ცვლილებები

ძალიან მეშინია ცვლილებების.
იდიოტური ცვლილებების.. .

დღეს დილა-ადრიანზე სალონში ვიჯექი. ჩემი ჭკუით თმის შესაღებად წავედი აქა-იქ გამოჩრილი ჭაღარას დასამალად, თან ტონალობის ოდნავ შეცვლას ვფიქრობდი. ბოლო წუთში ვისკუპე სკამიდან. არა,გადავიფიქრე მეთქი. სტილისტმა ჭყიტა თვალები. მაგრამ მტკიცედ გადავიფიქრე მეთქი. ორი სანტიმეტრით დავიმოკლე თმა,სამი სანტიმეტრით ჩოლკა. და გეომეტრიული სიზუსტით გავასწორებინე. 
ზუსტად ისე,როგორც ბოლო ათი წელია ვატარებ.
ზუსტად ისე,როგორც ძალიან მომბეზრდა.
ხო, მეშინია საკუთარი გარეგნობის შეცვლა სულ მცირედითაც კი.

სამაგიეროდ არ მეშინია სამსახურის გამოცვლის. ამჯერად პრაქტიკებს გავდივარ კვირაში ერთი დღე (უხელფასოს), რამდენიმე თვეში კი ახალ თანამდებობაზე ვიხილავ საკუთარ პერსონას. ხო,  წინსვლის არ მეშინია კიდევ კარგი. დაძაბულ რეჟიმზეც არ ვფიქრობ ჯერჯერობით.

ისე, რომ ვფიქრობ ხოლმე, ამ პოსტის კომენტარები იყო ჩემთვის სახეში სილის გალაწუნება. გაცნობიერება იმისა, რომ მხოლოდ შოპინგი, სალონი,ფიტნესი,დაქალებთან ერთად ყავის წრუპვა,პოსტების წერა და დიასახლისობა ხეირს არ მომიტანდა.

ხოდა დიდი მადლობა თითოეული კომენტარის ავტორს. მათ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალეს. გავაცნობიერე, რომ მაკლდა მხოლოდ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი რამ-სამსახური, რათა საკუთარი უნარები გამომეცადა.

თურმე შემძლებია.

და ახალი შემოთავაზებაც, რომელზეც დავთანხმდი.დაწვრილებით კი მას შემდეგ დავწერ, როდესაც ახალი  მოვალეობების შესრულებას შევუდგები.

***

ამ ბოლო დროს  ჩამაფიქრა საკმაოდ მწვავე საკითხებმა. გენდერული თანასწორობა, ფემინიზმი და პატრიარქალური წყობილება საქართველოში. შემდეგ პოსტში მოგიყვებით.

15 thoughts on “ცვლილებები

  1. მე ძალიან მიყვარს ცვლილებები ^_^ ველოდები შემდეგ პოსტს

  2. ნეტა შიში მიშლიდეს ხელს და არა უკიდეგანო სიზარმაცე😀 სულ მინდა რაღაცის შეცვლა გარეგნობაში, მაგრამ სალონის სავარძელში იმაზე მეტ ხანს ვერ ვჩერდები, ვიდრე წარბების კორექციას სჭირდება. ისიც სიმწრით :)) ისე ვატყობ, მალე მომიწევს ჭაღარების დამალვა და შესაბამისად თავის მოთოკვა…

    წარმატებები ახალ სამსახურში🙂

    • მეც არ მიყვარს დიდხანს.ისე მბეზრდება.ლამის ჩამეძინოს.არადა ვიცი გოგოები საათობით რომ ზიან სალონში.
      მადლობაა ♥♥

  3. ცვლილებებს ვერც მე ვიტან, მაგრამ საჭირო და აუცილებელია🙂 მერე ეს ცვლილება ხდება ხოლმე ყოველდღიურობა და ამის გარეშე როგორ ვცხოვრობდი ვეღარ ვიხსენებ🙂

    როგორც ამბობენ თუ წინსვლა და საინტერესო ცხოვრება გინდა “კომფორტის ზონიდან” უნდა გამოხვიდე🙂

    წარმატებები ^^

    • ფინიკი წინსვლა და საინტერესო ცხოვრება მინდა და მსგავსი ცვლილებების არ მეშინია. ძალიან მეშინია გარეგნობის შეცვლა, თმის მოკლედ შეჭრა(არადა ძალიან მინდა) ან რამდენიმე ტონით გაღიავება, იმედია შევძლებ როდესმე, ბოლო ბოლო ფერი თუ არ მოეწონა ისევ ჩემს ფერზე გადავიღებავ, მოკლედ შეჭრილი თმაც გაიზრდება და ისევ ისეთი ვიქნები როგორიც ვარ ეხლა:)

      • მე როცა ცუდად ვარ ან ერთფეროვნება ამომდის ყელში პირველი რასაც ვაკეთებ, ესაა გარეგნობას ვცვლი, უმეტესად თმას (ფერს ან ვარცხნილობას). ზოგჯერ ყოფილა ისე არ მომწონებია ლამის დეპრესია დამემართა, ზოგჯერ პირიქით ძალიან მაგარია. ასე რომ გარისკვად ღირს :)))))))))

      • ცუდად რომ ვარ მეც თმას ვიჭრი მაგრამ ჯერ 5 სანტიმეტრზე მეტი არასოდეს მომიჭრია, უნდა ვცადო აუცილებლად❤ მადლობა ფინიკი❤

  4. თამიი, ძაან გამეხარდაა :))) აბა შენ იცი, წარმატებები ჯერ ტრენინგში და მერე ახალ სამსახურში❤ ცვლილებების ყველას გვეშინია ცოტ-ცოტა, მეც.
    სალონებს რაც შეეხება, შეიძლება გაგიკვირდეს ახლა ან არა, მაგრამ მეც ერ ვიტან იქ მისვლას და დიდ ხანს ყურყუტს, სულ მრჩება იმის განცდა, რომ ძვირფას დროს ფუჭად ვხარჯავ, ამიტომ ყოველთვის სახლში თავად ვიკეთებ მანიკურსაც, პედიკურსაც, ქარნებბსაც და ძალიან ხშირად ვარცხნილობასაც, მინიმუმამდე მყავს დაყვანილი იქ სტუმრობა, მითუმეტეს გახსოვს ჩემი უიღბლო გამოცდილებები ალბათ :)) თუმცა, ხანდახან მართლა აუცილებელია🙂
    ასე რომ ამ საკითხშიც ისე მოიქეცი როგორც კომფორტულად იგრძნობ თავს, არ გინდა ? ნუ წახვალ, გინდა? წადი და შეიცვალე. არც ერთს შეიწუხო დიდი ხნის ფიქრით თავი და არც მეორეზე🙂 ჩემი მოკრძალებული რჩევით…
    მიხარია შენი ამბავი,
    და შენ იცი, ველოდები პოსტს….

    • მადლობა თაკო.

      სალონი არის ჩემი მტკივნეული თემა, ვერაფრით ვერ ვჩერდები მაქსიმუმ ერთი საათი, ისიც ერთად ვიკეთებ მანიკურს და თმებს. ეს არის ნამდვილი ჯოჯოხეთური წამება, ერთადერთი კომფორტი რაც არის და ვერ დაუკარგავ სალონებს გვალამაზებენ. გუშინაც, რომ გამოვედი სულ ვიტრინებში ვიყურებოდი ისე მომწონდა ჩემი თავი. თმის შეღებვას რაც შეეხება ძალიან მინდა და ალბათ შევიღებავ ერთ-ორ წელიწადში, როცა საგრძნობლად გავჭაღარავდები.

  5. ძალაინ კარგია, წარმატებებს გისურვებ და კიდევ გაგვიზარე შენი ამბები❤ მე პირადად, მაინტერესებს🙂

  6. ყველას მოგესალმებით. სალონში ხშირად დავდივარ და სულაც არ ვფიქრობ, რომ დროს ვხარჯავ. ადრე მენანებოდა იქ გატარებული დრო, მიუხედავად იმისა, რომ იქედან გამოსული სულ სხვანაირია ადამიანი და მერე ასეთი რამ მოვიფიქრე. თმების ვარცხნის დროს წიგნს ვკითხულობ, მანიკიურის და პედიკიურის კეთების დროს ან მუსიკას ვუსმენ ან ინგლისურ ტექსტებს :)) სასიამოვნოს სასარგებლოს ვუთავსებ :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s