მისტერ მერსედესი

არსებობს ერთგვარი მანია-კინგომანია.

ამ მანიით დაავადებულ ადამიანებს არ შეუძლიათ რომ არ წაიკითხონ კინგის თრილერ-რომანები –
მერე გულისცემა  უჩქარდებათ,ზედიზედ რამდენიმე ღამე ვერ იძინებენ, საზარელი ფიქრები აწუხებთ და მინიმუმ სამი დღე უბედურები არიან.
თუმცა ერთი  წიგნის დამთავრების შემდეგ  მზად არიან ქალაქის ყველაზე შორეულ მაღაზიამდე ფეხით მივიდნენ, კინგის მორიგი თარგმანის შესაძენად. და ეს მანია გრძელდება მანამდე, სანამ ყველა
სიახლეს არ შეისრუტავენ.

image

“მისტერ მერსედესი” ერთი საბრალო ფსიქოპათი მკვლელის ისტორიაა. შემედავებიან ადამიანები ფსიქოპათი მკვლელი საბრალო როგორ იქნებაო. აქამდე არასოდეს შემცოდებიან მკვლელები, მაგრამ ბრეიდის ისტორია ისეთი დამთრგუნველი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ მოწოლილ დარდს ვერ გავუმკლავდი და გულიანად მოვთქვამდი მის (და მის მიერ დახოცილების)  უბედურებას. დაბადებიდან რომ შენთვის მოიცლის ცხოვრება ძალიან რთულია დარჩე ნორმალურ და გაწონასწორებულ ადამიანად. მყიფე ფსიქიკის პატრონებს კი შეიძლება საშინელი აზრები აუფუთფუთდეთ თავში. საშინელი აზრები კი ხანდახან ამაზრზენი დანაშაულებისკენ უბიძგებენ ადამიანებს.

რაც არ უნდა იყოს ბრეიდის ისტორიამ ძალიან იმოქმედა ჩემზე. მისმა პიროვნებამ და პარანოიამ ლამის მეც გამაგიჟა.თუმც გავუმკლავდი,როგორც იქნა.

ავღნიშნავ, რომ “მისტერ მერსედესი” კინგის ბოლო რომანია, რომელმაც 2014 წლის მაისში იხილა დღის სინათლე. გამორჩეულია მისი დეტექტიური სიუჟეტი, რომელიც კინგის შემოქმედებაში ჟანრობრივი სიახლეა.

4 thoughts on “მისტერ მერსედესი

  1. კინგომანიისგან რა განგვკურნავს 🙂 ჯერ “ჯოილენდი” და “მისტერ მერსედესი” ახლა დავამთავრეთ და უკვე “ნათება”, “დოქტორი სლიპი”, “ნისლი” და “გუმბათის ქვეშ” გამოდის 🙂

    • ხოდა არც ვიცი გამეხარდეს თუ მეწყინოს. ველოდები ახალ თარგმანებს:-)
      ე.ი. მარტო მე არ მჭირს ეს მანია:-)

  2. აქ ვარ მორიგი კინგომანი ^_^ და მე მარტო ჩემი თავი მეგონა ამ დღეში :დ 3 წელია თუ მეტი რაც კინგომანი ვარ ^^ უიმედოთა ქალაქის გამოსვლის დღიდან, რადგან პირველი სწორედ ეგ წიგნი წავიკითხე!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s