Se la vi

ცხოვრების ტემპი დაჩქარდა. ისეთ ფერხულში ვარ ჩაბმული სადაც ყოველი დღე და საათი გაწერილი და დაგეგმილია.

დროის უმეტესი ნაწილი მაინც მეცადინეობას მიაქვს.ძალიან რთული ყოფილა ბევრი წლის შესვენების შემდეგ სწავლის რეჟიმში დაბრუნება.ხანდახან ისე ვშტერდები ტირილი მინდა და თავბედს ვიწყევლი. რაში მჭირდებოდა ეს მაგისტრატურა საერთოდ-ვფიქრობ და ვიბოღმები.
თუმცა შუა გზაში გაჩერებას არ ვაპირებ და იმაზე ფიქრი, რომ ზღვარს ვერ გადავლახავ (გულის სიღრმეში საპირისპირო ამბავში ვარ დარწმუნებული,ზღვარი ხომ ძალიან დაბალია) მაძლებინებს,რადგან იმის წარმოდგენა, რომ ორი წელი რობოტის რეჟიმზე უნდა გადავეწყო, მზარავს.

image

ესეც ბებე.სულ შემომწუწუნებს ბლოგი რატომ მიატოვეო.

ზაფხული ძალებს იკრებს. სახლთან ახლოს ორი აუზი მაქვს. დავდივარ ჩემი კონსპექტებიან-შვილიანად და ვირუჯები+ვმეცადინეობ. გამოცდების შემდეგ კი მთავრდება ზაფხულის პირველი აუტანელი ნაწილი და მეორე იწყება.
ჩემი მშობლები და დები მელოდებიან.
მამიკო აპრილის ბოლოდან მოყოლებული, რომ მეკითხება როდის ვამთავრებ გამოცდებს და  რომელ რიცხვში ვჯავშნი ბილეთებს

image

♥ხუთნი♥

დედიკო ლამის ცრემლიანი თვალებით, რომ შემოგვყურებს სკაიპიდან

და ჩემი ლამაზი დაიკოები.
მეც დღეებს ვითვლი უკვე, ძალიან მენატრებიან.

image

ისრაელი, ბებეს გადღებული ფოტო

ბილეთებზე გამახსენდა. რატომ უნდა ღირდეს ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ავიაბილეთები საშინლად ძვირი.რომ ვადარებ ევროპის ქვეყნების ფასებს-უბრალოდ კატასტროფაა.მაგ:გერმანია-ისრაელი-გერმანია სულ რაღაც 100$ დაგიჯდებათ. როდესაც მე 630$ დამიფასა აირზენამ ორმხრივი რეისი, თან ბავშვების ბილეთებზეც ლამის სრულ თანხას ითხოვენ.

რატომ უნდა ვიფრინო ტრანზიტული რეისით?

ორი ბავშვთან ერთად ნახევარი დღე ჰაერში უნდა გავატარო, პრინციპში 500$ ეკონომიის გულისთვის ნამდვილად ღირს. გული იმაზე მწყდება,  რომ უვიზო რეჟიმის შემოღებას მოჰყვა პირდაპირი რეისის გაძვირება, რაც უამრავ რამეზე მიუთითებს.ჩამოთვლა შორს წაგვიყვას.

image

მე და დანი ზღვისპირას

წიგნებზეც მინდა დავწერო, მაგრამ გამიგრძელდა სიტყვა. რამდენიმე ძალიან კარგი წიგნი წავიკითხე, იქნებ სხვა დროს მოგიყვეთ.

image

ნაბოლარა დაიკო,ულამაზესი♥

image

♥♥♥♥

image

ერთი წლით ჩემზე უმცროსი.

Advertisements

7 thoughts on “Se la vi

  1. “აირზენას” ისედაც ყველაზე ცუდი პირობები ჰქონდა და ვიზების გაუქმების შემდეგ ზედმეტი მოუნდომებიათ 🙂 მგონი, 500$-ის დამატებას თუნდაც ტრანზიტის ხარჯზე ისევ ვიზის აღება ჯობდა 🙂

    • ხო ნამდვილად ჯობდა.ვცადე მაგრამ საელჩოში,არ შემიშვეს საქართველოს მოქალაქეებს აღარ ვემსახურებითო.

  2. Rogor mesmis sheniiiii 😟 monatreba dzalian dznelia…
    Biletebs rac sheexeba, sruliad martali xar, shenebi didebi mainc arian da me lukaze ukve 2 wlidan unda gadavixado sruliad 😡

    • ხო ძალიან არაადეკვატური ფასებია.როგორ ხარ ?გიპუცა რას შვება?

      • madloba kargad 🙂 viberebi nel-nela da vaaar :)))) dzalian celkia mucelshive etkoba 🙂 🙂 🙂 🙂

      • ნი ორსულად ხარ?:) გილოცავ!!!!!!!!! ძალიან გამიხარდა. აი ბალიშის ამბავმა რატომ დაგაინტერესა:))) როგორ გრძნობ თავს? 🙂
        თამი როგორ გაგიმართლა რომ ამდენი ხართ ოჯახში. მე დედისერთა ვარ და სულ მინდოდა დაიკო ან ძამიკო:) ბილეთის ფასებზე ბევრი რამ მოქმედებს, წლის რომელ დროს მიფრინავ, მოთხოვნა, დანიშნულების ადგილი და ასე შემდეგ. თან ევროპაში ბევრი ისეთი ავიახაზებია, რომლებიც იაფად დაფრინავენ, მაგრამ მემგონი თვითმფრინავებიც პატარაა ზომისაა, საჭმელიც და ბარგის ჩაბარებაც ფასიანია და აშ. ყოველშემთხვევაში კარგია რომ ბილეთი გაქვს და მალე შენს ოჯახთან ერთად იქნები!

      • უფ ეხლა გადაირია ქვეყანა:-( 14 ივლისს უნდა გავფრენილიყავი და გადავდე ბილეთი 15 აგვისტომდე.ვიმედოვნებ რომ ვნახავ ჩემს საყვარელ ადამიანებს ბოლოსდაბოლოს.შენ აწი ელოდები უკვე პაწუს ხო?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s