საახალწლო

არა, ეს პოსტი თოვლიან ზამთარზე,საახალწლო აქსესუარებით მორთულ ქუჩებზე,ბედნიერ დღეებზე და თოვლის პაპის მოტანილ საჩუქრებზე არაა.

დაზამთრდა ნაცრისფერ ქვეყანაში. ნისლიანი და უღიმღამო დილები ერთმანეთს ცვლიან.საახალწლო ფერხულიც უფრო და უფრო ჩქარდება. მაღაზიის განათებული ვიტრინები და საახალწლოდ მორთული ქუჩები მართალია გულს მიჩქროლებს,მაგრამ ამ სიხარულსაც ნაღველის გემო დაჰკრავს. საქართველოში ცხოვრება წლიდან წლამდე უარესდება. საშინელი სოციალური ფონი, უსახლკაროთა კარვები, გაყინული ადამიანები.

ძალიან დამთრგუნველია, რომ უსახლკარო ადამიანების რაოდენობა ყოველ წელს უფრო იზრდება. ამჯერად  ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ კარვებში ორასამდე უსახლკარო ადამიანი აფარებს თავს.

***
არ არსებობს სიტყვები,რომლითაც  შემიძლია მადლობა გადავუხადო ადამიანებს,ჩვენი დროის გმირებს, სრულებით უცნობ ახალგაზრდებს რომლებმაც ადამიანების მიმართ ჩემი წარმოდგენა რადიკალურად შეცვალეს.
თურმე არსებობენ უანგარო ქველმოქმედებით დაკავებული ახალგაზრდები.მათ შეაგროვეს უამრავი თბილი  ტანისამოსი და გამათბობლები რათა კარვებში მცხოვრები  უსახლკარო ადამიანები სიცივით (გაყინვით)სიკვდილისგან ეხსნათ.

***
წინ ცივი და საშიში ზამთარია . 

image

image

image

image

ფოტოები: ©ირაკლი გუჯაბიძე

2 thoughts on “საახალწლო

  1. მეც სულ იმ გაყინულ ხალხზე მეფიქრება თოვლს რომ თბილი სახლიდან ვუყურებ და ვეღარ მიხარია ((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s