საზიზღარი ზაფხული

მას შემდეგ,რაც საქართველო რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდა პირველად დამიდგა (არა მარტო მე) მსგავსი საშინელი, საზარელი ზაფხული.

ზუსტად ის დღე იყო ბოლო სამაგისტრო გამოცდა ჩავაბარე და ბარგის ჩალაგებას ვაპირებდი. ჩემს დას ვესაუბრე ტელეფონით და მითხრა, რომ ჰამასის ტერორისტები ისრაელის ქალაქებს ბომბავენ. ცუდად მენიშნა,თუმცა მოვლენების შემდეგ განვითარებას ვერც წარმოვიდგენდი.ორი კვირაა ომია ისრაელსა და ჰამასს შორის. არანაირ მოლაპარაკებაზე არ მიდიან ტერორისტები,  მე კი გული მიწუხს, დილიდან გვიან ღამემდე საინფორმაციო გამოშვებებს ვუსმენ ან სოციალურ ქსელებში ვეცნობი ახალ ამბებს.

ძალიან ვნერვიულობ ჩემს მშობლებზე,დაზე და პატარა დიშვილზე.

დაღუპულ ადამიანებზე… საშინელი დღეებიც მიიზლაზნება ნება-ნება.ღამე კოშმარები არ მასვენებს.დღისით ანტისემიტური განცხადებები და კომენტარები.

ისე გავიზარდე ჩემს ირგვლივ არავინ არასოდეს ყოფილა ებრაელების მოძულე.ამიტომ დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოში ანტისემიტიზმი არ იყო.გასაგებია თითო სარეველა ყველგან  რომ გამოერევა, მაგრამ სოციალურ ქსელებში იმდენ საზიზღარ კომენტარს  ვაწყდები გული ამაზე ცალკე მტკივა. ეს უკვე მასიური ზიზღია. 27 წლიანი ცხოვრების მანძილზე პირველად აღმოვაჩინე რომ საქართველოში ებრაელები სძულთ.

მე კი ძალიან ვამაყობ,რომ ებრაელი ვარ. ერთ-ერთი საუკეთესო ერის შვილი.  მიხარია რომ ცოტა ხნის წინ შექმნილი სახელმწიფო მოწინავე ქვეყანაა ინფრასტრუქტურით,განვითარებული სამედიცინო და სამეცნიერო დარგებით…

***
უკრაინაში მომხდარმა ავიაკატასტროფამ გული ერთხელ კიდევ ჩამწყვიტა.თვალებიდან არ ამომდის ის კადრები.ბავშვების დაფლეთილი სხეულები, თვითმფრინავის აალებული ნაწილები.

საშინელება ტრიალებს დედამიწაზე, უსამართლობა,ბოროტება,განუკითხაობა, გაუტანლობა. როდემდე?

8 thoughts on “საზიზღარი ზაფხული

  1. მე ვერ დაგეთახმები, რომ აქ ებრაელები სძულთ. რა რა და ანტისემიტიზმში ქართველების დადანაშაულება ნამეტანი იქნება, უმაგისოდაც გვყოფნის ნაკლი. მე არავინ ვიცი მასეთი, პირიქით კი -უამრავი. ისინი, ვინც შენ გაგაღიზიანა, ყველაზე და ყველაფერზე მასე წერენ და საკუთარის მიმართაც მასეთივე ზიზღით იქცევიან. რამდენიმე გამონაკლიხი ყველგანაა.

    • აქამდე მეც დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ ეხლა ცოტა ეჭვი შემეპარა.

      • სულ ტყუილად. სადაც ვთქვი შენი ეჭვი, ყველა გადაირია🙂 რა ვიცი, აი მას მერე სანთლით ვეძებ მასეთ ადამიანს და ჯერ ვერსად ვნახე ვერც ისეთი, ვისაც ებრაელები სძულდეს და ვერც ისეთი, ვინც ამ ომში მათ არ ამართლებდეს. მეგობრული რჩევა-ყველასთან არც უერთიერთობაა საჭირო და არც მოსმენა. და კიდევ 5 % თუ გამოვა მასეთი ანომალია. უმრავლესობა რომ არაა მასეთი ებრაელების მიმართ ეს კაი ხანია დამტკიცებულია და ჩვენც კარგად ვიცით და ებრაელებმაც და ამ ურთიერთობას ნუ გაახუნებინებ რამდენიმე იდიოტს.ჩემზე მეტად კრიტიკული ქართველების მიმართ ძნელად მოიძებნება, მაგრამ ნამდვილად უსამართლობა იქნება ჩვენი ანტისემიტიზმში დადანაშაულება, და უსამართლობაზე მეტიც…

      • მაპატიე კატერინა ძალიან შეწუხდი ჩემი სიტყვების გამო. მშვენიერი რამ მირჩიე, აღარ ვეკონტაქტები მსგავს ანომალიებს და დავისვენე ცოტა.ალბათ გადავაჭარბე და მართალი ხარ

      • შევწუხდი აბა რა, თან ძალიან ვინერვიულე. კარგი გოგო ხარ, მასე სჯობს, დამიჯერე. აგერ გვისმინე ჩვენ-სუ კაი კაი ხალხს🙂

  2. ძალიან ვწუხვარ ამ ამბების გამო, ხშირად ვადევნებ თვალს საინფორმაციოს და მტკივა ეს ხალხი და ქვეყანა. ინტერნეტ სივრცით ვერ გაიგებ ხალხის დამოკიდებულებას, არის გაუაზრებელი ადამიანების ნაკილი ვინც ყველას და ყველაფერს ცუდად აღიქვამს და თავისი ქვეყანაშიც კი ყველაფერს ცუდს ხედავენ. ასერომ ასეთი ხალხით ნუ შეიქმნი საერთო აზრს :)მშვიდობა ისრაელს და საქართველოს

    • დიდი მადლობა ნათია, მართალი ხარ გამონაკლისები არსებობენ თუნდაც შენი, შენისთანა ადამიანების და ჩემი მეგობრების სახით, თუმცა საერთო სურათი არ არის სახარბიელო, სამწუხაროდ.

      ამ პერიოდის განმავლობაში პირველად ვიფიქრე რომ საქართველო ჩემი სამშობლო არაა, და დროა სამშობლოში დავბრუნდე.

      ძალიან მწყდება გული ამგვარი დამოკიდებულების გამო თუმცა არაფრის შეცვლა არ შემიძლია.

  3. მე და ჩემს ოჯახს არავინ გვყავს ებრაელი ახლობელი მაგრამ ყოველთვის კარგი მესმოდა და მესმის ამ ერის მიმართ, ყველა საინფორმაციოს ინტერესით და კარგის მოლოდინით ვუყურებთ. თქვენი ქვეყნის ისტორიას ვინც იცნობს, ასევე იცის ისრაელის და საქართველოს საუკუნოვანი დამოკიდებულება, ის ასე მახინჯად არ აზროვნებს. სამწუხაროდ ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ მწვავედ დგას განათლების პრობლემა, კარგად გეცოდინება როცა ადამიანს აზროვნების ვიწრო არეალი აქვს და არც ცდილობს განვითარებას ის აგრესიული და არაადეკვატურია.
    ეს ჩვენ ბევრ რამეში გვიშლის ხელს.
    მშვიდობას გისურვებთ ამას ნამდვილად იმსახურებთ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s