ჯოილენდი

ზაფხული და შემოდგომის პირველი თვე ისე მიიწურა წიგნი არც გადამიშლია. გულმოდგინედ ვცდილობდი “პორტნოის სინდრომი” დამემთავრებინა, მაგრამ ნურას უკაცრავად, თხრობა გადამწყვეტ ფაზაში რომ შევიდა სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ წიგნი უკრაინის აეროპორტში დამრჩა. ან რა არის გასაკვირი,წინ და უკან დავდევდი ჩემს გიჟ შვილებს. ჩასხდომა, რომ გამოაცხადეს ბავშვების და ბარგის მოგროვებით ვიყავი გართული წიგნი კი…

შინ დაბრუნებულს თვალში პირველად “ჯოილენდი” მომხვდა. ყდაც სანდომიანი აქვს წიგნს და სათაურიც. კინგის სამ ახალ წიგნს შორის არჩევანის გაკეთება არ გამჭირვებია.

არც შევმცდარვარ. როდესაც რამდენიმეთვიანი შესვენების შემდეგ კითხვას ვუბრუნდები,ცხადია რაიმე დინამიური და ძალიან საინტერესო მინდა. “ჯოილენდი” კი ზუსტად ასეთია. ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი წიგნი კინგის ერთ-ერთი ახალი რომანია.

image

°_°ვიჭყიტები°_°

1973 წლის ზაფხული და შემოდგომა. ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე უზარმაზარი გასართობი პარკი “ჯოილენდი” და დევინ ჯონსი, ახალგაზრდა ბიჭი , რომელსაც ამ წელს სიცოცხლისთვის სახიფათო გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

წიგნი ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, რადგან კინგი მეტად ფაქიზ თემებს ეხება:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბიჭი, რომელმაც იცის რომ მალე მოკვდება.
შვილის გადარჩენისთვის შეთავაზებული სოლიდური საჩუქარი 21 წლის ახალგაზრდა თავმდაბლად რომ უარობს. მოჩვენებები, მკვლელები და პარანორმალური მოვლენები. კინგის ხელწერა ადვილად შესამჩნევია,თუმცა აქამდე წაკითხულთაგან მაინც გამოირჩევა ძალიან ჰუმანური შტრიხების გამო.

Advertisements

17 thoughts on “ჯოილენდი

  1. თამი რა კარგია რომ დაბრუნდი… მომენატრა შენი პოსტები 🙂 მშვენიერი ზაფხული გქონდა და ასევე მშვენიერ შემოდგომას გისურვებ, ჩავუჯდებით ახლა ისევ წიგნებსა და ცხელ ცაის 🙂

    • მადლობა ჩემო კარგო, რა ბედნიერებაა ვიღაცას ჩემი პოსტები, რომ ენატრება.დიდი სტიმულია.

      მართლა კარგი ზაფხული მქონდა. ახლა ვუბრუნდები წიგნებს,ჩაის და ბლოგს.

      ვარჯიშსაც:-)

  2. კინგის შემოქმედებაში მაინც უფრო “მწვანე ზგას” მიზერს “ნათებას” და “ბნელ კოშკს” გამოვარჩევ. ჯოილენდი მისთვის გასართობი იყო ალბათ. დროის მოსაკლავად უფრო წერდა ჩემი აზრით… თუმცა კინგი საშინელებათა ჟანრის მოსიარულე ენციკლოპედიაა ❤

      • დროის უქონლობა ცუდია, მაგრამ ერთმა ჩემმა “გენიოსმა” მეგობარმა, მწერალმა, მითხრა რომ დრო ყველაფრისთვის საკმარისია და არასოდეს თქვა, რომ იგი არ მაქვსო. დრო ყველაფრისთვის გაქვს, რადგან შეგიძლია ის აკონტროლო, შეგიძლია გეყოს დრო და ყველაფერი მოასწროო დრო, შენს ხელშიაო.
        ძალიან დამეხმარა ❤
        მაინც მიხარია ამ ბლოგის პოვნა ^_^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s