დაინახეთ ის, რაც სიმართლეა

ჩემო ქართველო მეგობრებო

ნაცნობებო და უცნობებო

პატარებო და დიდებო

ვისაც მოგწვდებათ ჩემი ჩანაწერი ყველას

განურჩევლად სქესის და ასაკისა

განურჩევლად ეროვნების და სარწმუნოებისა

განურჩევლად სოციალური მდგომარეობის და განათლებისა

განურჩევლად პოლიტიკური შეხედულების და ოჯახური მდგომარეობისა

მე ვცხოვრობ ისრაელში,დავიბადე საქართველოში.
ვმუშაობ ისრაელში,განათლება მივიღე საქართველოში.
ვზრდი 6 წლის შვილს, რომელიც დაიბადა საქართველოში
რომელიც სწავლობს ივრითულად, მაგრამ მღერის ქართულად
რომელიც თორას კითხულობს ივრითულად და ცეკვავს ქართულად
რომელსაც უხარია ქართულად და ეშინია ივრითულად

და უფრო მეტად ეშინია…

მე ვარ ქართველი ებრაელი,ისევე როგორც ჩემი ოჯახი
მე მაქვს ორი სამშობლო და ერთი სარწმუნოება
მე მაქვს ორი ქვეყნის მოქალაქეობა და მყავს ერთი ღმერთი

მე ვტიროდი როდესაც აგვისტოს ომში დაიღუპნენ ქართველი ვაჟკაცები და ვტირი ეხლაც,
როდესაც გმირულად დაეცნენ ებრაელი ჯარისკაცები

მე ვტიროდი როდესაც იბომბებოდა ჩემი მშობლიური ქალაქი გორი
და ვტირი ეხლაც, როდესაც იბომბება ყველა ქალაქი ისრაელში

მე გავიარე შიში, ტკივილი, უსამართლობა და სიძულვილი საქართველოში

უფრო მძაფრად განვიცდი აქ, ჩემს სამშობლოში,ისრაელში
მესმის რომ თქვენთვის ძნელია დაინახოთ ისრაელის სიმართლე
გთხოვთ ნუ დაინახავთ ხამასის ტყუილსაც
მესმის რთულია მხარი დაუჭირო წელში გამართულ ქვეყანას,როდესაც საწყალი მოსახლეობა ზარალდება მეორე მხარეს
ნუ დაუჭერთ მხარს ტერორისტებს, ისინი მანიპულირებენ თქვენით

ჩვენ არ ვითხოვთ თქვენგან სიბრალულს,ჩვენ ამაყები ვართ
არ გევედრებით მატერიალურ დახმარებას,ჩვენ არ გვიჭირს
არ გთხოვთ მორალურ მხარდაჭერას,ჩვენი სული გაუტეხელია,
ფსიქიკა დაუნგრეველი
გონება გამჭრიახი…

გევედრებით მხოლოდ ერთს!!!!!!

დაინახეთ ის, რაც ნამდვილად სიმართლეა

10451780_692163910838368_416335430733058634_n

ესთერ იოსებაშვილი
ისრაელი, აშდოდი

P.S. ეხლაც,ამ წუთებშიც სირენა გაჰკივის ჩემს ქალაქში….

Advertisements

3 thoughts on “დაინახეთ ის, რაც სიმართლეა

  1. იმდენი ვილაპარაკეთ, რაღა დავაკომენტარო… ხედვადაბრმავებულები ძნელად ხედავენ სიმართლეს, სამწუხაროდ, ასეა ყოველთვის.

    • ამელია მართალი უნდა იყოს.

      საშინელი ზაფხული იყო, თამო, ნამდვილად. იმ სამი ბიჭის ამბავმა ხომ საერთოდ გული მომიკლა.

      მაგრამ ამ ისრაელ ხაი!!!!!!!!!!!!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s