიგნია ჩემი სათქმელი ბოლომდე რომ თქვა ❤
    ზუსტად ასე , არაჯანსაღად მაქვს გაჭედილი ამერიკაზე და თუ ოდესმე წავედი პირველ რიგში ამ წიგნს გავიყოლებ, დავჯდები იქვე აეროპორტში და სულმოუთქმელად ჩავიკითხავ კიდევ ერთხელ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s