საშემოდგომო

ჩვევაში გადამეზარდა…შემოდგომის მიწურული საზიზღარ ხასიათზე მაყენებს. ალბათ ძალიან მყარი ფსიქიკის ან უაღრესად მხიარული ადამიანები არიან ასეთ ამინდებში ბედნიერები.

მე არაფერი არ მინდა სახლში ყოფნის და ლოგინში წოლის გარდა. მოვალეობები არ მაცლიან, თორემ სავარაუდოდ საშინელ დღეში ჩავვარდებოდი.
აღარ მინდა კითხვა, ქსოვა, თავის მოვლა.ყველაფერი რაც ამ სეზონზე მსიამოვნებდა ეხლა მაღიზიანებს და ნერვებს მაწყვეტს.ძალიან მეზარება ვარჯიშიც, თავს ვაიძულებ კვირაში ორჯერ მაინც დავტვირთო ჩემი მოდუნებული სხეული.

გუშინ ხალისიანად გავიღვიძე. არც სამუშაო დღე მქონდა,თანაც ხელფასი ჩამერიცხა…წიგნების გამოფენაზე წავალ-ძილში გადავწყვიტე.უკეთესი ადგილი არც არსებობს დედამიწის ზურგზე ხელფასის დასახარჯად.

არსებობს კი,სალონი. . . თმები ლამაზად დავივარცხნე საზიზღარი,გულისგამაწვრილებელი წვიმის მიუხედავად. ამ წვიმამაც რომ არ გადაიღო ძალიან მომეშალა ნერვები, ვიფიქრე შაბათ-კვირას იქნებ გამოიდაროს – კარგი ნუ გამოიდარებს ასე საზიზღრად არ იწვიმოს მეთქი.

და მელიქიშვილიდან მეიდნამდე ფეხით ვიარე.

ქოლგა მქონდა მაგრამ ჩემი ვარცხნილობა მაინც მიწასთან გასწორდა.

image

image

image

image

image

image

image

image

დანი როგორ გაიზარდა.თვალსა და ხელს შუა.კარადაში სახლის ფაჩუჩს გადავაწყდი, ძალიან საყვარლად ეცვა ორიოდე წლის წინ, ეხლა კი ისე უჩვეულოდ პატარა ჩანდა გული მომეწურა. ალბათ ერთგვარი ავადმყოფობაა: როცა ვაცნობიერებ გადის დრო,ბავშვები იზრდებიან და მშობლებს ასაკი ემატებათ სულ მეტირება.

აი,შაბათიც გათენდა. იქნებ დღეს წავიდეთ მე და დანი წიგნების გამოფენაზე.

8 thoughts on “საშემოდგომო

  1. ვერ ვიტან ნოემბერს. წიგნის დღეებსაც კი არ ჰქონდათ სათანადო ხალისი. დღეს ძლივს ვაიძულე თავი, რომ გავსულიყავი… არადა ფოტოებზე რა ლამაზად ჩანს შემოდგომა 🙂

    • ფოტოებზე ლამაზია ნამდვილად☔
      ისე კი საშინელებაა☀⛅მზე მომენატრა.
      🏠სახლში ყოფნის გარდა არაფერი არ მინდა.მე ვერ წავედი ჯერ …

  2. tami ra kargiaaa sheni posti momenatra 🙂 gogo ra lamazi fotoebia pirdapir gasagijebeli 🙂 ise kimec didi depresiebshia var :((( ar miyvars ara sicivee 😦 shvilebi martlac swrafad izrdebia da da Cvenc gvemateba wlebi 😦 ise gaizarda chemi gogo ukve meubneba dediko ici mgoni daikoebs ufro vgavarto :))) ras moveswariiii 😀

    • მეც მომენატრა ბლოგი,წერა,კითხვა და ის ყველაფერი რაც ძალიან მსიამოვნებს როცა თავს კარგად ვგრძნობ.

      ფოტოების გადაღება ძალიან მიყვარს,მეც მომწონს ჩემი ფოტოები.მადლობა, რომ შეამჩნიე და მოგეწონა.სადაც მე ვჩანვარ იმ სურათებს დანი მიღებს ხოლმე თავისი მობილურით.

  3. tami rogori kargi suratebia. sheni gancyoba ra kargad gadmoeci. aucileblad moicyve tu sashualeba geqneba “sheni saati” sul tsotaxnit mainc, gaikete cxeli sasmeli da moimarjve romelime gemrieli tsigni xelt.

    • ან, დღის პირველი ნახევარი ფაქტიურად მხოლოდ ჩემია. უბედურება ის არის,რომ მაქვს დრო – კითხვის თუნდაც,მაგრამ არ მაქვს სურვილი.

      ვერც წიგნის გამოფენაზე წასვლა ვაიძულე თავს,მეც მიკვირს ჩემი თავისგან.

      მაგრამ რახან გვეშველა და ეს სევდიანი შემოდგომა დამთავრდა მალე გამივლის მეც უხასიათობა.

  4. თამი, ეჰ, როგორ ძალიან გეთანხმები… მეც ძალიან დეპრესიული ვხდები შემოდგომობით.
    მე ვარ ადამიანი, რომლის განწყობა, ხასიათი, ხალისი მზის სხივებით საზრდოობს. როგორც კი ენერგიის წყარო გამომეცლება მაშინვე ნაცრისფერი გუნებისკენ მივიპარები ხოლმე 😦
    უკვე მენატრება ჩემი გაზაფხული და ზაფხული და აუ, ამხელა ზამთარს რა გადააგორებს…

    პ.ს. შენი მუშაობის ამბავი როგორ მიდის?

    • ხო, ბოლო წლებია სულ ასე ვარ თაკო. ზამთარიც გავა,დრო გარბის ჩემთან ძალიან სწრაფად.

      სამსახურს რაც შეეხება “საგანძურიდან” წამოვედი.პერსპექტივაში მქონდა ახალი და მაღალანაზღაურებადი სამსახური, რომელიც ასე ვთქვათ გამემაზა მთელი რიგი მიზეზების გამო.

      ახლა ვმუშაობ ძალიან ცოტას- კვირაში ორ საათს და ხელფასიც მაქვს ძალიან ცოტა.პლიუს ვსწავლობ და სტიპენდია მაქვს ხელფასზე ორჯერ მეტი.ჯერჯერობით სამსახურსა აღარ ვეძებ.დანგრეული ვარ რაღაცნაირად…😞

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s