ნუ მოკლავ

ორი დღის წინ წავიკითხე და ეხლაც ღრმა შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.სამწუხაროდ ჰარპერ ლის ამ მართლაც რომ მსოფლიო მნიშვნელობის რომანს ესოდენ გვიან გავეცანი, ალბათ ბავშვობაში რომ წამეკითხა დღესდღეობით ბევრად უკეთესი ადამიანი ვიქნებოდი. ამერიკის სკოლებში თურმე სავალდებულო საკითხავია ეს წიგნი (არც ჩვენს სკოლებს აწყენდა!)

ატიკუს ფინჩი – ადამიანი გმირი, კაცი რომელიც მეუღლის გარეშე აძლევს შვილებს სულიერ საზრდოს, ასწავლის როგორ უნდა იყვნენ კარგი და ღირსეული ადამიანები. წიგნის მთავარი ამბავი აფროამერიკელი უდანაშაულო “დამნაშავის”სასამართლო პროცესია, ატიკუს ფინჩი(ვექილი) იცავს ადამიანს, რომლის უდანაშაულობაშიც დარწმუნებულია, ამის გამო მთელი ქალაქი მას და მის შვილებს აუგად მოიხსენიებს.

wpid-img_20140618_132355.jpg

წიგნის თითოეული სტრიქონი განმსჭვალულია სიყვარულით და სითბოთი, ძალიან მიხარია რომ ბოლოს და ბოლოს წავიკითხე და ჩემს საყვარელ წიგნებს შორის უკვე ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.

მე ვცდილობ ვიყო კარგი დედა, ვასწავლო ჩემს შვილებს ავის და კარგის, თეთრის და შავის გარჩევა. ეს არაა ადვილი საქმე ჩვენს დროებაში, იმედია ატიკუსივით გამომივა ავღზარდო ჩემი შვილები ღირსეულ ადამიანებად.

და მინდა მჯეროდეს:

“-ადამიანების უმრავლესობა ასეთივე კარგია, როცა ახლოს გაიცნობ ჭყიტა.”

მინდა მჯეროდეს და ჩემი შვილებიც ამ სულისკვეთებით აღვზარდო.
მინდა ატიკუსის მსგავსი პიროვნება ვიყო.

წიგნის პერსონაჟი შეგყვარებიათ? ატიკუს ფინჩი მიყვარს.

6 thoughts on “ნუ მოკლავ

  1. ნამდვილად ბრწყინვალე წიგნია. შთაბეჭდილებებით შემბოჭა. მეც გვიან წავიკითხე, სამწუხაროდ, თუმცა ისეთი წიგნია, ასაკშიც რომ გარდაგქმნის🙂

    • რა თქმა უნდა ტაბუ. მე და შენ… და ჩვენნაირებს, მაგრამ ირგვლივ იმდენია, რ არ წაიკითხავს ამ წიგნს. რასისტებს და ათასგვარ ფობიკებს მიაქვს ჩვენი(და არამარტო)ქვეყანა.

      • ან კიდევ წაიკითხავენ და ვერაფერს გამოიტანენ წიგნიდან… რასიზმს იქით ქსენოფიბიიას ვერ ხედავენ, არათუ ჰომოფობიას ან სიძულვილისა და დისკრიმინაციის სხვავარ გამოვლინებას.
        მართალი ხარ, თამი – ჩვენს სკოლებშიც უნდა ისწავლებოდეს ეს წიგნი, ოღონდ ისეთი მასწავლებლის მიერ, ვინც თვითონ იქნება გაწმენდილი “ფობიური” მენტალიტეტისგან.

      • ნამდვილად.იქნებ მომავალი თაობა მაინც იყოს ფობიებისგან თავისუფალი.ვიმედოვნებ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s