ზარხუფი

ეს არის წიგნი, რომელიც ერთდროულად შეგზარავთ, თან აღგაფრთოვანებთ. ავტობიოგრაფიული ნაწარმოები გულწრფელი და პირადია,თითოეული მკითხველი თავის თავს ან/და საკუთარი ფიქრების  უმცირეს ნაწილს აუცილებლად შეიცნობს.

როდესაც ვკითხულობდი გული გამალებით მიცემდა,მართალია აქამდე საგიჟეში არასოდეს აღმოვჩენილვარ, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ყოფილა პერიოდი როდესაც თავი ზარხუფში მეგონა. ვისაც არ გამოუცდია ვერ მიხვდება რა მომაკვდინებელი გრძნობაა, რომელსაც ექიმები “მცდელობა”-დ მოიხსენიებენ.

სილვიასგან განსხვავებით მე თავს იოლად მოვერიე,სიგიჟემდეც ბევრი მიკლია (თუ ფსიქოლოგს დავუჯერებ) და თვითმკვლელობაზე ფიქრიც კი მიმავიწყდა.

სილვია პლათი “ზარხუფი”-ს გამოცემიდან ერთ თვეში 1963 წელს ძალიან ახალგაზრდა ემშვიდობება ქვეყნიერებას.
საკუთარი ნებით
თვითმკვლელობით.

უეცარი დასასრული ჩემს ილუზიებში ახალ ცხოვრებას და უდრტვინველ მომავალს  ჰპირდებოდა წიგნის პერსონაჟს.

თუმცა მხოლოდ ილუზიებში.

საერთო ოცნებაზე არაფერი მითქვამს.მეც ერთი აკვიატებული ოცნება მაქვს.ესთერივით. საიდუმლოდ დავტოვებ,ალბათ მიხვდებით.

2 thoughts on “ზარხუფი

    • ნამდვილად საუკეთესო. სულმოუთქმელად შემომეკითხა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s