მიდი,ჰკითხე ალისას

გამომცემლობა “ტრიასი”.
წიგნს არანაირი ანოტაცია არ ახლავს ამიტომ წარმოდგენაც არ მაქვს რის წაკითხვას ვაპირებ.ერთადერთი რითაც მიმიზიდა, სხვისი დღიურების კითხვის დაუოკებელი სურვილია.
წიგნი-დღიური მოზარდი გოგონას ცხოვრების უიღბლო ისტორიას ასახავს. ძალიან ბანალური დასაწყისი: ზედმეტი წონა, აკნე, უიღბლო ცხოვრება.

არავის ენდო

შემდეგ გოგონას ცხოვრებაში ნამდვილი ჯოჯოხეთი იწყება. ბებია-ბაბუასთან სტუმრობისას, “მეგობრების” მზაკვრული თამაშის მსხვერპლი ხდება, მის ცხოვრებაში პირველ ნარკოტიკს LSD -ს, კოკა – კოლის მეშვეობით მიიღებს. რამდენიმე კვირის განმავლობაში გოგონა აქტიურად მოიხმარს სხვადასხვა სახის ნარკოტიკებს და თავს ირწმუნებს, რომ ცუდი არაფერი ხდება. სინამდვილეში კარგად ესმის… ჭაობშია… იძირება.

image

უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს

გოგონა სასწრაფოდ შინ ბრუნდება. ცდილობს მომხდარი დაივიწყოს მაგრამ ნარკოდამოკიდებულია. საინტერესოდ არის აღწერილი ის ფათერაკები რაც ნარკოტიკებს ახლავს თან. როგორ ცდილობს გამოსწორდეს, მაგრამ ირგვლივ უკვე ძალიან ბნელა.
არადა ჯერ სრულწლოვანიც რომ არ არის?

ჩაკეტილი წრე

დიახ,ჩაკეტილი წრეა.  ერთხელ თუ ჩაგითრიეს ძვირფასმა მეგობრებმა, აღარ მოგეშვებიან.

და მაშინ როდესაც მტკიცედ გადაწყვეტ შეეშვა ამ საძაგლობას, სასკოლო ჩანთაში აღმოაჩენ დოზას. ცეცხლმოკიდებულ ტარაკანს კარადაში, შეთქმულებას ზურგს უკან. მჟავაშერეული არაქისის  კარაქი დესერტად და გზა “საპყრობილემდე”.

***

და მაშინ, როცა მტკიცედ გადაწყვეტ შეეშვა ამ საძაგლობას…

თითქოს ყველაფერი კალაპოტში დგება. ყველა მხარში გიდგას და ახალი,ნამდვილი და ლამაზი სიყვარულიც გეწვევა…

და მაშინ, როცა მტკიცედ გადაწყვეტ…

პ.ს. ამ წიგნმა შემაშფოთა, ღირს წამიერი კაიფი ამხელა მსხვერპლად? რატომ არ შეუძლიათ დროზე გაჩერდნენ? და რატომ მიილტვიან გზააბნეული ფარვანებივით იქ,სადაც დასასრული გარდაუვალი და მხოლოდ ერთია.

Advertisements

3 thoughts on “მიდი,ჰკითხე ალისას

  1. ამ წიგნს სულ ვუყურებ, მაგრამ “ჯანქის” და “იმპერიის ორსულობის” შემდეგ ვერ ვწყვეტ… თითქოს მეტი რაღა უნდა გავიგო გაუსინჯავად (რასაც, რა თქმა უნდა, არ ვიზამ)…

  2. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი წიგნია. სწორედ მისი სათაურის დამსახურებაა ჩემი ბლოგის სახელიც 🙂 თავიდან როდესაც წავიკითხე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, მაგრამ მაშინ როცა აღმოვაჩინე ეს ყველაფერი რეალური ისტორია იყო, ხელახლა უფრო დიდი ემოციებით გადავიკითხე.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s