Archive | მაისი 2014

დ ე დ ა

ბავშვობაში სიცხე,რომ მქონდა დედიკო სულ ბულიონს მასმევდა.მერე, რომ გავთხოვდი და გამუდმებით ცუდად ვიყავი, მოდიოდა ხოლმე და ხან ბულიონი მოჰქონდა,ხან აჯაფსანდალი,ხან სულგუნში გადახვეული პიტნიანი ნადუღი.მოკლედ რასაც მოვისურვებდით მე და ჩემი მუცლადმყოფი დანი.

გუშინ მთელი დღე 40 მქონდა სიცხე.
ენით ვერ ავღწერ რა ჯოჯოხეთია სიცხისგან იწვოდე, მთელი სხეული გტკიოდეს, გწყუროდეს და წყლის დასალევად ვერ დგებოდე,
არც მომწოდებელი გყავდეს ვინმე(დანი კი არის მაგ ასაკში ,მაგრამ თავად ჭირდება წყლის მიწოდება ვარსკვლავთბიჭუნას).

ვეგდე მთელი დღე გათიშული.
და დაბინდულ გონებაში დედიკოს მოტანილი ბულიონს გეახლებოდით.ამასობაში მოსაღამოვდა.
ჩემი ქმარი, რომ მოვიდა და მისიკვდილებული დამინახა მტაცა ხელი და ექიმთან გამაქანა. ექიმმაც ანტიბიოტიკები გამომიწერა და ეხლა უკეთ ვარ.

P.s.  საღამოსკენ ჩემი დაქალის შვილის დღეობაზეც მოვახერხე წასვლა. დ ე დ ა მ ი ს ზ ე თქვა:
მე არ დამიპატიჟია,რას მოვიდაო საერთოთ.სულ გველი და ვეძმა ვეძახე. მე სიზმარში დედა,იმას ცხადში.

Advertisements