დ ე დ ა

ბავშვობაში სიცხე,რომ მქონდა დედიკო სულ ბულიონს მასმევდა.მერე, რომ გავთხოვდი და გამუდმებით ცუდად ვიყავი, მოდიოდა ხოლმე და ხან ბულიონი მოჰქონდა,ხან აჯაფსანდალი,ხან სულგუნში გადახვეული პიტნიანი ნადუღი.მოკლედ რასაც მოვისურვებდით მე და ჩემი მუცლადმყოფი დანი.

გუშინ მთელი დღე 40 მქონდა სიცხე.
ენით ვერ ავღწერ რა ჯოჯოხეთია სიცხისგან იწვოდე, მთელი სხეული გტკიოდეს, გწყუროდეს და წყლის დასალევად ვერ დგებოდე,
არც მომწოდებელი გყავდეს ვინმე(დანი კი არის მაგ ასაკში ,მაგრამ თავად ჭირდება წყლის მიწოდება ვარსკვლავთბიჭუნას).

ვეგდე მთელი დღე გათიშული.
და დაბინდულ გონებაში დედიკოს მოტანილი ბულიონს გეახლებოდით.ამასობაში მოსაღამოვდა.
ჩემი ქმარი, რომ მოვიდა და მისიკვდილებული დამინახა მტაცა ხელი და ექიმთან გამაქანა. ექიმმაც ანტიბიოტიკები გამომიწერა და ეხლა უკეთ ვარ.

P.s.  საღამოსკენ ჩემი დაქალის შვილის დღეობაზეც მოვახერხე წასვლა. დ ე დ ა მ ი ს ზ ე თქვა:
მე არ დამიპატიჟია,რას მოვიდაო საერთოთ.სულ გველი და ვეძმა ვეძახე. მე სიზმარში დედა,იმას ცხადში.

Advertisements

6 thoughts on “დ ე დ ა

  1. ჩემი ერთი მეგობარი ამბობდა ასე – დედაჩემს რა უნდა ჩემს დაბადების დღეზეო. ახლა თვითონაც დედაა და მიხვდა, რას ნიშნავს დედა… ზოგს ალბათ “ბიძგი” სჭირდება. მთავარია, გვიანი არ იყოს…

  2. როგორ მენატრება ხოლმე ის პერიოდი დედასთან ერთად რომ ვცხოვრობდი. თითქოს სულ სხვა შეგრძნება იყო, ისევ ბავშვად ვგრძნობდი თავს, რომელზეც იზრუნებდნენ. http://youtu.be/zLI0VnBprqY

    • ხო ნამდვილად მენატრება, რაც უფრო დიდი დრო გადის უფრო მეტად.

  3. ადამიანებს, რომლებსაც თავისი მშობლები, და-ძმა და ნათესავები არ უყვართ, საერთოდ არ ვენდობი, იმიტომ რომ ასეთი ადამიანები სხვებს საერთოდ ვერ შეიყვარებენ და როცა დასჭირდებათ, მაშინ უღალატებენ.

    მეც სულ ასე მენატრება დედაჩემი…

    • შენებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ?რა საშინელი გრძნობაა:-(

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s