მე, სამსახური, წიგნები და გაზაფხული

სამსახურს ვეძებ

რატომ? ძალიან დაბალია ანაზღაურება.მოხერხებული გრაფიკი,ნახევარი განაკვეთი და ძალიან მცირე,მიზერული ხელფასი.

ახლა კვირაში სამ დღეს ვმუშაობ,ჩემი ხელფასი 200 ლარს არ აღემატება. თვის განმავლობაში კი ჩემი პირადი ხარჯები ორჯერ ან სამჯერ მეტია შემოსავალზე.მაგალითად ამ თვეში,300 ლარზე მეტი კოსმეტოლოგთან ვიზიტები, ათასგვარი კრემები და წამლები დამიჯდა.(საბედნიეროდ შედეგიც მაქვს, 5 წლის განმავლობაში,ყველაზე კარგი შედეგი).

როდესაც განვითარების შანსი ნულს უტოლდება სამსახურის დატოვება აუცილებელი ხდება.

მანამდე ბევრი წყალი(თვე) ჩაივლის ალბათ. ახალი სამსახურის პოვნა,გეცოდინებათ იოლი არ არის. ერთადერთი რასაც მაქსიმალურად ვეცდები უკვე გაუსაძლისი შიდა კონფლიქტების მიუხედავად არ დავტოვო “საგანძური” დროზე ადრე.

ოცნება

სიზმრებში სამსახურში მუდამ ლამაზად ჩაცმული დავდივარ. ქუსლიანი ფეხსაცმელი და მოხდენილი სამოსი,დავარცხნილი თმა. ოფისში რა თქმა უნდა ძალიან თბილა და მეც არ მიწევს ქურქით მთელი დღის გატარება. მხოლოდ საკუთარ საქმეზე (სოციალური მედია) ვარ ორიენტირებული.
რა მშვენიერი ხარ სიზმარო. რეალობად მალე იქეცი.

ბოლოს როდის გამოვეწყე აღარც კი მახსოვს, სამსახურში ძალიან სასაცილოა გამოპრანჭული სიარული. ჩემს სამსახურში, ყოველ შემთხვევაში სასაცილოა.მე მომბეზრდა ჩემი თავი.ჯინსები,სვიტრები, ბათინკები და ქურთუკები. გაზაფხული მაინც მალე მოვიდეს…რამე უნდა შევცვალო.

ზამთარი vs გაზაფხული

ძალიან თბილი და ლამაზი ამინდი იყო გუშინ. გაზაფხულივით ამინდი. ასეთ დღეებში სახლში ვერ ვჩერდები. მთელი დღე ბოტანიკურში დავეხეტებოდით. მერე კუს ტბაზე გადავინაცვლეთ, სადაც მოყინულ-მოსიპული ტბა და სრულუფლებიანი ზამთარი დაგვხვდა. ყველაფერი გაყინული იყო. ხოდა, მივხვდი ჯერ ძალიან ადრეა გაზაფხულზე ფიქრი. ოღონდ ბევრი გაზაფხულივით ამინდი იყოს და ერქვას ზამთარი.

წიგნები

თაროზე ნახევრად წაკითხული წიგნები მელოდებიან.
“სრული გასხივოსნება”
“მისტერიები”
“თოვლი”
“ამბავი ლილე იროელისა”

ეს საშინელი, მავნე ჩვევა ბავშვობიდან გამომყვა.აუცილებლად რამდენიმე წიგნი ერთად უნდა წავიკითხო. ძალიან მინდა დღეს “სრული გასხივოსნება” დავამთავრო.

image

image

დანის ვაჩუქე “ყველაფერი ყირამალა” ,თავად არ ველოდი მსგავს შედეგს, რამდენიმე ზღაპარი უკვე წაიკითხა. ასევე სკოლის ბიბლიოთეკიდან “პიტერ პენი” გამოატანეს. ორ ფრონტზეა ჩემსავით.

8 thoughts on “მე, სამსახური, წიგნები და გაზაფხული

  1. ზემოთჩამოთვლილმა მიზეზებმა (შანსის გამოჩენამაც) დროზე ადრე “განმდევნა” ისევ ჩემს ტურიზმში 🙂 …რატომღაც კარგ სამსახურზე რომ ვფიქრობ, მეც კლასიკური სამოსი წარმომიდგენია, მაგრამ ჩემს საყვარელ ჯინსებსაც ვერ შეველევი. “შერევის” საშუალება უნდა მქონდეს :))
    …და მაინც მგონია, რომ ორი წიგნის კითხვაზე უფრო მავნე ჩვევა ერთის კითხვაა. ზუსტად ახლა ვრწმუნდები ამაში :)))

    • წამოხვედი პარნასიდან? კი კარგია საოცნებო ადგილზე მუშაობა,მაგრამ ოცნება ჯოჯოხეთად იქცევა ხანდახან.მეც წამოვიდოდი სადმე წასასვლელი რომ მქონდეს.

  2. სამუშაოზე დარდს ნუღარ იტყვიც თამი, ვმუშაობ კვირაში 6 დღე სრული განაკვეთით დატვირთული მათემატიკური ფონით და საშუალო ხელფასით… ამ ცხოვრებას რა ვუთხარი თორემ რამ უნდა შემიცვალოს ჩემ შვილთან ყოფნის ბედნიერება, ბაღში მიმყავს და სახლში მხვდება დილით კოცნა საღამოს კოცნა… სულ ესაააააა… არადა რამდენი რამ მინდა მოვუყვე და ვასწავლოოო 😦 ისეთი რამეები იცის მე თვითონ მიკვირს საიდან????? და მრცხვენია… მადლობა ღმერტს რომ ისეთია როგორიც არის… წიგნები ვიღას ახსოვს… გამყინა ზამთარმაააა 😦

  3. სამსახურზე მესმის ძალიან კარგად. ნამდვილად აჯობებს ეძებო ახალი რამ. მანამდე კი ეს 200 ლარიც საქმეა. დღეს ვნახულობდი თბილისში რამდენიმე სავარჯიშო ჯგუფების ფასებს და ნუ რა მიკვირს, ვარჯიში ფუფუნების საგანი იყო იმ დროს როცა მანდ ვცხოვრობდი და ვატყობ ამ ბოლო წლებსი კონკურენციის მიუხედავად არაფერი შეცვლილა. 100 ლარის ფარგლებში 12 ვარჯიში, ძალიან ძვირია საშუალო ხელფასების ფონზე. წარმომიდგენია კოსმეტიკური მომსახურებაც არ იქნება იაფი. რა თქმა უნდა გააჩნია პროცედურას, სად ხდება მისი შესრულება ა.შ.
    რაც შეეხება სამსახურში გამოწყობილ სიარულს, მაშინ აჯობებს ისეთი სფეროში ეძებო სამსახური, სადაც უფრო ფორმალური/კორპორატიული გარემოა. სადაც წიგნები, განათლება, ხელოვნება, შემოქმედებაა გარეული იქ უფრო თავისუფალი გარემოა;) მე ვფიქრობ შენ უფრო მეორეში ჯდები:) თან ასეთი გარემო საშუალებას გაძლევს სამოსით, აქსესუარებით ხაზი გაუსვა შენს განწყობას, შენს ხასიათს, პიროვნებას:)

    • ხო მეც განვაახლე ვარჯიში და გეთანხმები,მართლა ფუფუნების საგანია. ძალიან ძვირია აქაური ცხოვრების დონის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ. მანდ გაცილებით ნაკლები ჯდება ხო?

      არაკორპორატიული გარემო ჯობიაა რა თქმა უნდა, მაგრამ ხანდახან მოგინდება გამოპრანჭვა ადამიანს. და წარმოიდგინე გაპრანჭული თქვენი მონა-მორჩილი როგორ მიძვრება კიბეზე შორეული თაროდან წიგნის ჩამოსაღებად.ამ სცენას რომ წარმოვიდგენ არანაირი ქუსლიანი ფეხსაცმელი და ქვედაბოლო აღარ მინდება.

  4. მე ვმუშაობ უხვად კორპორატიულ დაწესებულებაში 🙂 და მინდა გითხრა რომ მართლა სასიამოვნოა. პრინციპში შენ იცი ჩემი სტილი, დაახლოებით მაინც. ჩემთვის მაღალი ქუსლისა და მაკიაჟის გარეშე გარეთ გასვლა იგივეა, თავდაუბანელმა ვიარო. მიჩვევაა და კიდევ შინაგანი სურვილები.
    კარგია, რომ სამსახურის გამოცვლა გადაწყვიტე, ოღონდ ასე არ დაჯდე ახლა და არ დაელოდო, როდის მოვა ვიღაც ჰიპერ–კეთილი ადამიანი და წაგიყვანს თბილ, არაჩვეულებრივად კომფორტულ კორპორატიულ გარემოში 1200 ლარიან ხელფასზე. იმოძრავე. ახლობლებიც შეაწუხე, ეს თავიდან წუხდებიან, თორემ მერე როცა ხელში მონდომებული, ჭკვიანი და ბეჯითი კადრი შერჩებათ, რომელიც 100% ასრულებს საქმეს, ყველაზე მოგებულები იცინი რჩებიან.
    ასე რომ, აბა შენ იცი, წარმატებები და სანამ ახალს არ იშოვი, ძველს არ დაემშვიდობო, სანანებელი გაგიხდება.
    ღმერთი შენსკენ… და იცოდე,რომ ყველაფერი გამოგივა 🙂 :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s