27

აი, ასე მარტივად მივიწევ წინ. დეპრესიული ხასიათი მაიძულობს, რომ ჩემ დაბადების დღე თითქმის არასოდეს არ მიხაროდეს. ჩემი მეუღლე ბევრს ეცადა რომ ეს დღე დღესასწაულად ექცია, ჯერ შემომთავაზა ლოპოტაზე ან შატო-მერეში წავიდეთო, იცის როგორ მიყვარს ქალაქგარეთ ხეტიალი. ამჯერად არ მოვისურვე. მერე მითხრა წადით შენ და შენი გოგოები სადმე, აღნიშნეთო. არ მოვისურე. ვიჯექი სამსახურში მთელი დღე და ჩემი თანამშრომლების უნიჭო ღადაობას ვუსმენდი, საერთოდ რომ არ არის სახუმარო ან საღადავო ისეთ თემებზე.

რომომ მაინც შეძლო და ამ დღეს გული გამიხარა, კოსმეტიკა მიყიდა, რომლისთვისაც უშედეგოდ ვაგროვებდი ჩემს მწირ ხელფასს რამოდენიმე თვის განმავლობაში, კიდევ ნეკის ლამაზი და ორიგინალური ბეჭედი, არც ვარდების დიდი თაიგული დავიწყებია. მოკლედ არ ვიცი ეს ყველაფერი მე რომ გამეკეთებინა საყვარელი ადამიანისთვის და კიდევ მისი დაბღვერილ-დაღვრემილი სახისთვის მეყურებინა,  ნამდვილად ვერ გავუძლებდი, თუმცა წლების განმავლობაში იმუნიტეტი გამოიმუშავა ალბათ. საერთოდ მე და ჩემი მეუღლის ურთიერთობას მუდამ გვერდს ვუვლი ხოლმე, ფრიად დელიკატური საკითხია. ხანდახან გულწრფელად ვუთანაგრძობ, ჩემ ხელში მართლა ძნელია ცხოვრება.

ხანდახან ისე მინდა, რომ კარგი ცოლი ვიყო , სახლი სულ დაწკრიალებული მქონდეს და კერძებსაც გასაგიჟებლად გემრიელს ვამზადებდე. მაგრამ , მე მაინც კარგი ვარ , მარტო საოჯახო საქმეებით თუ არ განვსაზღვრავთ ამ ტიტულს. მოკლედ ჩემი დაბადების დღე იყო ერთი რიგითი, ჩვეულებრივი დღე, განსაკუთრებული იმით გახდა რომ დავსახე 30 წლამდე მოსასწრები მიზნები. ეს ყველაფერი ეგოისტურად მხოლოდ ჩემს კარიერულ წინსვლას ემსახურება. ჰაჰააა, გამეცინა კარიერულ წინსვლას რას ვეძახი ნეტავ?! გულწრფელად მეღიმება.მოკლედ პირველი რაც დავგეგმე – კი არადა,  ექსპრომტად გადავწყვიტე, მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელებაა. დროის უქონლობის გამო მეცადინეობას ვერ ვახერხებ და ეჭვი მაქვს გვარიანი თანხის გადახდა მომიწევს სწავლა-განვითარების მორიგი ეტაპის დასაძლევად.
ხო, 27 წლის ვარ.
აი, ასე მარტივად.

  პ.ს. მგონი პირველი დაბადების დღე მქონდა ტორტის გარეშე, აუ ხანდახან ძალიან ცუდი გოგო ვარ .
სხვა დაბადების დღეები:

25 & 26

6 thoughts on “27

  1. ძალიან, ძალიან დაგვიანებით, მაგრამ მეც გილოცავ.

    ხოდა აქ კიდევ ბევრი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ არ გიცნობ და ისიც არ ვიცი, უნდა გითხრა თუ არა. შესაბამისად, გავჩუმდები.
    ისე კი, ახლობლურად მივიღე ეს პოსტი. ნუ მოკლედ. წარმატებები.

    • თქვი აუცილებლად. ამ ბლოგზე დემოკრატია სუფევს.

      დიდი მადლობა მოლიცვისთვის ♥

      • არა ცუდის კი არა.
        უბრალოდ პარალელებს ვავლებ ჩემთან და ეგაა რა.

      • ისე კი, დემოკრატია რომ არის, ძალიან კარგია. სამომავლოდ გავითვალისწინებ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s