Aსინქრონი

რაოდენ რთულია, როდესაც ამ ქვეყნად არავის ჭირდები.
როდესაც არ გყავს მშობელი და გულშემატკივარი.
ხარ შენ და შენი მეორე ნახევარი.
ტყუპისცალი
ან
ორი სული ერთ სხეულში.

ეკატერინე ტოგონიძის რომანი “Aსინქრონი” ერთ სხეულში მოთავსებული ორი ადამიანის შესახებ მოგვითხრობს. მოგვითხრობს დღიურების მეშვეობით. ორი სხვადასხვა(უბრალოდ ერთ სხეულში მცხოვრები)ადამიანის დამოკიდებულებას ყოფითი თუ ცხოვრებისეული პრობლემების და მოვლენების მიმართ. ტექსტი ერთი ამოსუნთქვით იკითხება და ნამდვილად დღევანდელობისთვის აგრერიგ აუცილებელ და საჭირბოროტო თემას ეხება. განსხვავებული ადამიანების უბედური ყოფა-ცხოვრების შესახებ ბევრი დაწერილა და ჩემდა სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი დაიწერება. თუმცა ასე თვალნათლივ, დელიკატურად და ფაქიზად – პრობლემის ასე ღიად საჯაროდ გამოტანას ცოტა ადამიანი თუ მოახერხებს.

ვაფასებ ეკატერინე ტოგონიძეს, ახალგაზრდა, ლამაზ და ჭკვიან ახალგაზრდა ქალს. თუ დაინტერესდებით აუცილებლად წაიკითხეთ მისი ბოლო რომანი “Aსინქრონი”, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს სრულიად სხვა კუთხით დაგანახებთ და არა ისე, როგორც მათ სინამდვილეში ვხედავთ(საბრალოებს და საცოდავებს).

აქვე ჩემი რეკომენდაცია იქნება გადაიკითხოთ მოკლე ნოველა “სხვა გზა”, რომელმაც ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენს მონა-მორჩილზე. მოთხრობის აღწერით თავს არ შეგაწყენთ უბრალოდ ავღნიშნავ რომ მისი ფსიქოლოგიური შტრიხები წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენზეც.

One thought on “Aსინქრონი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s